ახალი ტესტი მელანომას რამდენიმე საათში ავლენს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
ახალი ტესტი მელანომას რამდენიმე საათში ავლენს

ახალი ტესტი მელანომას რამდენიმე საათში ავლენს

თხევად ბიოფსიაზე დამყარებული ტესტი მელანომის დიაგნოსტიკას სულ რამდენიმე საათში ახდენს. სწრაფი დიაგნოსტიკა კი მკურნალობის დროულად დაწყებისა და პაციენტთა გადარჩენის საშუალებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კიბოს გავრცელებული ფორმა აღენიშნება.

ახალი ტესტი მელბურნის მკვლევარებს ეკუთვნით. მათი განცხადებით, ახალმა ტესტმა უკვე გადაარჩინა მელანომით დაავადებული ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. ამ ქალს ავსტრალიიდან, ახალგაზრდა დედას, ნატაშა სტორკს მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. მშობიარობიდან სულ რამდენიმე კვირაში მას კუჭის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო. ახალი ანალიზის დახმარებით მედიკოსებმა მას მე-4 სტადიის მეტასტაზირებული მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა ქალს
მეტასტაზები აღმოაჩნდა კუჭში, წვრილ ნაწლავში, ღვიძლსა და ბარძაყის ძვალში.

ექიმებმა მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ახალგაზრდა პაციენტის სიმსივნის ტიპი გაირკვა. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ინვაზიური პროცედურების ჩატარებას მიმართავენ ხოლმე, რომელთა მიმდინარეობისას ქსოვილოვან ნიმუშს იღებენ. ამჯერად ექიმებმა ქალს მხოლოდ სისხლის ანალიზი ჩაუტარეს და შედეგი სულ
ექვსიოდე საათში მიიღეს. სპეციალისტებმა სიმსივნურ უჯრედებში BRAF–მუტაცია აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს მკურნალობა. ნატაშა სტორკს ამ ეტაპზე რემისია აღენიშნება.

როგორც პროფესორ-ონკოლოგი ჯონათან სებოი განმარტავს, "მელანომის გავრცელებული ფორმით დაავადებულ პაციენტებს არ აქვთ დროის დაკარგვის უფლება, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულად დაწყებას, ამისათვის კი უპირველესად სწორი დიაგნოზია საჭირო. სადღეისოდ სწრაფი სადიაგნოზო ტესტი გამოიყენება ფილტვის სიმსივნისა და მელანომის სადიაგნოზოდ, ახლო მომავალში კი სხვა ტიპის სიმსივნეების გამოსავლენი ტესტებიც შემუშავდება".

თინათინ გოცაძე


თარიღი : 27-05-2018
ლუკა
ქ-ნო თინათინ, ეს წითელი მეჭეჭი რაც სურათზეა ასახული მელანომის შედეგია? მელანომის გავრცელება კანზე და ადამიანის სხეულის სხვა, შიდა ორგანოებში და ძვალში ხდება?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
სიმსივნური უჯრედების ნაწილი განსხვავდება დანარჩენებისგან -შეიცავს ქრომოსომათა გაზრდილ რაოდენობას
26-12-2018
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
21-12-2018
თუ ადამიანი არ ეწევა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში სვამს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის მძიმე
18-12-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სიმსივნური უჯრედების ნაწილი განსხვავდება დანარჩენებისგან -შეიცავს ქრომოსომათა გაზრდილ რაოდენობას
თუ ადამიანი არ ეწევა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში სვამს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის მძიმე
2014 წელს პროფესორ გია ნემსაძის მიერ დაარსებული "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში" (კოი) მოღვაწე, მრავალწლიანი გამოცდილების
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი გურამ მენთეშაშვილი
ქალების მიერ გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებები, ხშირად ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს. ჯორჯ
ესპანელი მკვლევარების მონაცემებით (გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Molecular Biologi) ზეთისხილის კანში
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული