ქიმიოთერაპია: სახელმძღვანელო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქიმიოთერაპია: სახელმძღვანელო პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის

ქიმიოთერაპიის გაკეთება უწევს. მადლობას ვუხდით მას ამ მეტად საჭირო რჩევების მოწოდებისთვის.

ყურადღებით წაიკითხეთ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ეს თქვენ ქიმიოთერაპიის ჩატარების პერიოდს გაგიადვილებთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. მაშ ასე, მივყვეთ რეკომენდაციებს:

თქვენ შეგატყობინეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ. თქვენ შეისწავლეთ და განიხილეთ მკურნალობის შესაძლო ვარიანტები და თქვენ და თქვენი მკურნალი ექიმი შეთანხმდით, რომ საუკეთესო არჩევანი ქიმიოთერაპიაა. ბუნებრივია, თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები ქიმიოთერაპიით (ანუ ქიმიით) მკურნალობის შესახებ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი მკურნალობის შესახებ მასალების წაკითხვასთან ერთად, ცხადია, ამომწურავ პასუხებს მიიღებთ თქვენი ექიმისა და ექთნისაგან.

ამ ბუკლეტის ბოლოს თქვენ ნახავთ ლექსიკონს, რომელიც განმარტავს იმ ტერმინებს, რომელსაც იყენებენ თქვენს ჯანმრთელობაზე მზრუნავი ექიმები და ექთნები. ის ტერმინები, რომლებიც დაბეჭდილია დახრილი შრიფტით მათი პირველად გამოყენებისას ბუკლეტის ტექსტში, ასევე შეტანილია ამ ლექსიკონში. ლექსიკონის გამოყენება დაგეხმარებათ მეტად გაერკვეთ და ინფორმირებულად წარმართოთ საუბრები მედიცინის მუშაკებთან, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მათთან ღია და გულწრფელი საუბარი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები.

შევიტყოთ მეტი ქიმიოთერაპიით მკურნალობის შესახებ

რა არის ქიმიოთერაპია და როგორ მოქმედებს იგი?

ქიმიოთერაპია ნიშნავს სხვადასხვა მედიკამენტების მკურნალობის მიზნებისათვის გამოყენებას. ძალიან ხშირად ამგვარ მკურნალობას "ქიმიას" უწოდებენ. ქირურგია და სხივური თერაპია ანადგურებს, კლავს ან აზიანებს ავთვისებიან სიმსივნეს უჯრედებს კონკრეტულ ზონაში, თუმცა ქიმია მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ქიმიას შეუძლია, გაანადგუროს ავთვისებიანი სიმსივნის ის უჯრედები, რომლებსაც აქვთ მეტასტაზები ან გავრცელდა იმ ორგანოებში, რომელიც სიმსივნის კერიდან დაშორებულია.

ქიმიის ჩასატარებლად 100-ზე მეტი მედიკამენტი გამოიყენება სხვადასხვა კომბინაციაში. შესაძლებელია მკურნალობისას ერთზე მეტი მედიკამენტის გამოყენება - ასეთ მკურნალობას კომბინირებული ქიმიოთერაპია ეწოდება. სხვადასხვა მედიკამენტების კომბინაცია სხვადასხვაგვარად მოქმედებს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებზე და კლავს ავთვისებიანი სიმსივნის უფრო მეტ უჯრედს. აგრეთვე, მცირდება იმის შესაძლებლობა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე რეზისტენტული იყოს ქიმიის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თქვენ და თქვენი ექიმი იღებთ გადაწყვეტილებას მედიკამენტისა და მათი კომბინირების შესახებ. თქვენი ექიმი შეარჩევს დოზებს, სიხშირესა და მკურნალობის ხანგრძლივობას. ყველა ასეთი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაზე, მის ლოკალიზაციაზე და იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს იგი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასა და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე.

რა არის ქიმიის მიზანი?

ავთვისებიანი სიმსივნის ტიპისა და სტადიის მიხედვით (ანუ, იმის მიხედვით, რამდენად გავრცელებულია იგი), ქიმიის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისთვის:

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა

  • ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების შეჩერება
  • ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის შენელება
  • ავთვისებიანი სიმსივნის იმ უჯრედების განადგურება, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე
  • ავთვისებიანი სიმსივნის მიერ გამოწვეული სიმპტომების აღმოფხვრა

მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ დანიშნული ქიმიის მიზანზე.

არის თუ არა ქიმია ერთადერთი გამოსავალი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ?

ზოგ შემთხვევაში ქიმია თქვენთვის საჭირო მკურნალობის ერთადერთი მეთოდია. უფრო ხშირად კი, ქიმია გამოიყენება ქირურგიულ ჩარევასა და სხივურ თერაპიასთან ერთად და სწორედ ამ შემთხვევაში :

ქიმია გამოიყენება სიმსივნის შესამცირებლად ქირურგიული ჩარევისა თუ სხივური თერაპიის წინ

მისი გამოყენება შესაძლებელია ოპერაციის ან სხივური თერაპიის შემდეგაც, დარჩენილი ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების გასანადგურებლად.

აგრეთვე, მისი გამოყენება შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის რეციდივის შემთხვევაში.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავთვისებიანი სიმსივნის დარჩენილი უჯრედების გასანადგურებლად, ჩატარებულ ქიმიას დამხმარე (ადიუვანტურ) თერაპიას უწოდებენ. როდესაც ქიმია გამოიყენება ოპერაციამდე, სიმსივნის შესამცირებლად, მას ნეოადიუვანტურ თერაპიას უწოდებენ


შეკითხვები, რომელიც უნდა დაუსვათ ექიმსა თუ ექთანს

ქიმიის სამკურნალო საშუალებად არჩევამდე, თქვენ უნდა გაიაზროთ მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, მისი ზემოქმედება და რისკები. შეეცადეთ, დაუსვათ ექიმსა თუ ექთანს ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები. კარგია, თუ ჩამოწერთ ამ შეკითხვებს და ექიმთან შემდეგი ვიზიტის დროს დასვამთ მათ. ეცადეთ, გაიგოთ რაც შეიძლება მეტი მკურნალობისა და მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

- რა არის ჩემთვის დანიშნული ქიმიის მიზანი?

- რა გარანტიაა, რომ იგი იმოქმედებს?

- ქიმიის შემდეგ, განვიკურნები, დადგება რემისია თუ შემცირდება სიმპტომების რაოდენობა?

- არის თუ არა სხვა საშუალებები იგივე მიზნის მისაღწევად? როგორ მივხვდე, რომ ქიმია მოქმედებს?

- თუ ქიმია არ მოქმედებს, არის თუ არა სხვა ვარიანტები?

- რა რისკებს შეიცავს ჩემთვის დანიშნული ქიმია და რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი? რა გვერდითი მოვლენებია სხვა მკურნალობის დროს?

- როგორ ჩამიტარდება ქიმია, რა სიხშირით და რამდენი ხნის განმავლობაში?

- სად ჩამიტარდება ქიმია?

- რა უნდა გავაკეთო, რომ მოვემზადო მკურნალობისათვის და შევამცირო გვერდითი მოვლენები?

- მომიწევს თუ არა კვების, საქმიანობის, სამუშაოს, ვარჯიშის, სექსუალური ცხოვრების რეჟიმის შეცვლა?

- დამჭირდება თუ არა ოპერაცია ქიმიასთან ერთად, ან სხივური თერაპია, ან ორივე? თუ კი, როდის და რატომ? რა შედეგს უნდა ველოდო?

- თუ ოპერაციის შემდეგ ჩამიტარდება ქიმია ან სხივური თერაპია, გაანადგურებს თუ არა იგი ავთვისებიანი სიმსივნის დარჩენილ უჯრედებს? შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ქიმიის გამოყენება?

- შესაძლებელია თუ არა კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღება?

- რა ეღირება ქიმია? დაფარავს თუ არა ამას სამედიცინო დაზღვევა?

- თუ სადაზღვევო კომპანია მოითხოვს ალტერნატიულ მოსაზრებას, ან თუ მე მექნება ამის სურვილი, შეგიძლიათ თუ არა მირჩიოთ ვინმე?

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ ექიმის პასუხების უკეთ დამახსოვრებაში:

  • გააკეთეთ ჩანაწერები ვიზიტის დროს.
  • ნუ მოგერიდებათ, სთხოვეთ ექიმს უფრო ნელა ისაუბროს, თუ ჩაწერას ვერ ასწრებთ.
  • თუ რაიმე გაურკვეველია, დაუსვით ექიმს დამატებითი შეკითხვები.
  • კარგი იქნება, თუ თანხმლები პირი გეყოლებათ - მეგობარი ან ნათესავი - რომელიც დაგეხმარებათ ექიმის ნათქვამის უკეთ გარკვევაში და რომელიც დაგეხმარებათ საუბრის სრულად აღდგენაში.

საჭიროა თუ არა ალტერნატიული კონსულტაცია და დასკვნა?

მკურნალობის დაწყებამდე კიდევ ერთი ექიმის დასკვნის მოპოვება არის ერთ-ერთი ხერხი, რათა დარწმუნდეთ, რომ შემოთავაზებული მკურნალობა თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. თქვენი ექიმი არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. ზოგი სადაზღვევო კომპანია მოითხოვს კიდეც მეორე დასკვნას. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი ანალიზების შედეგების გაგზავნა მეორე ექიმისთვის, ამიტომ არ მოგიწევთ სამედიცინო გამოკვლევებისა და ტესტების გამეორება.

სხვა ექიმთან მიმართვამდე, გაარკვიეთ, დაფარავს თუ არა თქვენი სადაზღვევო პოლისი მეორე ექიმის დასკვნის მიღებას.

სად შეიძლება ქიმიოთერაპიის ჩატარება?

ქიმიის ჩატარების ადგილი დამოკიდებულია ქიმიოთერაპიისას გამოყენებულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების დოზებზე, საავადმყოფოს სტრუქტურაზე, სადაზღვევო პოლისზე, თქვენს სურვილებზე და ექიმის რეკომენდაციებზე.

ქიმიის გაკეთება შესაძლებელია:

სახლში

კლინიკაში

საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებაში

ჩამოთვლილიდან ზოგ შემთხვევაში არსებობს ინდივიდუალური სამკურნალო ოთახები, ხოლო სხვაგან პაციენტთა ჯგუფს ერთად ათავსებენ დიდ ოთახში. მნიშვნელოვანია იმყოფებოდეთ თქვენთვის კომფორტულ გარემოში. წინასწარ გაესაუბრეთ ექიმს ან ექთანს იმისათვის, რომ იცოდეთ, რა გელით პირველ დღეს.


რა სიხშირით დამჭირდება ქიმიის გაკეთება და რამდენი ხანი გრძელდება იგი?

ქიმიის სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავთვისებიანი სიმსივნის სახეობაზე, მკურნალობის მიზნებზე, გამოყენებულ მედიკამენტებზე, თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე მოცემულ მედიკამენტებზე. შესაძლებელია, მიიღოთ ქიმია ყოველდღიურად, ან ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, თუმცა, როგორც წესი, მკურნალობა ციკლებით ტარდება. შესვენებები აძლევს საშუალებას თქვენს ორგანიზმს წარმოქმნას ჯანსაღი უჯრედები და გაძლიერდეს.

ბევრს აინტერესებს, რამდენი ხნის განმავლობაში რჩება მედიკამენტები ორგანიზმში და როგორ ხდება მათი ორგანიზმიდან გამოყოფა. ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უმრავლესობა იშლება თირკმელისა და ღვიძლის მიერ და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ან განავალთან ერთად. მედიკამენტების ორგანიზმიდან გამოსვლის დრო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ქიმიის სახეობაზე, სხვა მედიკამენტების მიღებაზე, ასაკზე და თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე. თქვენი ექიმი გეტყვით გესაჭიროებათ თუ არა რაიმე სპეციალური ზომების გატარება წამლის მიღებამდე (იხილეთ თავი "როგორ შემიძლია დავიცვა თავი და ჩემს ირგვლივ მყოფნი ქიმიოთერაპიის დროს?" ნაწილში "ქიმიოთერაპიის უსაფრთხოება", სადაც მოყვანილია ზოგადი უსაფრთხოების წესები, რომელიც სახლში უნდა შეასრულოთ).

ავთვისებიანი სიმსივნის ხელახლა აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ქიმიის განმეორებით გამოყენება. ამ დროს შესაძლებელია სხვა კომბინაციის გამოყენება სიმპტომების შესამცირებლად ან ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის ან მისი გავრცელების შესაჩერებლად. გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მედიკამენტებსა და მათ დოზაზე.

როგორ ჩამიტარდება ქიმია?

ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უმრავლესობა ორგანიზმს მიეწოდება პატარა ზომის პლასტიკური მილით, რომელსაც კათეტერი ეწოდება. ნემსი გამოიყენება კათეტერის ვენაში შეყვანისათვის თქვენს მკლავზე ან ხელზე; შემდეგ ხდება ნემსის ამოღება, ხოლო კათეტერი რჩება ვენაში. ამ პროცედურას ინტრავენური (IV) მკურნალობა ეწოდება. ინტრავენურად მედიკამენტები შემდეგი ხერხით შეიყვანება:

შესაძლებელია წამლის სწრაფად შეყვანა კათეტერით პირდაპირ შპრიციდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ პროცედურას ინტრავენურად ნაკადად შეყვანა (IV პუსჰ) ეწოდება.

ინტრავენური გადასხმა (ინფუზია) შეიძლება გრძელდებოდეს 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე. მედიკამენტების ხსნარი მიედინება პლასტიკური პაკეტიდან მილის საშუალებით, რომელიც მიერთებულია კათეტერზე. ნაკადს აკონტროლებს აპარატი, რომელსაც ინტრავენური ტუმბო (პამპი) ეწოდება.

ზოგჯერ საჭიროა ხანგრძლივი გადასხმა (ინფუზია), რომელიც 1-დან 7 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ყოველივეს ელექტრონული ინტრავენური ტუმბო(პამპია) აკონტროლებს.

ქიმიოთერაპიის ჩატარების დროს ნემსის ჩხვლეტასა და კათეტერს შეუძლიათ ვენის დაზიანება.

მეორე ვარიანტია ცენტრალური ვენური კათეტერის გამოყენება (ცვკ). ცვკ უფრო დიდი კათეტერია, რომელიც შეიყვანება უფრო მსხვილ ვენაში მკერდის არეში ან კიდურის ზედა ნაწილში. იგი რჩება ვენაში მკურნალობის მიმდინარეობის დროს IV მედიკამენტების შეყვანის გამარტივების მიზნით. გარდა ამისა, ცვკ-ის საშუალებით შესაძლებელია სისხლის ტესტის აღება.

არსებობს მრავალი სახის ცვკ. ზოგი რბილ მილს წარმოადგენს, რომელიც კანის ზედა- პირზე თავსდება და ნემსს არ საჭიროებს. მეორე სახეობაა პორტი, რომელიც პატარა დოლს ჰგავს და ვიწრო მილი აქვს, რომელიც ვენაში თავსდება. პორტები ოპერაციული მეთოდით თავსდება ხანგრძლივად კანქვეშ მკერდის არეში ან ხელზე. მედიკამენტების პორტში შეყვანა ხდება ნემსის საშუალებით კანის გავლით.

ბევრი ადამიანი ესაუბრება ექიმს ცვკ ვარიანტზე მკურნალობის დაწყებამდე. ზოგი მკურნალობის დროს ადგენს, რომ მათ ცვკ ჩადგმა ესაჭიროება იმის გამო, რომ კიდურის ვენები არ არის ადვილად მისადგომი ქიმიოთერაპიის დასასრულებლად. ექიმს შეუძლია დაგეხმაროთ რომ გადაწყვიტოთ, გესაჭიროებათ თუ არა ცვკ და შეგარჩევინებთ ცვკ-ის სწორ ვარიანტს.

მედიკამენტებისა და ავთვისებიანი სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით, შესაძლებელია ქიმიის რამდენიმე ხერხით ჩატარება:

ორალურად ან PO - რაც მედიკამენტის პირიდან მიღებას ნიშნავს. თქვენ ყლაპავთ აბს, კაფსულას ან ხსნარს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ წამალს. როგორც წესი, ეს მეთოდი უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეგიძლიათ წამლების სახლში მიღება. თუ ქიმიას ამგვარად იღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოთ ზუსტი დოზა, ზუსტად დანიშნულ დროს და განსაზღვრული დროის მანძილზე.

ინტრატეკალური ან IT - მედიკამენტი შეყავთ ხერხემლის არხში. ასეთ შემთხვევაში წამალი შედის სითხეში, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის გარსებს შორის ცირკულირებს. ამ სითხეს ცერებროსპინალური სითხე (ცსს) ეწოდება. შესაძლებელია ნემსის გამოყენება პირდაპირ ხერხემალში წამლის სწრაფად შეყვანის მიზნით, ან ხანგრძლივი მოხმარების კათეტერის და პორტის გამოყენება, მისი კანქვეშ მოთავსებით ოპერაციის მსვლელობისას. პორტს ეწოდება ომაიას რეზერვუარი. "ომაია" არის პატარა ზომის დოლის მსგავსი მოწყობილობა, რომელზეც დამაგრებულია პატარა მილი. მილი უნდა იქნას შეყვანილი ცერებროსპინალურ სითხეში (ცსს). მოწყობილობა რჩება კანქვეშ მკურნალობის დასრულებამდე.

ინტრა-არტერიული - ქიმიოთერაპიული მადიკამენტები შეყავთ პირდაპირ არტერიაში სხეულის ერთი ზონის სამკურნალოდ ( მაგალითად, ღვიძლის, ხელის, ან ფეხის). მოცემული მეთოდი ზღუდავს მედიკამენტის ზემოქმედებას სხვა ორგანოებზე (სხეულის სხვა ნაწილებზე).

ღრუში (ღრუს შიგნით) - მედიკამენტის შეყვანა შესაძლებელია კათეტერის საშუალებით მუცლის ღრუში (ნაწლავის და მუცელში განლაგებული სხვა ორგანოების ირგვლივ) ან გულმკერდის ღრუში (სივრცე ფილტვების და მკერდში განლაგებული სხვა ორგანოების ირგვლივ).

ინტრამუსკულური ან IM - მედიკამენტის შეყვანა ხდება ნემსით კუნთში.

ინტრატუმორული (სიმსივნური კერის შიგნით) - გამოიყენება ნემსი სიმსივნეში მედიკამენტის შეყვანის მიზნით, კანში, კანქვეშ ან ორგანოს შიგნით.

ადგილობრივი - მედიკამენტის გამოყენება ხდება კანზე, ავთვისებიანი სიმსივნის ზონაში მალამოს, გელის ან კრემის სახით.

მტკივნეულია თუ არა ქიმიოთერაპია?

თქვენთვის უკვე ცნობილია როგორი შეგრძნება გაქვთ, როდესაც გიწევთ აბის მიღება ან მედიკამენტის კანში შეზელვა. სავარაუდოდ, გიგრძვნიათ დისკომფორტი ნემსის გაკეთებისას. IV მედიკამენტების შეყვანა არ უნდა იყოს მტკივნეული ნემსის კანქვეშ კათეტერში შეყვანის შემდეგ. თუ თქვენ იგრძნობთ ტკივილს, წვას, სიცივეს ან სხვა რაიმე უჩვეულო შეგრძნება გექნებათ ქიმიის ჩატარების დროს, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ექთანს

რა არის კლინიკური კვლევები?

კლინიკური კვლევები წარმოადგენს ძალიან დიდი სიფრთხილით შემუშავებულ კვლევას, რომელიც ამოწმებს ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდებს. სასურველია, გაესაუბროთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს. პაციენტები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას მსგავს კვლევებში, პირველები მიიღებენ ასეთი მკურნალობის სარგებელს. ასეთ პაციენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სამედიცინო ზრუნვის სფეროში, რამეთუ კვლევის შედეგები დაეხმარება სხვა პაციენტებს. კლინიკური კვლევის დროს თქვენ მიიღებთ ან სტანდარტულ მკურნალობას, ან ახალ მკურნალობას, რომელიც მიჩნეულია ისევე სასარგებლოდ (ან უკეთესად), როგორც სტანდარტული მკურნალობა. კვლევა არ ტარდება იმ მიზნით, რომ დავინახოთ განიკურნებით თუ არა ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. ისევე როგორც ნებისმიერი მკურნალობის დროს, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარის თქმა კლინიკურ კვლევებში მონაწილეობაზე და სხვაგვარი მკურნალობის მოთხოვნა.

შეიძლება თუ არა სხვა მედიკამენტების მიღება ქიმიოთერაპიასთან ერთად?

ზოგი მედიკამენტი ხელს უშლის ქიმიის სასურველი შედეგების მიღებას. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მკურნალობის ეფექტურობაში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ექთანს ნებისმიერი სხვა დანიშნული წამლის, ვიტამინების, ბალახეული წამლების და დანამატების შესახებ.

შეადგინეთ წამლების ჩამონათვალი და მიუთითეთ დოზები, მიღების სიხშირე, ვინ დაგინიშნათ და რისთვის იღებთ მათ.

აუცილებლად შეიტანეთ ყველა მედიკამენტი, რასაც იღებთ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რომელიმე ნივთიერება წამლად არ მიგაჩნიათ ან იშვიათად იღებთ. მათ შორის იგულისხმება ასპირინი, ბალახეული ან დიეტური დანამატები, ვიტამინები, მინერალები და რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტები.

ქიმიის დაწყებამდე თქვენი ექიმი გირჩევთ უნდა შეწყვიტოთ თუ არა რომელიმე ამ წამლის მიღება. მკურნალობის დაწყების შემდეგ არ მიიღოთ ახალი მედიკამენტები ან დანამატები და არ შეწყვიტოთ დაწყებული წამლების მიღება თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.


როგორ გავიგო, რომ ქიმია მოქმედებს?

ქიმიის მოქმედებას შეაფასებს თქვენი მკურნალი ექიმები. ასეთი შეფასება გულისხმობს ფიზიკურ ტესტებს, სისხლის ანალიზს, ძვლის ტვინის ბიოფსიას, სკანირებასა და რენტგენოგრამებს. მოიკითხეთ ტესტების/ანალიზების შედეგები თქვენს ექიმთან და სთხოვეთ განმარტება. შესაძლოა, თქვენ ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ამით პროგრესსა და მოქმედებას ვერ განვსაზღვრავთ.

როგორ მივცე ნებართვა მკურნალობაზე?

თქვენ გთხოვენ წერილობით ნებართვას ქიმიოთერაპიის ჩატარებაზე, იმის საფუძველზე, რომ თქვენ იცით რა მედიკამენტები გირჩიათ ექიმმა. ნებართვაზე ხელის მოწერამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ პასუხები ყველა ამ შეკითხვაზე:

  • რა მედიკამენტებს დამინიშნავენ?
  • რა სახით (როგორ) მივიღებ ამ მედიკამენტებს?
  • რა სიხშირით მომიწევს ქიმიის გაკეთება?
  • მკურნალობის ხანგრძლივობა?
  • გვერდით მოვლენები?
  • რამდენად წარმატებული იქნება მკურნალობა?
ნებართვის კონკრეტული ასპექტები განსხვავებულია სხვადასხვა კლინიკაში, თუმცა არსებობს ფორმა, სადაც ზოგადად ნათქვამია, რომ ექიმმა განგიმარტათ თქვენი მდგომარეობა, ქიმიოთერაპიის სავარაუდო სარგებელი და სხვა შესაძლო ვარიანტები. თქვენი ხელმოწერა აღნიშნულ ფორმაზე ნიშნავს, რომ მიიღეთ ეს ინფორმაცია და თანახმა ხართ ქიმიოთერაპიაზე. ამ პროცესს "ინფორმირებული თანხმობა" ეწოდება.

ქიმიოთერაპიის უსაფრთხოება

შემიძლია თუ არა ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა ქიმიოთერაპიის დროს?

ძალიან იშვიათად ხდება საჭირო მოკლე ვადით კონტაქტის შეზღუდვა ახლობლებთან. თუ ამის გაკეთება მოგიწევთ, თქვენი ექიმი გაცნობებთ ამის შესახებ მკურნალობის ვარიანტების განხილვის დროს.

ქიმიის უმრავლესობა ამცირებს თქვენს შესაძლებლობას ებრძოლოთ ინფექციას. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ ავადმყოფ ადამიანებს. ინფექციის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა ხელების ხშირად დაბანა, განსაკუთრებით სახეზე, ცხვირზე, პირზე ან თვალებზე ხელის შეხებამდე. სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებს იგივეს გაკეთება, როდესაც ისინი თქვენთან იმყოფებიან.

მეტი ინფორმაციისთვით იხილეთ თავი "რა ზეგავლენას იქონიებს ქიმია ჩემს სისხლის უჯრედებზე?" ნაწილში სექცია სახელწოდებით "დაჟეჟილობის, სისხლდენისა და ინფექციის გაზრდილი საშიშროება",

როგორ დავიცვა თავი და ოჯახის წევრები, ვისთანაც ვცხოვრობ, ქიმიოთერაპიის დროს?

ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ ქიმიოთერაპიის კურსის დროს და მისი დასრულების შემდეგ იმისათვის, რომ ქიმიის კომპონენტებმა ორგანიზმიდან გამოყოფის დროს ზეგავლენა არ მოახდინოს თქვენს ორგანიზმსა და ახლობლებზე. როგორც წესი, თქვენს ორგანიზმში შეყვანილი ქიმიოპრეპარატების უმეტესობა შეყვანიდან 48 საათში იშლება და/ან გამოიყოფა ორგანიზმიდან.

წამალი გამოიყოფა ორგანიზმის სითხეების - შარდის, განავლის, ცრემლის და პირღებინების საშუალებით. ცხადია, რომ ეს წამლები სისხლშიც ცირკულირებს. ორგანიზმიდან გამოყოფისას, ქიმიოპრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი, ისევე, როგორც სხვა ადამიანების კანის დაზიანება ან გაღიზიანება. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმიდან წამლის გამოყვანის პერიოდში ტუალეტები შეიძლება საშიში გახდეს ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის და მეტად მნიშვნელოვანია, რომ იყოთ ძალზედ ფრთხილად. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ საკითხებზე და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ქიმიის მიღებისას და მიღებიდან 48 საათის შემდეგ:

  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ 2-ჯერ მაინც ჩარეცხეთ იგი. ჩარეცხვამდე დაახურეთ თავსახური. თუ შესაძლებელია, ამ პერიოდში გამოიყენეთ ცალკე ტუალეტი.
  • აუცილებლად უნდა დაჯდეთ უნიტაზზე შარდვის დროს შხეფების თავიდან ასაცილებლად (ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს), გამოიყენეთ ქაღალდის პირსახოცები ხელების გასამშრალებლად და იქვე გადაყარეთ ისინი.
  • თუ ტუალეტში აღებინეთ, გაწმინდეთ და კარგად გაასუფთავეთ იგი და ორჯერ ჩარეცხეთ. თუ აღებინეთ ნიჟარაში ან სათლში, ფრთხილად ჩაცალეთ იგი ტუალეტში და ორჯერ ჩარეცხეთ. გარეცხეთ სათლი ჰიგიენური საშუალებით და ცხელი წყლით და კარგად გაავლეთ იგი. გამოვლებული წყალიც ჩაასხით ტუალეტში და ორჯერ ჩარეცხეთ. გაამშრალეთ სათლი ქაღალდის პირსახოცით და გადააგდეთ ის.
  • თქვენზე მზრუნველი ადამიანი უნდა ატარებდეს ერთჯერად ხელთათმანებს თუ მას უწევს თქვენი ორგანიზმის რომელიმე სითხესთან შეხება (ხელთათმანები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება). მან ყოველთვის უნდა დაიბანოს ხელები თბილი წყლითა და საპნით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ხელთათმანი ეკეთა.
  • თუ თქვენზე მზრუნველს შეხება ექნება თქვენი ორგანიზმის ნებისმიერ სითხესთან, მან კარგად უნდა გაისუფთაოს ის ზონა თბილი წყლითა და საპნით. სავარაუდოდ, ეს არ იქნება საზიანო, თუმცა უმჯობესია სიფრთხილე გამოვიჩინოთ. შემდეგი ვიზიტის დროს, უამბეთ ექიმს რა მოხდა. ხშირმა შეხებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს პრობლემები, ამდენად, მიზანშეწონილია დამატებითი ზომების მიღება.
  • ნებისმიერი სამოსი ან თეთრეული, რომელზეც თქვენი სხეულის სითხეა დაღვრილი, უნდა გაირეცხოს სარეცხ მანქანაში - არავითარ შემთხვევაში ხელით. არ გარეცხოთ ეს ნივთები სხვა სარეცხთან ერთად. თუ შეუძლებელია დაუყოვნებლივ გარეცხვა, მოათავსეთ ისინი ცელოფანში და დახურული შეინახეთ გარეცხვამდე.
  • თუ იყენებთ ერთჯერად საფენებს (ე.წ. პამპერსს), თეთრეულს და ჰიგიენურ საფენებს, აუცილებლად მოათავსეთ ისინი პოლიეთილენის პაკეტში და დალუქეთ იგი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მათი სანაგვე ყუთში ჩაგდება.

შევძლებ თუ არა მუშაობას მკურნალობის პერიოდში?

მუშაობა, სკოლაში სიარული და სხვა საქმიანობა დამოკიდებული იქნება ქიმიის ზემოქმედებაზე. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ საავადმყოფოში დარჩენა ერთი კვირით ან მეტი დროით, თუმცა, ზოგს შეუძლია მუშაობა მკურნალობის დროს. შეიძლება პროცედურები დღის მეორე ნახევარში დანიშნოთ, ან უქმე დღეების დაწყებამდე, იმისათვის რომ პროცედურებმა ხელი არ შეგიშალოთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ ქიმიის გამო ძალიან იღლებით, ეცადეთ, შეიტანოთ შესაბამისი შესწორებები სამუშაო გრაფიკში. შესაძლებელია ნახევარი დღე იმუშაოთ, ან იმუშაოთ სახლიდან.


ქიმიის გვერდითი მოვლენები

რა იწვევს გვერდით მოვლენებს?

როგორც წესი, ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები სწრაფად იზრდება და ქიმიოთერაპია ანადგურებს ამ სწრაფად მზარდ უჯრედებს. იმის გამო, რომ ქიმიოთერაპიის კომპონენტები ცირკულირებს მთელ ორგანიზმში, ისინი ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელ უჯრედებზეც, რომლებიც ასევე სწრაფად მზარდ უჯერედებს წარმოადგენენ. ჯანსაღი ქსოვილის დაზიანება იწვევს გვერდით მოვლენებს. გვერდითი მოვლენები არ არის ყოველთვის ისეთი რთული და მძიმე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ; თუმცა, ბევრ ადამიანს აწუხებს მკურნალობის სწორედ ეს ასპექტი.

სავარაუდოდ ქიმიოთერაპიის შედეგად ზიანდება ძვლის ტვინში სისხლის წარმომქმნელი უჯრედები, ისევე როგორც თმის ფოლიკულები, პირის ღრუს ლორწოვანი, კუჭნაწლავის ტრაქტი და რეპროდუქციული სისტემა. ზოგი ქიმიოპრეპარატი აზიანებს გულის, თირკმელის, შარდის ბუშტის, ფილტვებისა და ნერვული სისტემის უჯრედებს. ზოგ შემთხვევაში, სხეულის ნორმალური უჯრედების დაცვისათვის ქიმიასთან ერთად ხდება დამატებითი მედიკამენტის მიწოდება.

რა უნდა ვიცოდე გვერდითი მოვლენების შესახებ?

გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს ყველა ადამიანს, ზოგ შემთხვევაში, იგი საერთოდ არ ვლინდება, ზოგ შემთხვევაში კი იგი ძალიან მცირედ გამოხატულია.

გვერდითი მოვლენები ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარად ვლინდება სხვადასხვა ადამიანების შემთხვევაში. აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ექთანს თუ რა სახის გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი კონკრეტულად თქვენი ქიმიის შემთხვევაში; იკითხეთ, რამდენი ხანი გრძელდება, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს და როდის უნდა დაურეკოთ ექიმს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი "როდის დავურეკო ექიმს".

ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ წამლები გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

პაციენტების უმრავლესობას არ აღენიშნება ქიმიით გამოწვეული ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს უსიამოვნო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი საჭიროა ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების განადგურებისათვის.

გვერდითი მოვლენების ხანგრძლივობა?

გვერდითი მოვლენების უმეტესობა ქრება მკურნალობის დასრულებასთან ერთად, ვინაიდან ხდება ჯანსაღი უჯრედების აღდგენა. დრო, რომელიც საჭიროა გვერდითი მოვლენების გადატანისა და კვლავ ენერგიის დაბრუნებისათვის, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და მიღებული წამლების ჩათვლით.

გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ძალიან მალე ქრება, თუმცა ზოგი მათგანი გრძელდება რამდენიმე თვე ან ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადი. ძალიან იშვიათად, ასეთი სიმპტომები მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხანგრძლივი მკურნალობა აზიანებს გულს, ფილტვებს, თირკმელს ან რეპროდუქციულ ორგანოებს. ქიმიის ზოგი სახეობა იწვევს დაგვიანებულ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა სხვა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც თავს იჩენს მრავალი წლის შემდეგ.

ძალიან ხშირად, პაციენტებს ეკარგებათ სტიმული, როდესაც იგებენ მკურნალობის ან გვერდითი მოვლენების ხანგრძლივობის შესახებ. აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ისინი შემოგთავაზებენ ტკივილის შემსუბუქების ან დისკომფორტის შემცირების ხერხს.

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები

ყველას აქვს შეკითხვები გვერდით მოვლენების შესახებ. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე პაციენტების უმრავლესობას აინტერესებს, ექნებათ თუ არა გვერდითი მოვლენები და თუ ექნებათ - რა სახის. ქვემოთ აღწერილია ქიმიოთერაპიით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები. ასევე მოგაწოდებთ რეკომენდაციებს ასეთი მოვლენების დასაძლევად.

ანემია

რა არის ანემია?

თუ გაქვთ სისხლის წითელი უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობა, თქვენი ორგანიზმის ქსოვილები ვერ იღებენ საკმარისი ოდენობის ჟანგბადს. ასეთ მდგომარეობას ანემია ეწოდება. ანემიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა, აპათია
  • თავბრუსხვევა
  • სიფერმკრთალე
  • სიცივის შეგრძნება
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულისცემის აჩქარება

რა დაგვეხმარება ანემიის შემთხვევაში:

თუ თქვენ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ სცადეთ რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია ქვემოთ, ნაწილში "დაღლილობა". აცნობეთ ექიმს ან ექთანს თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. თქვენი ექიმი გირჩევთ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას. თუ წითელი უჯრედების რიცხვი ძალიან დაბალია, შესაძლებელია, სისხლის გადასხმა დაგჭირდეთ. ზოგს შესაძლოა უმკურნალონ ზრდის ფაქტორით ძვლის ტვინის მიერ წარმოქმნილი წითელი უჯრედების რიცხვის გაზრდისათვის.

დაღლილობა

რა არის დაღლილობა?

დაღლილობა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა. ეს შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობის სახით, ზოგი პაციენტი კი შეიძლება სრულიად გამოფიტულად გრძნობდეს თავს. ეს შეგრძნება განსხვავდება უბრალო დაღლისაგან, რომელსაც ხანგრძლივი დღის ბოლოს გრძნობთ და მას არ შველის ძილი ან დასვენება. მდგომარეობა, როგორც წესი, მძიმდება მკურნალობის ციკლის დასასრულს. როგორც ყველა სხვა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ყველა ეს მოვლენა ქრება.

რა დაგეხმარებათ დაღლილობის შემთხვევაში:

დაისვენეთ, ეცადეთ დღის განმავლობაშიც გამოყოთ მეტი დრო დასვენებისათვის. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს რეგულარული ვარჯიშების შესახებ. იკვებეთ დაბალანსებულად, მიიღეთ ბევრი სითხე.

შეზღუდეთ თქვენი აქტიურობა. გააკეთეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები.

მოითხოვეთ დახმარება, თუ გჭირდებათ იგი. მიმართეთ ოჯახს, მეგობრებსა და მეზობლებს ბავშვის მოსავლელად, მაღაზიაში საყიდლებზე წასავლელად, ოჯახურ საქმეებში დასახმარებლად, ან მანქანის მართვისათვის. მაგალითად, შეიძლება სთხოვოთ მეზობელს თქვენც გიყიდოთ სურსათი, როდესაც ის საკუთარ საყიდლებზე წავა.

ჯდომის ან წოლის შემდეგ ნელა ადექით თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად.

აცნობეთ ექიმს, თუ ძილის პრობლემა გაქვთ.

თმის ცვენა

რა გავაკეთო თმისცვენის შემთხვევაში?

თმისცვენა (ალოპეცია) დიდი სტრესის გამომწვევია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა წამალი არ იწვევს თმისცვენას. ზოგ ადამიანს უბრალოდ უთხელდება თმა, მაგრამ ეს უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. თქვენი ექიმი გეტყვით გამოიწვევს თუ არა ქიმია თმისცვენას.

თუ თმა დაგცვივდებათ, ნუ ინერვიულებთ, იმიტომ რომ მკურნალობის შემდეგ იგი აუცილებლად გაიზრდება. თუმცა, თმამ შესაძლოა შეიცვალოს ფერი და სტრუქტურა.

შესაძლებელია თმა დაგცვივდეთ სხეულის სხვა ნაწილებშიც. შეიძლება დაგცვივდეთ წარბები და წამწამები, ბალანი ხელებსა და ფეხებზე და ბოქვენის ზონაში. როგორც წესი, ეს ნელ-ნელა ხდება. უფრო ხშირად, თმისცვენა იწყება რამდენიმე პროცედურის შემდეგ. შეიძლება თმა ნელა ან ბღუჯად გცვიოდეთ. დარჩენილი თმა მშრალი და უსიცოცხლოა.

რა დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში:

• გამოიყენეთ რბილი შამპუნები

• გამოიყენეთ რბილი სავარცხლები

• არ გამოიყენოთ ცხელი ჰაერის ნაკადი თმის გასაშრობად

• არ გამოიყენოთ მრგვალი სავარცხლები ვარცხნილობის გასაკეთებლად

• არ შეიღებოთ თმა და არ გაიკეთოთ ქიმიური დახვევა

• მოკლედ შეიჭერით თმა. მოკლე თმა შექმნის უფრო ხშირი თმის შთაბეჭდილებას. გაგიმარტივდებათ თმის მოვლა თმისცვენის დროს.

• გამოიყენეთ ტანის ლოსიონი მზის სხივებისგან დასაცავად, ქუდები, შარფები ან პარიკი.

• გამოიყენეთ ატლასის ბალიშის პირები.

ზოგჯერ თმის ამოსვლის დროს, თავის ქალის ის ადგილი, სადაც თმა უნდა იყოს შეიძლება იყოს ძალიან რბილი, მშრალი ან შეიძლება გექავებოდეთ. დაგეხმარებათ თავის გასუფთავება დამატენიანებელი შამპუნითა და კონდიციონერით. აგრეთვე გამოიყენეთ ნაზი საცხები ან ლოსიონები; რბილი მასაჟიც კი შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ქიმიოთერაპიის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს თქვენი თმის სიხშირე და სტრუქტურა. თმის საღებავი შეიცავს ისეთ ქიმიურ ელემენტებსა და შენაერთებს, როგორიცა, მაგალითად, ზეჟანგი, რაც აზიანებს თმას. არ არის არანაირი მონაცემები იმის თაობაზე, აზიანებს თუ არა თმას საღებავი ქიმიოთერაპიის შემდეგ, თუმცა ექიმები მაინც ურჩევენ პაციენტებს არ შეიღებონ თმა, ვიდრე იგი ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება. ამას სავარაუდოდ 6 თვე ესაჭიროება.

უნდა დავიფარო თავი თუ არა თმის გაცვენის შემთხვევაში?

თუ თმა თითქმის ან მთლიანად გაცვენილია, შესაძლებელია თავსაბურავების, ქუდების ან პარიკის გამოყენება. ზოგი არ იფარავს თავს. ზოგი კი სხვადასხვა ხერხებს მიმართავს იმისდა მიხედვით, თუ სად იმყოფებიან - საჯარო ადგილას თუ სახლში. თუ გადაწვიტავთ თავსაბურავის, შინიონის ან პარიკის გამოყენებას, გამოგადგებათ შემდეგი რჩევები:

შეიძინეთ პარიკი თმის სრულად გაცვენამდე. სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებთ თქვენი სტილისა და ფერის პარიკის მორგებასა და შეძენას.

დაჟეჟილობის, სისხლდენისა და ინფიცირების საშიშროება

როგორ იმოქმედებს ქიმია სისხლზე?

ძვლის ტვინი აწარმოებს თქვენი სისხლის 3 ძირითად კომპონენტს:

წითელ უჯრედებს, რომელიც გადასცემს ჟანგბადს სხეულის სხვა უჯრედებს

თეთრ უჯრედებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციას

თრომბოციტებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას და სისხლდენის შეჩერებას.

ქიმია ანადგურებს ძვლის ტვინის ზოგ უჯრედს, ამდენად სისხლის უჯრედების წარმოება მცირდება. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ერთ-ერთის წარმოების შემცირება იწვევს გვერდით მოვლენებს.

თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს. ასეთი ანალიზის ჩატარება საკმაოდ ხშირია მკურნალობის დროს.

სისხლდენის ან შედედების პრობლემები

ქიმიოთერაპია ზეგავლენას ახდენს ძვლის ტვინის თრომბოციტების წარმოების უნარზე. ეს ის უჯრედებია, რომელიც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას დაზიანებული სისხლძარღვის დაცობით და სისხლის შედედებას. თუ თრომბოციტების რიცხვი მცირეა, შესაძლებელია, დაგეწყოთ სისხლდენა ან უფრო ხშირად გაგიჩნდეთ დაჟეჟილობა მცირე დაზიანების შემთხვევაშიც კი. თრომბოციტების ნაკლებობას თრომბოციტოპენია ეწოდება.

აცნობეთ ექიმს თრომბოციტოპენიის ნიშნების შესახებ:

• მოულოდნელი სისხლჩაქცევები

• კანქვეშა წითელი ლაქები

• წითელი ან ვარდისფერი შარდი

• შავი ან სისხლნარევი განავალი

• ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა

• თავის ტკივილები

• თავბრუსხვევა

• სისუსტე

• ტკივილი სახსრებსა და კუნთებში

ექიმი შეამოწმებს თრომბოციტების რაოდენობას სისხლში მკურნალობის მსვლელობისას. თუ მათი დონე ძალიან შემცირდება, დაგჭირდებათ თრომბოციტების გადასხმა.

რა დაგეხმარებათ თრომბოციტების რიცხვის შემცირების შემთხვევაში:

არ მიიღოთ არანაირი წამალი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს ეხება ასპირინსაც და ისეთ ასპირინის არაშემცველ ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა, მაგალითად, აცეტომინოფენი (ტაილენოლი®), იბუპროფენი და ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ. ზოგი წამალი ასუსტებს თრომბოციტებს და შეიძლება დაამძიმონ სისხლდენა.

• არ მიიღოთ არანაირი ალკოჰოლი (ლუდი, ღვინო ან არაყი), თუ ექიმი არ მოგცემთ ნებართვას.

• გამოიყენეთ ყველაზე რბილი კბილის ჯაგრისი და გაესაუბრეთ ექიმს კბილის გამწმენდი აბრეშუმის ძაფის გამოყენებაზე.

• თუ სურდო გაქვთ, გამოიყენეთ რბილი ცხვირსახოცი

• ეცადეთ არ გაიჭრათ კანი მაკრატლის, ნემსის, დანების ან სხვა ხელსაწყოების გამოყენებისას.

• ეცადეთ არ მიიღოთ დამწვრობა უთოობის ან კერძების მომზადების დროს. გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანი ცხელი ნივთების ასაღებად.

• ნუ დაკავდებით სპორტის ისეთი სახეობით, რომელსაც ზიანის მიყენება შეუძლია

• მიიღეთ ბევრი სითხე და ბევრი ბოჭკოვანი საკვები ყაბზობის თავიდან ასაცილებლად.

• გამოიყენეთ ელექტრო საპარსი

• დახრისას ეცადეთ თავი გულის დონეზე მაღლა დაიჭიროთ

ინფექცია

თუ მცირდება სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვი, თქვენი ორგანიზმი კარგავს ინფექციასთან გამკლავების უნარს. თეთრი უჯრედის ერთ-ერთი სახეობა - ნეიტროფილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციებთან საბრძოლველად. ნეიტროფილების დეფიციტს ნეიტროპენია ეწოდება.

ინფექცია შეიძლება დაიწყოს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ყველაზე ხშირად ის პირში, კანზე, ფილტვებში, საშარდე სისტემაში ან სწორ ნაწლავში ჩნდება.

თუ თეთრი უჯრედების შემცველობის დონე ეცემა, ექიმმა შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა, ან შეამციროს ქიმიოთერაპიის დოზა, ან გამოგიწეროთ ზრდის ფაქტორის ნემსები, რაც ხელს შუწყობს ძვლის ტვინს გამოიმუშაოს თეთრი უჯრედები.

რა დაგეხმარებათ ინფექციების თავიდან აცილებაში:

დღის განმავლობაში ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ჭამამდე და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ.

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

მოერიდეთ ადამიანებს გადამდები დაავადებებით - სურდო, გრიპი, წითელა, ან ქათმის გრიპი

არ ჩაიტაროთ ვაქცინაცია ონკოლოგთან კონსულტაციის გარეშე

მოერიდეთ ადამიანებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს იმუნიზაცია - მაგალითად, წითელაზე ან ჩუტყვავილაზე. გაესაუბრეთ ექიმს თქვენთვის მნიშვნელოვან ვაქცინებზე და გაიგეთ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მოერიდოთ იმ ადამიანებს, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა.

კარგად გაისუფთავეთ უკანა ტანი კუჭის მოქმედების შემდეგ. სთხოვეთ ექიმს ან ექთანს რჩევა თუ დაგეწყებათ წვა ან გაგიჩნდებათ ჰემოროიდები. აგრეთვე, დაეკითხეთ თქვენს ექიმს ოყნის და სანთლების გამოყენებამდე.

• არ მოიჭრათ, მოიკვნიტოთ და არ მოიძროთ თქვენი ფრჩხილების ნუნები

• არ გაიჭრათ ან არ იჩხვლიტოთ მაკრატლის, ნემსის ან დანების გამოყენებისას

• გამოიყენეთ რაც შეიძლება რბილი კბილის ჯაგრისი, რათა არ დაიზიანოთ ღრძილები და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს კბილის აბრეშუმის ძაფის გამოყენების თაობაზე

• არ გამოიდინოთ მუწუკები.

• მიიღეთ თბილი (და არა ცხელი) შხაპი და აბაზანა ყოველდღე. ფრთხილად გაიშრეთ კანი

• გამოიყენეთ ლოსიონი ან ზეთი კანის დარბილებისა და დატენიანებისთვის, თუ იგი ძალიან მშრალი და დამსკდარია

• დაუყოვნებლიც გაასუფთავეთ თბილი წყლითა და საპნით ჭრილობები, დამსკდარი და დაზიანებული კანი. გამოიყენეთ ანტიბიოტიკის საცხი და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი.

• ბაღში მუშაობისას, ცხოველების ან სხვათა (განსაკუთრებით პატარა ბავშვების) მოვლის დროს გამოიყენეთ წყალგაუმტარი ხელთათმანები. შემდეგ დაიბანეთ ხელები, ვინაიდან შეიძლება ხელთათმანებს გააჩნდეს მცირე, უხილავი ნახვრეტები.

ზედმეტი სიფრთხილის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა მაინც ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციას თუ თეთრი უჯრედების რიცხვი დაბალია. აუცილებლად დაათვალიერეთ თქვენი სხეული, რათა დროულად აღმოაჩინოთ ინფექციის ნიშნები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალებს, ცხვირს, პირს, გენიტალიებსა და რექტალურ ზონას. ინფექციის სიმპტომებია:

• მაღალი სიცხე - 390ჩ ან მეტი ტემპერატურის იღლიაში გაზომვისას

• შემცივნება

• ოფლიანობა

• კუჭ-ნაწლავის აშლილობა

• ხველა ან ანგინა

• უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან ქავილი

• ჭრილობის, მუწუკის, ინტრავენურად პრეპარატის შეყვანის ადგილას ან ცენტრალური ვენური კათეტერის ირგვლივ სიწითლე, შესივება, ან მგრძნობელობა (ტკივილი)

• მუცლის ტკივილი

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ასეთი სიმპტომების შესახებ. თუ სიცხე გაქვთ, არ გამოიყენოთ ასპირინი, აცეტამინოფენი (ტაილენოლი), ან ნებისმიერ სხვა წამალი სიცხის დასაწევად ექმთან კონსულტაციის გარეშე.

გულისრევა, პირღებინება

რა უნდა გავაკეთო გულისრევის ან ღებინების შემთხვევაში?

გულისრევა და ღებინება არის ქიმიის ორი ყველაზე გავრცელებული და მძიმე გვერდითი მოვლენა. ამ მოვლენების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია მიღებულ მედიკამენტებზე და მათ ზემოქმედებაზე თქვენს ორგანიზმზე.

გულისრევა და ღებინება შეიძლება დაიწყოს მკურნალობის დროს და რამდენიმე საათი გრძელდებოდეს. ზოგჯერ, გულისრევა და ღებინება რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ეს ძალზედ იშვიათია. აუცილებლად შეატყობინეთ ექმს ან ექთანს ამის შესახებ, განსაკუთრებით თუ ღებინება გრძელდებოდა ერთი დღე ან მეტი, ან თუ თავს ისე ცუდად გრძნობთ, რომ სითხესაც კი ვერ იღებთ.

სასიხარულოა, რომ გულისრევა და ღებინება თითქმის ყოველთვის მცირდება კვების რეჟიმის შეცვლით და ამ სიმპტომების შემცირებისათვის განკუთვნილი წამლების მიღებით. ასეთი წამლები ანტი-ემეტიკებია. სხვადასხვა ანტი-ემეტიკები განსხვავებულად მოქმედებს. შესაძლებელია, დაგჭირდეთ რამოდენიმე აბის მიღება ვიდრე ეს სიმპტომები ალაგდება. არ დანებდეთ! ითანამშრომლეთ ექიმთან იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენთვის საჭირო ანტი-ემეტიკი.

ქიმიის დაწყებამდეც პაციენტების უმრავლესობას აწუხებს გულისრევის შეგრძნება. ასეთ მოვლენას ნაადრევი გულისრევა ეწოდება და ის საკმაოდ ხშირად გვხვდება ნაადრევი გულისრევის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ძლიერი ანტი-ემეტიკები და აგრეთვე გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკა.

რა დაგეხმარებათ გულისრევისა და ღებინების შემთხვევაში:

• არ მიიღოთ საკვების დიდი პორციები, რათა კუჭი არ დამძიმდეს. იკვებეთ ხშირად, მცირე პორციებით, ერთი, ორი, ან სამი კვების ნაცვლად;

• მიიღეთ სითხე ჭამამდე 1 საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ და არა ჭამის დროს;

• ჭამეთ და დალიეთ ნელა;

• მოერიდეთ ტკბილეულობას, შემწვარ ან ცხიმიან საკვებს;

• მიიღეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის საკვები, რათა საჭმლის სუნმა არ შეგაწუხოთ;

• კარგად დაღეჭეთ საკვები უკეთესად მონელებისათვის;

• თუ გულისრევა დილის საათებში გაწუხებთ, ეცადეთ ადგომამდე მშრალი საკვები მიიღოთ, მაგალითად, ბურღლეული, ტოსტები ან კრეკერები (ნუ მიიღებთ ასეთ საკვებს თუ პირის სიმშრალე გაწუხებთ, ან თუ პირისა და ყელიი არეში წყლულები გაქვთ);

• დალიეთ გრილი, გამჭვირვალე სითხეები, როგორიცაა ვაშლის წვენი, ჩაი, უგაზო ლუდი;

• დაწუწნეთ ყინული, პიტნის ან მჟავე კანფეტები (ნუ მიიღებთ მჟავე კანფეტს, თუ ყელში ან პირში წყლულები გაქვთ);

• მოერიდეთ სხვადასხვა სახის გამაღიზიანებელ სუნს, როგორიცაა კერძების დამზადების სუნი, კვამლი ან სუნამო;

• ჭამის შემდეგ დაისვენეთ სავარძელზე, მაგრამ არ წამოწვეთ კვების დასრულებიდან ორი საათის განმავლობაში მაინც;

• ატარეთ თავისუფალი (არა მომდგარი, ვიწრო) ტანსაცმელი;

• ისუნთქეთ ღრმად და ნელა გულისრევის შეგრძნების დროს;

• გადაიტანეთ ყურადღება მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბარზე, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ტელევიზორს ან ფილმს;

• გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკა.


ქიმიის სხვა გვერდითი მოვლენები და რეკომენდაციები

მადის შეცვლა

ქიმიის პერიოდში იქნება ისეთი დღეებიც, როდესაც უბრალოდ ვერ შეძლებთ ჭამას გულისრევის, გემოს ცვლილების ან პირისა თუ ყელის პრობლემების გამო. მადა შეიძლება მაშინაც დაკარგოთ, თუ დეპრესია მოგეძალათ, ან დაღლილი ხართ.

თუ მადა არ გაქვთ, დაგეხმარებათ შემდეგი რჩევები:

• მიიღეთ საკვების მცირე ულუფები მაშინ, როდესაც კი გექნებათ ამის სურვილი. არ არის აუცილებელი დაიცვათ 3-ჯერ დღეში კვების რეჟიმი;

• შეიტანეთ მრავალფეროვნება თქვენს რაციონში, სცადეთ ახალი კერძები და რეცეპტები;

• გაისეირნეთ ჭამამდე. სავარაუდოდ, გასეირნება უფრო მოგაშიებთ;

• შეცვალეთ გარემო. მაგალითად, ისადილეთ სანთლის შუქზე ან სხვაგან;

• ისადილეთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. თუ მარტო სადილობთ, მოუსმინეთ რადიოს ან ჩართეთ ტელევიზორი;

თუ მარტო ცხოვრობთ, შეიძლება შეუკვეთოთ სადილი სახლში მოტანით.

ყაბზობა

ზოგ ადამიანს აწუხებს ყაბზობა ქიმიის გამო, ზოგ შემთხვევებში აქვთ ყაბზობა იმის გამო, რომ ისინი არ ეწევიან აქტიურ ცხოვრებას, ჭამენ ჩვეულებრივზე ნაკლებს, ცვლიან კვების რეჟიმს, ან იღებენ გარკვეულ წამლებს. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ არ გქონდათ კუჭის მოქმედება ორი ან მეტი დღის განმავლობაში. ყაბზობის შემთხვევაში დაგჭირდებათ ლაქსატივის ან კუჭის მოქმედების ხელშემწყობი საშუალებები, თუმცა, პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, განსაკუთრებით, თუ თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რიცხვი ნორმაზე დაბალია.

რა დაგეხმარებათ ყაბზობის შემთხვევაში:

• კუჭის მოქმედების უზრუნველსაყოფად, დალიეთ ბევრი სითხე; თბილი და ცხელი სითხეები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ასეთ შემთხვევებში;

• მიიღეთ საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობით. ასეთია ქატო, ხორბლის პური, ნედლი და მოხარშული ბოსტნეული, ახალი ხილი და ჩირი, თხილი და პოპკორნი (ბურბუშელა);

• დაიწყეთ ვარჯიში. გასეირნებაც კი სასარგებლოა; ასევე სასარგებლოა ვარჯიში. დატვირთვის გაზრდამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

დიარეა (ფაღარათი)

ფაღარათის მიზეზი, როგორც წესი არის ქიმია, რომელიც ანადგურებს ან ზეგავლენას ახდენს ნაწლავის უჯრედებზე. ოთხი საათის განმავლობაში ორჯერ ან უფრო ხშირად კუჭის მოქმედებას ფაღართი ეწოდება. დაუკავშირდით ექიმს, თუ ფაღარათი 24 ან მეტი საათის განმავლობაში გრძელდება, ან თუ გაწუხებთ ტკივილი. მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმი გამოგიწერთ ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არავითარ შემთხვევაში თავად არ შეიძინოთ ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები.

რა დაგეხმარებათ ფაღარათის შემთხვევაში:

• მიიღეთ უფრო მცირე ულუფები, მაგრამ ხშირად;

• მოერიდეთ ყავას, ჩაის, ალკოჰოლს და ტკბილეულობას;

• მოერიდეთ ბოჭკოვან სურსათს, რომელიც იწვევს ფაღარათსა და მეტეორიზმს. ბოჭკოვანი საკვებია: გაუცრელი ხორბლის პური და ბურღლეული, ნედლი ბოსტნეული, ლობიო, თხილი, თესლი, ბურბუშელა და ახალი ხილი და ჩირი;

• მიიღეთ ბოჭკოს დაბალი შემცველობის მქონე სურსათი, როგორიცაა: თეთრი პური, თეთრი ბრინჯი ან მაკარონი, ბურღლეული ნაღებით, მწიფე ბანანი, კონსერვირებული ან მოხარშული კანგაცლილი ხილი, ხაჭო, იოგურტი, კვერცხი, კარტოფილის პიურე ან გამომცხვარი კანგაცლილი კარტოფილი, ბოსტნეულის პიურე, ქათმის ან ინდაურის ხორცი კანის გარეშე, და თევზი;

• მოერიდეთ შემწვარ, ცხიმიან და ცხარე კერძებს;

• მოერიდეთ რძესა და რძის ნაწარმს, თუ მდგომარეობა უარესდება;

• მიიღეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტი, როგორიცაა ბანანი, ფორთოხალი, კარტოფილი, ატმისა და გარგარის ნექტარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმმა სხვა რამ გირჩიათ;

• დალიეთ ბევრი სითხე, დაკარგული სითხის დონის შესავსებად. მიიღეთ რბილი, გამჭვირვალე სითხეები, როგორიცაა ვაშლის წვენი, წყალი, ბულიონი, ლუდი (ოთახის ტემპერატურის) და დალიეთ ნელა. გაზიანი სასმელები დალიეთ მხოლოდ გაზის გასვლის შემდეგ.

თუ მდგომარეობა მძიმეა (ანუ, 24 საათის განმავლობაში 7-8-ჯერ აღინიშნება კუჭის მოქმედება), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ნაწლავების განტვირთვისათვის გაესაუბრეთ ექიმს გამჭვირვალე სითხეებით დიეტის დაცვის შესახებ. მდგომარეობის გაუმჯებესაბასთან ერთად შეგიძლიათ კვებაში შეიტანოთ დაბალ-ბოჭკოვანი საკვები. გამჭვირვალე სითხეების დიეტა არ შეიცავს ყველა აუცილებელ ელემენტს, ამდენად, ნუ დაიცავთ მას 3-4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ ფაღარათი არ წყდება, შესაძლებელია, საჭირო გახდეს სითხეების ინტრავენური მიღება, ამ სითხით წყლისა და იმ ელემენტების ჩანაცვლება, რომელიც თქვენ ფაღარათის გამო დაკარგეთ.

პირის ღრუს, ღრძილებისა და ყელის პრობლემები

მეტად მნიშვნელოვანია პირის ღრუს სათანადოდ მოვლა. ქიმიამ შესაძლებელია გააჩინოს წყლულები პირსა და ყელში, გამოიწვიოს სიმშრალე, გაღიზიანება და სისხლდენა, ტკივილი. პირის ღრუს წყლულები ხშირად ინფიცირდება პირის ღრუს მიკრობებით. ქიმიოთერაპიის დროს ინფექციების მკურნალობა რთულია, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომაც, აუცილებელია ყველა ზომის გამოყენება ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

როგორ შევინარჩუნოთ პირის ღრუს, ღრძილებისა და ყელის ჯანმრთელობა:

• გაიწმინდეთ კბილები ქიმიოთერაპიის მიღებამდე 2 კვირით ადრე მაინც, უმკურნალეთ კარიესს, აბსცესს, ღრძილების დაავადებას და უკეთ დააფიქსირეთ კბილების გვირგვინები (თუ ასეთი არსებობს). ეს მოგცემთ საკმარის დროს, რომ მოემზადოთ ქიმიოთერაპიისათვის;

• სთხოვეთ თქვენს სტომატოლოგს გაჩვენოთ ქიმიოთერაპიის დროს კბილების გახეხვისა და აბრეშუმის ძაფის გამოყენების საუკეთსო ხერხები;

• იკითხეთ ყოველდღიური ფტოროვანი სავლების ან გელის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში;

• გაიხეხეთ კბილები და ღრძილები ყოველი ჭამის შემდეგ. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ძალიან ნაზად შეეხეთ კბილებსა და ღრძილებს, რათა არ დაიზიანოთ პირის ღრუს რბილი ქსოვილები;

• სთხოვეთ თქვენს ექიმს გირჩიოთ თქვენთვის საჭირო კბილის ჯაგრისი, აბრეშუმის ძაფი და კბილის პასტა, თუ თქვენი ღრძილები მეტად მგრძნობიარე გახდა;

• გაავლეთ კბილის ჯაგრისი ყოველი გამოყენების შემდეგ და შეინახეთ მშრალ ადგილას;

• მოერიდეთ კომერციულ პირის სავლებებს, ხშირ შემთხვევაში ისინი შეიცავენ ისეთ გამაღიზიანებელ ელემენტებს, როგორიცაა, მაგალითად, სპირტი. სთხოვეთ თქვენს ექიმს ან ექთანს გირჩიონ სავლები პირის ღრუს ინფექციისაგან დასაცავად.

თუ პირის ღრუში გაგიჩნდებათ წყლული (სტომატიტი), მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ შესაბამისი მკურნალობა. აუცილებლად უამბეთ ექიმს მტკივნეულია თუ არა წყლულები და გიშლით თუ არა ხელს ჭამაში.

თუ წყლულები მტკივნეულია და ხელს გიშლით ჭამაში:

• შეეკითხეთ ექიმს რა შეგიძლიათ წაისვათ წყლულებზე და რა ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ;

• უკეთესია, თუ საკვები იქნება ცივი, ან ოთახის ტემპერატურის. თბილი და ცხელი საკვები აღიზიანებს პირის ღრუსა და ყელს;

• შეარჩიეთ რბილი, მარტივად დასაღეჭი საკვები, როგორიცაა ნაყინი, რძის კოქტეილები, საბავშვო კვება, რბილი ხილეული (ბანანი და ვაშლის პიურე), კარტოფილის პიურე, მოხარშული ბურღლეული, თოხლოდ მოხარშული კვერცხი ან ომლეტი, ხაჭო, მაკარონი ყველით, მოხარშული კრემი, პუდინგი და ჟელე. ასევე, შეიძლება მოხარშული პროდუქტის დაბლენდერება;

• მოერიდეთ მჟავე საკვებს, მაგალითად, პომიდორს, ციტრუსებს და ციტრუსის წვენებს (ფორთოხალი, გრეიპფრუტი და ლიმონი); მარილიან და ცხარე კერძებს; უხეშ და მშრალ კერძებს, როგორიცაა , "ბუბლიკები", ორცხობილა და სხვა.

თუ პირი მშრალია და ეს გაწუხებთ და ხელს გიშლით ჭამაში:

შეეკითხეთ ექიმს გჭირდებათ თუ არა ხელოვნური ნერწყვი პირის ღრუს დატენიანებისათვის. დალიეთ ბევრი სითხე. დაწუწნეთ ყინულები, ხილის ნაყინი ჯოხზე ან უშაქრო მაგარი კანფეტი. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი.

• დაატენიანეთ მშრალი საკვები კარაქით, მარგარინით, საწებლებით, სოუსით. ჩააწეთ ხრაშუნა, მშრალი საკვები სითხეებში;

• მიიღეთ რბილი და პიუერდ ქცეული საკვები;

• გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი.


ნერვებისა და კუნთების პრობლემა

ქიმიოთერაპიის ზოგი კომპონენტი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას - ნერვის პრობლემას, რომელიც იწვევს ყურში ხმაურის, შუილის, ან წვის შეგრძნებას. შესაძლებელია ხელებისა და ფეხებში ძალის დაქვეითების, ან დაბუჟების შეგრძნება.

შეიძლება გაგიჩნდეთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე:

• წონასწორობის დაკარგვა

• მოუქნელობა

• ნივთების აღების, ან ღილების შებნევის პრობლემა

• გართულებული მოძრაობა (სიარული)

• ყბის ტკივილი

• სმენის დაქვეითება

• მხედველობის დაქვეითება

• კუჭის ტკივილი

• ყაბზობა

ნერვებზე ზემოქმედებასთან ერთად, ზოგი კომპონენტი მოქმედებს კუნთებზე და ასუსტებს მათ, რაც წვასა და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს.

ნერვებისა და კუნთების პრობლემები გამაღიზიანებელია, თუმცა, როგორც წესი, ასეთი პრობლემები არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, თუ მათ დროზე აღმოვაჩენთ. როგორც წესი, ეს პრობლემები ხანმოკლეა და მკურნალობის დასრულების შემდეგ სწრაფად ალაგდება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია მაშინვე აცნობოთ ექიმს ნებისმიერი სახის ნერვის ან კუნთის ტკივილის სიმპტომებზე. შესაძლებელია, მდგომარეობის გაუარესება და შესაბამისად ტკივილის ინტენსივობის მატება, თუ შესაფერის მკურნალობას არ დაიწყებთ. შეიძლება თქვენმა ექიმმა გირჩიოთ ქიმიოთერაპიის გარკვეული დროით შეჩერება, ან სიმპტომური მკურნალობა ამ გამოვლინებების შესამცირებლად.

სიფრთხილე და საღი აზრი დაგეხმარებათ ნერვებისა და კუნთების პრობლემების მოგვარებაში

დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

მაგალითად, თუ გიბუჟდებათ ან გიშეშდებათ თითები, გამოიჩინეთ სიფრთხილე ბასრ, ცხელ ან სხვა საშიშ საგნებთან მოპყრობისას;

თუ წონასწორობას კარგავთ, ფრთხილად იმოძრავეთ, დაეყრდენით მოაჯირს, და შხაპის ან აბაზანის მიღებისას გამოიყენეთ აბაზანის ხალიჩა.

კანისა და ფრჩხილების ცვლილებები

შესაძლებელია შეგაწუხოთ კანის მცირე პრობლემებმა, როგორიცაა კანის ფერის შეცვლა, სიწითლე, ქავილი, აქერცვლა, სიმშრალე, გამონაყარი და აკნე.

პრობლემების მოსაგვარებლად დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

• აკნეს შემთხვევაში, ეცადეთ კანი ყოველთვის სუფთა და მშრალი იქონიოთ;

• სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ხანმოკლე და თბილი შხაპი; მოერიდეთ ხანგრძლივ და ცხელ აბაზანებს;

• გამოიყენეთ კრემები და ლოსიონები ნოტიო კანზე;

• არ გამოიყენოთ სუნამო, ოდეკოლონი ან ლოსიონი პარსვის შემდეგ. ეს პროდუქტები ხშირ შემთხვევაში შეიცავს სპირტს, რაც კანს აშრობს;

• ქავილის შემთხვევაში გამოიყენეთ სიმინდის ფქვილი.

ინტრავენური მეთოდით ქიმიის ჩატარებისას ზოგმა კომპონენტმა შესაძლოა გაამუქოს კანი ვენის გასწვრივ. მკურნალობის დასრულების შემდეგ კანი, როგორც წესი, იბრუნებს ბუნებრივ ფერს.

კანის პრობლემების უმრავლესობა არ არის სერიოზული, თუმცა, რამდენიმე მათგანი საჭიროებს დაუყოვნებლივ ზრუნვას. მაგალითად, ქიმიის ინტრავენურად შეყვანისას ზოგი კომპონენტი იწვევს ქსოვილის სერიოზულ, ხანგრძლივ დაზიანებას, თუ იგი კანზე დაიღვრება. იმთავითვე შეატყობინეთ ექიმს ან ექთანს, თუ შეატყობთ შესივებას, წვას ან ტკივილს ქიმიოპრეპარატების ინტრავენურად შეყვანისას ადგილობრივად ინტრავენური ინიექციის ზონაში. არ არის აუცილებელი მოცემული სიმპტომები ყოველთვის მიუთითებდეს პრობლემაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ან ექთანს თუ დაგეწყებათ მოულოდნელი ან მწვავე ქავილი, თუ კანზე გაჩნდებათ გამონაყარი ან ლაქები, ან თუ გაქვთ ქოშინი ან სუნთქვის სხვა პრობლემა. ეს სიმპტომები მიუთითებს ალერგიულ რეაქციაზე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ქიმიოთერაპიის ზოგი კომპონენტი მზის სხივების მიმართ მომატებულ მგრძნობელობას იწვევს. სთხოვეთ ექიმს ან ექთანს რჩევა მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ატარეთ გრძელსახელოებიანი ბამბის პერანგები, გრძელი შარვლები და ფართო ფარფლიანი ქუდები.

შესაძლებელია გამუქდეს ფრჩხილები, გახდეს მტვრევადი, ან გაჩნდეს ფრჩხილებზე ვერტიკალური ხაზები. დაიცავით ფრჩხილები - ატარეთ ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვის, მებაღეობის ან სხვა საოჯახო საქმეების კეთებისას.

მიმართეთ ექიმს თუ ვერ აგვარებთ კანისა ან ფრჩხილის პრობლემებს. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს სიწითლის, ტკივილის ან ნუნების არეში პრობლემების შესახებ.

შარდის ცვლილება და შარდის ბუშტისა და თირკმლის პრობლემები

ქიმიის ზოგი კომპონენტს შეუძლია გამოიწვიოს შარდის ბუშტის გაღიზიანება და გამოიწვიოს თირკმლის ხანმოკლე ან ხანგრძლივი დაზიანება. აგრეთვე, შესაძლებელია შეიცვალოს შარდის ფერი (ის გახდეს ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე, ან ყვითელი) ან შეიძინოს წამლის მძაფრი სუნი. მოკლე დროით შეიძლება შეიცვალოს სპერმის სუნი და ფერი.

შეეკითხეთ ექიმს თქვენი ქიმიის შესაძლო ეფექტებზე. აცნობეთ მას ნებისმიერი სიმპტომის შესახებ, რომელიც პრობლემაზე მიუთითებს. დააკვირდით შემდეგ სიმპტომებსა და ნიშნებს:

• ტკივილი ან წვა შარდვის დროს

• ხშირი შარდვა

• შეგრძნება, რომ სასწრაფოდ უნდა მოშარდოთ

• მოწითალო ან სისხლნარევი შარდი (ქიმიის ზოგი კომპონენტი ცვლის შარდის ფერს. აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ექთანს)

• ცხელება

• ციება

დალიეთ ბევრი სითხე ნორმალური შარდვის უზრუნველსაყოფად. წყალი, წვენი, ყავა, ჩაი, უალკოჰოლო სასმელები, ბულიონი, ნაყინი, ხილის ნაყინი ჯოხზე და ჟელე სითხეებად ითვლება

წონაში მატება

ქიმიის დროს და ეს, როგორც წესი, ქალებს ეხება, ხდება წონაში მატება. ჩვენ არ ვიცით ამის მიზეზი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია მუდმივი შიმშილის გრძნობასთან (გულისრევის მიუხედავად). საშუალოდ, ქალები 15 კგ-მდე იმატებენ.

წონის მატების მიუხედავად, კარგი კვება მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის პერიოდში. თუ კარგად იკვებებით, გაგიადვილდებათ გვერდით მოვლენებთან უფრო მარტივად გამკლავება და ინფექციასთან ბრძოლა. ასევე, კარგი კვება ხელს უწყობს ქსოვილების უფრო მალე აღდგენას.

ქიმიის დროს კარგად კვება გულისხმობს დაბალანსებულად კვებას, ანუ იგი ყველა საკვები ელემენტს უნდა შეიცავდეს. თქვენი კვება უნდა შეიცავდეს სურსათს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ჯგუფიდან:

  • ხილი და ბოსტნეული,
  • ქათმის ხორცი,
  • თევზი
  • საქონლის ხორცი,
  • ხორბალი და პური,
  • რძის პროდუქტები.
ასევე, წონის შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა მიიღოთ კალორიების საკმარისი რაოდენობა და რაც მთავარია, უნდა მიიღოთ ცილები კანის, თმის, კუნთებისა და ქსოვილების აღდგენისა და შექმნისათვის. (იხ. დიეტა და ავთვისებიანი სიმსივნე)

ასევე, დაგჭირდებათ დამატებით სითხეების მიღება შარდის ბუშტისა და თირკმლების უკეთ დაცვის მიზნით მკურნალობის დროს.


სხვა შეკითხვები

შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება?

ალკოჰოლის მცირე დოზები შესაძლებელია მიიღოთ განტვირთვისა და ჭამის მადის მომატებისათვის. ამავე დროს, შეიძლება ალკოჰოლი ურთიერთქმედებაში შევიდეს ქიმიოთერაპიის კომპონენტებთან და შეაფერხოს მათი მოქმედება, ან დაამძიმოს გვერდითი მოვლენების გამოვლინება. შეეკითხეთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა ლუდის, ღვინის ან ნებისმიერი სხვა ალკოჰოლის მიღება.

უნდა მივიღო თუ არა ვიტამინები ან მინერალური დანამატები?

ამ კითხვაზე არ არსებობს ერთგვაროვანი პასუხი, თუმცა ერთი რამ ნათელია: არცერთ დიეტას ან კვების რეჟიმს არ შეუძლია ავთვისებიანი სიმსივნის განკურნება. ვიტამინებმა და მინერალურმა დანამატებმა თუ ალტერნატიულმა მედიცინამ არ უნდა ჩაანაცვლოს ტრადიციული სამედიცინო მკურნალობა. არ მიიღოთ არანაირი დანამატები ექიმთან წინასაწარი კონსულტაციის გარეშე.

განმეორებითი დასხივების შემდგომი ადგილობრივი ანთებითი მოვლენები

თუ წარსულში ჩატარებული გაქვთ დასხივება, შეიძლება გაჩნდეს ადგილობრივი ანთებითი მოვლენები. ქიმიოთერაპიის დროს ან მალევე მისი დასრულებიდან, დასხივებული ზონა შეიძლება გაწითლდეს (ვარდისფერიდან მუქი წითელი ფერის ჩათვლით) და ქავილმა შეგაწუხოთ. თუ ეს წარსულში ჩატარებული დასხივების შედეგია, რეაქცია შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. ქავილი და წვა შეამსუბუქეთ გრილი, სველი კომპრესის დადებით დაზიანებულ ზონაზე.

უამბეთ თქვენს ექიმს ან ექთანს კანის ნებისმიერი გაღიზიანების შესახებ. ადრე დასხივებული კანი უნდა დაიცვათ მზის სხივებისაგან.

როდის დაურეკოთ ექიმს

ამჟამად თქვენ ჰარმონიაში ხართ თქვენს სხეულთან. თქვენ ამჩნევთ ნებისმიერ ფიზიკურ ცვლილებასა და დისბალანსს. სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ ფიზიკურ სიმპტომს.

ზოგი გვერდითი მოვლენა უმნიშვნელოა, თუმცა სხვა, შეიძლება სერიოზული პრობლემის არსებობაზე მიუთითებდეს. თავად არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. იმთავითვე აცნობეთ ექიმს, თუ გამოვლინდება ერთ-ერთი სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

• მაღალი სიცხე - 390ჩ და მეტი

• სისხლდენა ან სისხლჩაქცევები

• გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა, მაგალითად პირისა და ყელის შესივება, ძლიერი ქავილი

• სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება

• შემცივნება

• ნემსის ჩხვლეტის ადგილას ტკივილი ან სიწითლე

• უჩვეულო ტკივილი, თავის ტკივილის ჩათვლით

• გაძნელებული სუნთქვა

• ხანგრძლივი ფაღარათი ან ღებინება

• სისხლდენა დეფეკაციის დროს ან სისხლიანი შარდი.

სექსუალური ცხოვრება, ნაყოფიერება და ქიმია

ქიმიოთერაპია ზეგავლენას ახდენს (თუმცა ყოველთვის არა) სქესობრივ ორგანოებსა და მათ მოქმედებაზე. სავარაუდო გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მიღებულ წამლებზე, ასაკზე და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მამაკაცები

ქიმიამ შეიძლება შეამციროს სპერმის უჯრედების რაოდენობა, შეზღუდოს მათი მოძრაობა, ან გამოიწვიოს სხვა ცვლილებები. ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი, ან ხანგრძლივი უნაყოფობა. უნაყოფობა ნიშნავს, რომ მამაკაცს ვერ ეყოლება შვილი, თუმცა ეს არ გულისხმობს პოტენციის დაქვეითებას.

ვინაიდან არსებობს მუდმივი სტერილობის (უნაყოფობის) საშიშროება, მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა ექიმთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. შესაძლოა ისურვოთ სპერმ-ბანკში თქვენი სპერმის შენახვა სამომავლოდ.

ქიმიის დროს მამაკაცებმა სქესობრივი კავშირისას უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი ან კონტრაცეპციის სხვა საშუალებები, ვინაიდან ქიმია ზიანს აყენებს სპერმის უჯრედების ქრომოსომებს. შეეკითხეთ ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ შეწყვიტოთ კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება. საჭიროა პარტნიორის დაცვაც, ვინაიდან ქიმიის ქომპონენტები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სპერმაში ქიმიის დროს ან მისი დასრულებისთანავე. გაესაუბრეთ ექიმს ამ საკითხებზე.

ქალები

ქიმიამ შეიძლება დააზიანოს საკვერცხეები და შეამციროს მათ მიერ წარმოებული ჰორმონი. შედეგად, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ან მთლიანად შეჩერება მკურნალობის პერიოდში. ქიმიის დასრულების შემდეგ ციკლი შეიძლება არ აღდგეს. ზოგ შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლი ისევ იწყება, თუმცა, შესაძლებელია მენოპაუზის (კლიმაქსის) ნაადრევი დადგომა.

შეიძლება გქონდეთ მენოპაუზის მსგავსი სიმპტომები - შეხურებები და ქავილი, წვა ან ვაგინალური ქსოვილების სიმშრალე. ქსოვილებში მსგავსი ცვლილება დისკომფორტს ქმნის სქესობრივი კავშირის დროს. თუმცა, ამ დისკომფორტის შემცირება შეიძლება ვაგინალური ლუბრიკანტის საშუალებით.

იზრდება ვაგინალური ინფექციების რისკი. ინფექციის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ზეთოვან ლუბრიკანრებს (მაგალითად, ვაზელინს ან ლოსიონებს). ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი, ატარეთ ბამბის თეთრეული ან კოლგოტი ბამბის სარჩულით, ნუ ატარებთ მოჭერილ შარვლებს ან შორტებს. შეიძლება ექიმმა გამოგიწეროთ ვაგინალური კრემი ან სანთლები დაინფიცირების რისკის შესამცირებლად. თუ ინფექცია მაინც გაჩნდა, მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ.

შესაძლებელია განვითარდეს უნაყოფობა (მდგომარეობა, როცა ქალი ვერ ორსულდება). უნაყოფობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, გამოყენებული მედიკამენტისა და თქვენი ასაკის ჩათვლით. მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა ექიმთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.


ორსულობა და ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია ორსულობა, თუმცა, უკეთესია მოერიდოთ დაორსულებას, რამეთუ ქიმიამ შეიძლება ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტი გამოიწვიოს. რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალს ექიმები ურჩევენ ორსულობისაგან დაცვის საშუალებების (თანამედროვე კონტრაცეპტივების) გამოყენებას. თუ ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის პერიოდში ქალი ორსულადაა, შესაძლებელია ქიმიოთერაპიის გადადება ბავშვის დაბადებამდე. თუ მკურნალობის ჩატარება საჩქაროა, მაშინ შესაძლებელია ქიმიოთერაპიის დაწყება ოსრულობის მე-12 კვირის შემდეგ, როდესაც ემბრიონი განვითარების უფრო უსაფრთხო სტადიას აღწევს. ზოგ შემთხვევაში განიხილება ოსრულობის შეწყვეტაც.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი აპირებთ შვილის ყოლას ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ.

სქესობრივი კავშირი

ხშირ შემთხვევაში მკურნალობის დროს პარტნიორები ძალიან უახლოვდებიან ერთმანეთს და იზრდება მათი სექსუალური მოთხოვნილებანი. ზოგ შემთხვევაში სექსუალური მოთხოვნილება, ან ენერგიულობის დონე უცვლელი რჩება. ზოგს კი მიაჩნია, რომ მათი პოტენცია მცირდება ფიზიკური და ემოციური სტრესის გამო, როგორიცაა:

• ნერვიულობა გარეგნობაზე

• ნერვიულობა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ოჯახსა და ფინანსურ საკითხებზე

• გვერდითი მოვლენები, დაღლილობისა და ჰორმონალური ფონის ცვლილების ჩათვლით

პარტნიორის ნერვიულობაც ზემოქმედებს სექსუალურ ურთიერთობაზე. ზოგს მიაჩნია, რომ ინტიმური კავშირი საზიანოა ადამიანისთვის, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს. სხვას კი ეშინია "ავთვისებიანი სიმსივნით ინფიცირების", ან წამლის ზემოქმედების.

თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ ყველა ზემოთ ხსენებული საკითხის გარკვევა თქვენს ექიმთან, ან ფსიქოლოგთან. შესაძლოა თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ თემაზე საუბარი რთულია, მაგრამ გირჩევთ გაესაუბროთ პროფესიონალს, რომელიც მოგაწოდებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

თქვენც და თქვენი პარტნიორიც უნდა ეცადოთ, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს გრძნობები და ემოციები. თუ გიჭირთ ერთმანეთთან სექსსა და დაავადებაზე საუბარი, გაესაუბრეთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადალახვაში.

თუ მკურნალობის დაწყებამდე ინტიმური ურთიერთობა სიამოვნებას გგვრიდათ, მაშინ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკურნალობის დროსაც ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. თუმცა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ინტიმი ახალ მნიშვნელობას იძენს - ხელის მოხვევა, შეხება, ხელის ჩაკიდება და ალერსი უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც სქესობრივი კავშირის მნიშვნელობა იკლებს.

აზროვნება, ემოციები და ქიმიოთერაპია

მეხსიერება და აზროვნების უნარი

კვლევა გვიჩვენებს, რომ ქიმიოთერაპია ზემოქმედებს აზროვნების ფუნქციაზე (რასაც კოგნიტიური ფუნქციონირება ეწოდება) მკურნალობიდან 10 წლის განმავლობაში. კონცენტრაციის უნარი, მეხსიერება, გააზრება (გაგება) და დასაბუთება თავის ტვინის იმ აქტივობებს შორისაა, რომელზეც ზემოქმედებს ქიმიოთერაპია. პაციენტებში აღმოჩენილი ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელო იყოს; თუმცა, ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემები აწუხებს, მკაფიოდ ამჩნევენ ცვლილებებს აზროვნების ფუნქციაში.

პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია და აქვთ აზროვნების, მეხსიერების ან კონცენტრაციის პრობლემები, ხშირად ამ მოვლენებს "ქიმიურ ნისლს" ან "ქიმიო-ტვინს" უწოდებენ. ზოგი აცხადებს, რომ ასეთი სიმპტომები ქიმიოთერაპიის დაწყებამდეც ჰქონდათ. სხვანი აღნიშნავენ ამ პრობლემების გაჩენას ჰორმონალური მკურნალობის პერიოდში. ამდენად, ტერმინი "ქიმიო-ტვინი" ზუსტი არ არის, მაგრამ ეს არის ის სახელი, რომელსაც დღესდღეობით ბევრი პაციენტი იყენებს. სავარაუდოდ, ასეთი პრობლემები ქიმიოპრეპარატების მაღალი დოზის გამოყენების შემთხვევაში ჩნდება; ქიმიოთერაპიის ზოგიერთი კომპონენტიც იწვევს მსგავს ზემოქმედებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს მოცემული პრობლემების თავიდან აცილების რაიმე კონკრეტული გზა.

ამჟამად მეცნიერები სწავლობენ მოცემულ პრობლემას. ისინი ცდილობენ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას "ქიმიო-ტვინის" მოვლენის პრევენციისა და მკურნალობისათვის. თუ პაციენტებს ეცოდინებათ, რომ ქიმიოთერაპიის შედეგად შეიძლება გაჩნდეს აზროვნების პრობლემა, ისინი და მათი ახლობლები აღარ იგრძნობენ თავს იზოლირებულად ან მარტოსულად.

თუ გაქვთ აზროვნების პრობლემები, რაც ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ ვარჯიშებსა და პროგრამებს და სხვა სახის მკურნალობას, რაც დაგეხმარებათ მეხსიერების აღდგენასა და პრობლემის გადაჭრის უნარის გაუმჯობესებაში. ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ სტრატეგიები, რომელთა საშუალებით გაუმკლავდებით კოგნიტიური ფუნქციის შეცვლას ან დაქვეითებას. მიმართეთ თქვენს ექიმს თხოვნით, რომ გირჩიოთ შესაბამისი პროფესიონალი.

მოსალოდნელია თუ არა ემოციური ფონის ცვლილება?

ქიმიას შეუძლია ბევრი რამის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. იგი ზეგავლენას ახდენს მთლიანად ჯანმრთელობაზე, ცვლის თქვენს ყოველდღიურ რუტინას და ურთიერთობებს. ბუნებრივი და გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი გრძნობთ სიბრაზეს, დეპრესიას, აღელვებას.

ისევე როგორც ფიზიკური გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, არსებობს ემოციურ გვერდით მოვლენებთან გამკლავების ხერხები.


მხარდაჭერა

დახმარების მიღება ბევრი სხვადასხვა წყაროდან შეგიძლიათ. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი:

ექიმები და ექთნები

თუ გაქვთ შეკითხვები ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობასთან დაკავშირეით, გაესაუბრეთ გუნდის წევრებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. თუ ისინი ვერ დაგეხმარებიან, მაშინ ისინი გირჩევენ სხვა პროფესიონალს, ვინც შესაფერის დახმარებას გაგიწევთ.

ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები

ფსიქოლოგი დაგეხმარებათ ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობით გამოწვეული ემოციების გამოხატვაში, გააზრებასა და დაძლევაში. თქვენი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიძლება გაესაუბროთ ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, სექს-თერაპევტს ან ეკლესიის წარმომადგენელს.

მეგობრები და ოჯახი

მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბარი დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი. როგორც წესი, მათ შეუძლიათ დამშვიდება და დარწმუნება. შეიძლება პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ. ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის რა არის ავთვისებიანი სიმსივნე, ამდენად, შეიძლება ისინი ჩამოგშორდნენ დაავადების შიშით. ზოგი კი დისტანციას დაიკავებს, ვინაიდან თქვენი შეწუხება არ უნდათ ან ეშინიათ, რომ გაწყენინებენ რაიმე არასწორი გამონათქვამის გამო.

თქვენ შეგიძლიათ გააქარწყლოთ მსგავსი შიში დაავადებაზე, მკურნალობაზე, თქვენს საჭიროებებსა და გრძნობებზე ღია საუბრით. როგორც კი ადამიანებს ეცოდინებათ, რომ შეუძლიათ თქვენთან გახსნილად საუბარი, ისინი აუცილებლად თქვენს გვერდით იქნებიან.

რჩევები ყოველდღიური ცხოვრების თაობაზე

• გახსოვდეთ მკურნალობის მიზნები. ეს დაგეხმარებათ მძიმე დღეების უფრო მარტივად გადატანაში;

• კარგად კვება მეტად მნიშვნელოვანია. თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება საკვები ქსოვილების აღდგენისა და გაძლიერებისათვის;

• რაც შეიძლება მეტი წაიკითხეთ თქვენი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ. ამით შემცირდება უცნობი მოვლენის წინაშე შიში და ცოდნა დაგეხმარებათ მდგომარეობის გაკონტროლებაში;

• შეძლებისდაგვარად, და ექიმის თანხმობის შემთხვევაში, ივარჯიშეთ. ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ დაღლილობის დაძლევაში, მადის გაუმჯობესებასა და ზოგადად თვითშეგრძნების გაუმჯობესებაში;

• მკურნალობის პერიოდში აწარმოეთ ჟურნალი ან დღიური. თქვენი საქმიანობისა და აზრების ჩაწერა დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ თქვენს გრძნობებსა და აზრებში. ასევე, იგი დაგეხმარებათ იმ შეკითხვების ჩამოყალიბებაში, რომელიც ექიმს ან ექთანს უნდა დაუსვათ. შეგიძლიათ ჟურნალი/დღიური მკურნალობის გვერდითი მოვლენების ჩაწერისა და აღწერისათვის გამოიყენოთ. ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ გვერდითი მოვლენების დასაძლევად. ამგვარად, გვერდითი მოვლენების განმეორების შემთხვევაში, გეცოდინებათ, რამ იმოქმედა ყველაზე კარგად;

• სცადეთ ახალი ჰობი, ან გაიხსენეთ ძველი. შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები;

• ნუ ინერვიულებთ. შესაძლოა, მკურნალობის პერიოდში თქვენ არ იყოთ ჩვეულებრივ ენერგიული, ამდენად, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ. შეასრულეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო.

სტრესის მოხსნა და განტვირთვა

მარტივი ტექნიკა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში. სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები და თქვენთვის საუკეთესო შეარჩიეთ. მოცემული ხერხების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, განსაკუთრებით კი ფილტვების პრობლემის შემთხვევაში.

დაძაბული კუნთური სისტემა და მდგომარეობის შემსუბუქება

  • დაწექით მყუდრო ოთახში. ღრმად ჩაისუნთქეთ.
  • ჩასუნთქვისას დაძაბეთ კუნთი ან კუნთები. მაგალითად, დააჭირეთ კბილები ერთმანეთს ან დაჭიმეთ ხელები/ფეხები
  • დაჭიმეთ კუნთები 1-2 წამით და შეიკავეთ სუნთქვაც
  • შემდეგ ამოისუნთქეთ, მოადუნეთ კუნთები და მთლიანად მოეშვით
  • გაიმეორეთ პროცედურა კუნთების სხვა ჯგუფისათვის
კიდევ ერთ ხერხს პროგრესული რელაქსაცია ეწოდება. პროცედურა იწყება ფეხის თითებით. დაჭიმეთ და მერე მოუშვით ფეხის კუნთები. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხზე. შემდეგ იგივე პროცედურა ჩაატარეთ სხვა კუნთებზე, კისრისა და სახის კუნთების ჩათვლით. არ დაგავიწყდეთ სუნთქვის შეკავება მოკლე დროით დაჭიმვისას და ამოსუნთქვა კუნთების მოდუნებისას.

რითმული სუნთქვა

• კომფორტულად მოთავსდით და მოადუნეთ ყველა კუნთი

• დახუჭეთ თვალები ან შეაჩერეთ მზერა მოშორებულ საგანზე, თუ თვალახელილი გირჩევნიათ ყოფნა

• ნელა ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით. თუ გსურთ, შეგიძლიათ რითმულად ისუნთქოთ, ამისათვის დაითვალეთ "ჩასუნთქვა 1,2; ამოსუნთქვა 1,2"

• მოადუნეთ ყველა კუნთი ამოსუნთქვის დროს

• პროცედურა გრძელდება რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე.

.

წარმოსახვა

დახუჭეთ თვალები, ისუნთქეთ ნელა და მოდუნდით.

წარმოიდგინეთ სამკურნალო თვისებების მქონე ბურთი, ან თეთრი შუქი, რომელიც სადღაც თქვენს სხეულში იქმნება. როდესაც დაინახავთ ენერგიის ბურთს, ნელა ისუნთქეთ და გადაიტანეთ ბურთი ტკივილის ზონაში. ამოსუნთქვისას, წარმოიდგინეთ ჰაერის ნაკადი, რომელიც ამოძრავებს ბურთს და აცილებს მას თქვენს სხეულს და თან მიაქვს ტკივილი და დისკომფორტი (ისუნთქეთ ბუნებრივად, სულის შებერვა საჭირო არ არის).

წარმოიდგინეთ, რომ ბურთი თქვენი მიმართულებით მოძრაობს ჩასუნთქვისას და გშორდებათ - ამოსუნთქვისას. შეიძლება დაინახოთ, რომ ბურთი სულ უფრო იზრდება და უფრო მეტ ტკივილსა და დისკომფორტს იტევს და თქვენ გათავისუფლებთ.

ვიზუალიზაცია

ვიზუალიზაცია ძალიან ჰგავს წარმოსახვას. ვიზუალიზაციის საშუალებით თქვენ შინაგანად ქმნით ავთვისებიანი სიმსივნესთან ბრძოლის სურათს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაკეტები, რომელიც აფეთქებს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს ან რაინდი, რომელიც ებრძვის დაავადებულ უჯრედებს.

ჰიპნოზი

ჰიპნოზის საშუალებით თქვენ ვარდებით ტრანსის მსგავს მდგომარეობაში, რაც გეხმარებათ დისკომფორტისა და მღელვარების შემცირებაში. ჰიპნოზის პროცედურა უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა პირმა, ან შეგიძლიათ თავად შეისწავლოთ ჰიპნოზის ტექნიკა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, სთხოვეთ ექიმს ან ექთანს, გირჩიონ ჰიპნოზის ტექნიკის მცოდნე პირი.

ყურადღების გადატანა

ეცადეთ გადაიტანოთ ყურადღება ტკივილისა თუ დისკომფორტიდან; უყურეთ ტელევიზორს, უსმინეთ რადიოს, წადით კინოთეატრში; ან დაკავდით კროსვორდების შევსებით, კერვით, მოდელების კეთებით, ან ხატვით. გაგიკვირდებათ, რამდენად კომფორტულად და შეუმჩნევლად გაივლის დრო.