რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის

რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის
ამერიკელმა მკვლევარებმა სიმსუქნესთან დაკავშირებული კიდევ ერთი საფრთხე აღმოაჩინეს. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიმსივნით დაავადებულმა 630 ათასმა ამერიკელმა. კვლევის ფონზე დადგინდა მჭიდრო კავშირი სიმსუქნესა და 13 სახის სიმსივნურ პათოლოგიას შორის, კერძოდ, თავის ტვინის, საყლაპავის, სარძევე ჯირკვლის, თირკმლის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და მრავლობით მიელომას შორის. 

დასახელებული სახის სიმსივნეები 2014 წელს აშშ-ში დარეგისტრირებული ონკოლოგიური შემთხვევების 40 %-ს შეადგენდა. ამერიკელი ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ 2014-2015 წლებში სიმსუქნესთან შეჭიდული კიბოს შემთხვევები 7 %-ით გაიზარდა.

კონკრეტულად რა მექანიზმები
იწვევს სიმსივნის განვითარებას გაცხიმოვნებულ ორგანიზმში, ამას მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან. თუმცა, იმას კი ცალსახად ადასტურებენ, რომ წონის კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესი ბევრად აქვეითებს ავთვისებიანი წარმონაქმნების აღმოცენების რისკს!

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
04-11-2019
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური პათოლოგიების რისკი ყველა ასაკში არსებობს.
არსებობს 9 მარტივი პრინციპი, რომელთა დაცვა ონკოლოგიური დაავადებების რისკს შეამცირებს.
ბოლო პერიოდამდე მელანომის განვითარების მთავარ რისკფაქტორად ულტრაიისფერი გამოსხივება განიხილებოდა. მაგრამ, როგორც
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, უფრო მეტია გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, მით მეტია კიბოს განვითარების რისკი, მასში დეფექტური უჯრედების
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად