რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად

რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად
თირკმელები საოცარი ორგანოა - ფილტრავს სისხლს, შთანთქავს მინერალებს, გამოყოფს შარდს, ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, გამოიმუშავებს ჰორმონებს. თირკმელების გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ თირკმელები სასიცოცხლო ენერგიის კონცენტრირების უმნიშვნელოვანესი ადგილია ორგანიზმში.

რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად?

1) შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების სისტემატურად დალევა
იაპონელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ორი ან მეტი ჭიქა გაზიანი სასმელის ყოველდღიურად მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის თირკმელებს. იზრდება მათი დაავადების რისკი. სამწლიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12 ათასმა მოხალისემ, რომელიც გაზიანი სასმელების მოყვარული და სისტემატურად მომხმარებელი იყო. უკლებლივ ყველა პირს აღენიშნებოდა
პროტეინურია (ცილა შარდში). როგორც იაპონელები აღნიშნავენ, პროტეინურია თირკმლის პათოლოგიის ადრეული სიმპტომია, ამიტომაც აუცილებელია მასზე დროულად ყურადღების გამახვილება და სათანადო ზომების მიღება.

2) წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება
თირკმელების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის აუცილებელია სათანადო მოცულობის წყალი. ვინც წყალს მცირე რაოდენობით იღებს, მის სისხლში გარკვეული სახის ტოქსინების დაგროვების ალბათობა მაღალია.
წყლის დეფიციტის ფონზე თირკმელები სისხლიდან ტოქსინებს ვეღარ აძევებს. აშშ-ის ნაციონალური თირკმლის ფონდი დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის დალევას გვირჩევს.

3) შარდის ბუშტის დროულად არდაცლა
მოშარდვის სურვილის აღმოცენებისთანავე აუცილებელია შარდის ბუშტის დროულად დაცვლა. ზოგი ითმენს და შარდს იკავებს. ეს მეტად მავნებელია. ამ ჩვევის მქონენი დიდ ზიანს აყენებენ თირკმელებს. შარდის ბუშტის დროულად არ დაცლის შემთხვევაში თირკმელებში წნევა იმატებს, რაც ზიანს აყენებს ორგანოს. მოგვიანებით შესაძლოა თირკმელების უკმარისობაც კი გამოიწვიოს.

4) ალკოჰოლის ჭარბად მიღება
ალკოჰოლის ჭარბად მიღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ ღვიძლს, არამედ თირკმელებსაც. მათ, ვისაც თირკმელების ესა თუ ის პათოლოგია აღენიშნება, ალკოჰოლური სასმელების მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 05-06-2016
მარი
გეთანხმები ლიზა, ერთი დღე დავლიე ჩემი სხეულისთვის საჭირო ნორმა და ზუსტად ანალოგიურად ვგრძნობდი თავს :)
თარიღი : 08-05-2016
ლიზა
და რა ვქნა რო არ მწყურდება :(ისე ძალით დავლიე ხოლმე და საშინლად ვგრძნობ თავს ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვტივტივებ წყალში
თარიღი : 31-10-2015
tamari
ყველას ორგანიზმი 12 ჯიქა წყალს ვერ იტანსს და ამერიკის ექიმებმა აღიარეს რომ ამდენი წყალი არ არისს საჭირო. ამერიკელები სუპებსს დზალიან იშვიატად ჭამენ . ქარტველები კი ამმხრივ მაგრები ვარტ .
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად