რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში

რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში
გახშირებული შარდვა ანუ პოლაკიურია სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება, რომელიც შარდ-სასქესო ორგანოთა დაავადებებს შორის საკმაოდ ხშირია და გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში.
თუმცა, ცისტიტით უმთავრესად ქალები ავადდებიან, რაც მათი შარდ-სასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ქალები ცისტიტით ავადდებიან ყველა ასაკში. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება ორსულობა, კლიმაქტერული და პოსტმენოპაუზის პერიოდი. დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, ინფექციური ხასიათისაა, იშვიათად - არაინფექციური. ინფექცია შარდის ბუშტში შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილი
დან, თირკმელებიდან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. შეიძლება გავრცელდეს ჰემატოგენური (სისხლის საშუალებით) და ლიმფოგენური (ლიმფის საშუალებით) გზით. შარდის ბუშტში ინფექცია სრულებითაც არ არის საკმარისი ანთების განსავითარებლად. ანთებითი პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოცენდება, თუ არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ შარდის ბუშტის ლაბილობას ინფექციის მიმართ; ასეთია მაგალითად, შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანება, უროსტაზი (შარდის შეგუბება), კენჭებისა და
უცხო სხეულის არსებობა, სიმსივნური პათოლოგია, საკვერცხეების ანთება, შარდის ბუშტის დივერტიკული (ორგანოს ჯიბისებრი დანამატი), ზოგადად ინფექცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის დამცველობითი უნარის დაქვეითებას, ავიტამინოზი, დიაბეტი, ალერგიული ფონი, მცირე მენჯის ღრუში ვენური სტაზი და სხვა.
გახშირებული შარდვა ანუ პოლაკიურია აღინიშნება ცისტალგიის დროსაც, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ცისტალგიით უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკის ქალები ავადდებიან. დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის მოშლას. ცისტალგიის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: სისხლის მიმოქცევის მოშლა მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ოპერაციის შემდგომი შეხორცებები, საშოს კედლის დაწევა და სხვა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ნერვულ-ფსიქიკურ ფაქტორებს: ემოციურ კრიზებს, სექსუალურ კონფლიქტებს. გარკვეულ როლს თამაშობს ალერგენებიც - ეს შეიძლება იყოს ოთახის მტვერი, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მედიკამენტი და სხვ. ცისტალგიისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია მტკივნეული შარდვა, რომელიც ძლიერდება გაცივების, მწარე საკვების მიღების დროს, პრედმენსტრუალურ პერიოდში. სიმტომები განსაკუთრებით იკვეთება მენსტრუაციის, კლიმაქტერულ და პოსტმენოპაუზის პერიოდში.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-09-2018
Sali
Gamarjobat var 26wlis 2016gavikete kistis operacia operaciis shemdeg ris shedegadac damewyo xshiri shardva yovel 2wutshi gavdivar mosashardad gaameebs vateneb Ramodenimejer viyavi misuli chavabare analizi da sasharde milebis anteba mitxres vimkurnale gadamiara isev damewyo ra gavaketo arvici maqvs marcxena mxares wva tan var gatxovili 10welia arcertxel orsuloba ar dadgenila yvelaferze gamovekvlie da am bolo operaciis mere uaresat meshinia milebi gadaketili ar mqondes
თარიღი : 01-09-2018
ირა
როგორ ვიმკურნალო?
თარიღი : 01-09-2018
ირა
ხშირი შარდვა მაქვს დღისითაც და ღამითაც. გავესინჯე გენოკოლოგთან საშვილოსნო სუფთა გაქვსო. ავიღე ანალიზები არც იქ მაქვს პრობლემა. უროლოგთან მირჩიეს მისვლა. როგორ ვიმკურნალო ძაან შეწუხებული ვარ
თარიღი : 10-02-2017
Ana
Rogor unda vimkurnalo
თარიღი : 14-06-2016
Marine maisuradze
Qalbatono tina maqvs xshiri shardva amogebuli maqvs sashvilocno da chiyvis operacia chiyvic mtlianad amomiges xshiri shardva gamis saatedshi tkivilebi welisareshi
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად