10 საკვები და მცენარე, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების გასაწმენდად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

10 საკვები და მცენარე, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების გასაწმენდად

10 საკვები და მცენარე, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების გასაწმენდად
თირკმელები ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა. ისინი განთავსებულია მუცლის ღრუს უკანა კედელზე ხერხემლის ორივე მხარეს . მათი მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ტოქსინებისა და წიდებისაგან განთავისუფლება, სისხლის პლაზმისა და უჯრედშორისი სითხის ქიმიური შედგენილობის მუდმივობის შენარჩუნება სხვადასხვა ნივთიერების შერჩევითი გამოტანის გზით. თირკმელები მონაწილეობენ ორგანიზმში წყლის, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტე წონასწორობის შენარჩუნებაში. ისინი ორგანიზმის სხვა ორგანოებთან სრულ ჰარმონიაში ფუნქციობენ, არეგულირებენ სისხლის წნევას და ამავე დროს ასინთეზებენ D ვიტამინს.
აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმისათვის თირკმელების ჯანმრთელობასა და ნორმალურ ფუნქციობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მათი პერიოდულად
გაწმენდა. დიეტაში გარკვეული ცვლილებების შეტანა დაეხმარება თქვენს თირკემელებს ტოქსინებისგან გაწმენდაში და ამავე დროს დაგიცავთ კენჭების წარმოქმნისგან. გაეცანით საკვებისა და მცენარეების იმ ტოპ ათეულს, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება თირკმელებს დეტოქსიკაციაში.

თირკმელების გაწმენდისთვის რეკომენდებული საკვები

კენკრა
კენკრა ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყაროა. მას აქვს აგრეთვე სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ბუნებრივი
თვისებები. კენკრის რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. ეს კი მათ ჯანმრთელობას განამტკიცებს. ძალიან სასარგებლოა შტოში და ყურძენი. ისინი შეიცავს ქინინებს, რომლებიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თირკმელებისათვის.

კოჭა იგივე ჯანჯაფილი
კოჭა საუკეთესო გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეხმარება თირკმელებსა და სისხლს წიდებისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში.

წითელი ბულგარული წიწაკა
წითელი ბულგარული თირკმელების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გამორჩეული საკვებია, რადგანაც კალიუმს მცირე რაოდენობით შეიცავს. სამაგიეროდ მდიდარია A, B6, C ვიტამინებით, ფოლის მჟავითა და ბოჭკოებით. წითელ ბულგარულში უხვადაა აგრეთვე ლიკოპენი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც გვიცავს სიმსივნური პათოლოგიისგან. შეეცადეთ ხშირად მიირთვათ ეს ბოსტნეული. სალათები და სხვადასხვა კერძები მაქსიმალურად გაამდიდრეთ წითელი ბულგარულით. გახსოვდეთ, ამით ჯანმრთელობას უნარჩუნებთ არა მხოლოდ თირკმელებს, არამედ სხვა ორგანოებსაც.

იოგურტი
იოგურტი ჯანსაღ სკავებად მიიჩნევა, რადგანაც შეიცავს სასარგებლო პრობაქტერიებს, რომლებიც ეხმარება თირკმელებს გაწმენდაში და ამის გამო მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. საკვებ რაციონში იოგურტისა და სხვა რძემჟავა პროდუქტების წილი დაბალანსებული უნდა იყოს.

გოგრის თესლი
გოგრის თესლი ბევრისთვის საყვარელი სასუსნავია. ის ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.

თირკმელების გაწმენდისათვის რეკომენდებული მცენარეები

ჰორტენზიას ფესვი
ჰორტენზია ფართოდ გავრცელებული და ძალზედ პოპულარული მცენარეა. მისი ფესვის ნაყენი გამოიყენება როგორც გამხსნელი და ერთგვარად გამაშალაშინებელი საშუალება თირკმელებში არსებული დაკბილული, მახვილკიდეებიანი კენჭების (ქვების) წინააღმდეგ. ის ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შეწოვა-შეთვისებაში (აბსორბციაში), რითაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების განვითარებას.

ნიახურის ფესვები
ნიახურის თესლი და ფესვები შარდმდენი თვისებებითაა ცნობილი. შარდის წარმოქმნის გაძლიერების ხარჯზე ხელს უწყობს ორგანიზმს ტოქსინებისაგან გაწმენდაში. ნიახურის ფესვი იმავდროულად მდიდარია მინერალებით, კერძოდ, ნატრიუმითა და კალიუმით, რის გამოც თირკმელებისთვის მასტიმულირებელ საშუალებად გვევლინება.

ტყის შვიტა
ეს მცენარე ჩვეულებრივ სარეველებში გვხვდება, გამოირჩევა განსაკუთრებული დიურეზული (შარდმდენი) თვისებებით. შარდის გამოყოფის გაძლიერების გზით ის ეხმარება თირკმელებსა და საშარდე გზებს გაწმენდაში. შვიტა იმავდროულად მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რასაც განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს თირკმელებისა და საზოგადოდ, საშარდე სისტემის ჯანმრთელობისათვის.

ოხრახუში
ოხრახუში მეტად არომატული და დიდებული მცენარეა. ის გამორჩეულია მწვანილებს შორის და მზარეულებსაც განსაკუთრებულად უყვართ. ოხრახუშის დამატება საკვებში არა მხოლოდ ზრდის მის არომატსა და საგემოვნო თვისებებს, არამედ საკვებს სასარგებლოს ხდის თირკმელების ფუნქციობისათვის. ოხრახუში აქტიურად გამოდევნის ტოქსინებს თირკმელებიდან და საზოგადოდ საშარდე გზებიდან. ის სასარგებლოა აგრეთვე კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.

კენჭების დამამსხვრეველი -

Chanca Piedra



ეს გახლავთ ტროპიკული მცენარე (ძირითადად ამაზონის წვიმიან ტყეებში, აგრეთვე ინდოეთსა და ჩინეთში გავრცელებული), რომლის სახელწოდებაც ესპანურიდან თარგმანში "კენჭების დამამსხვრეველს " ნიშნავს. ასეთი დასახელება მცენარემ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად გამოხატული თვისებების გამო შეიძინა. ის უნიკალურად შლის თირკმელებში (ასევე ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლში) არსებულ კენჭებს. ეფექტურად გამოჰყავს შარდის მჟავა შარდიდან და აღიარებულია თირკმელების გამაჯანსაღებელ უნიკალურ მცენარედ.

ავტორი თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-09-2018
შოთა
Chanca Piedra იყიდება amazon.com ზე
თარიღი : 10-07-2016
zaza
ფშნის ეკალი შლის ქვებს თირკმელში
თარიღი : 26-06-2015
ვერიკო
მაინტერესებს სად შეიძლება ამ მცენარის შეძენა?გთხოვთ მიპასუხოთ
თარიღი : 13-01-2015
brooke
და სად ვიპოვოთ კენჭების დამამსხვრეველი - Chanca Piedra? იყიდება ჩვენს აფთიაქებში?
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად