რომელი პროდუქტები არ უყვარს თირკმელებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რომელი პროდუქტები არ უყვარს თირკმელებს

რომელი პროდუქტები არ უყვარს თირკმელებს
დაუფიქრებლად ნუ აჰყვებით დიეტების მოდას - ეს თირკმელებისთვის მავნებელია! წონის მკვეთრმა დაკარგვამ შესაძლოა თირკმლის დაწევა გამოიწვიოს , ხოლო ხანგრძლივმა უმარილო დიეტამ ავნოს მათ ფუნქციას და შარდში ცილა გააჩინოს. ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდის (ჩვეულებრივი სუფრის მარილი) არარსებობა თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი მიზეზია.
• განსაკუთრებით ბევრი საქმე აქვთ ნეფროლოგებს პოლარეთსა და შუა აზიაში. სწორედ ამ რაიონებშია ყველაზე მეტად გავრცელებული შარდკენჭოვანი დაავადება. აღმოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონია დ ვიტამინს, რომელიც ფოსფორ-კალციუმის ცვლაში მონაწილეობს. ეს ვიტამინი შედის ღვიძლის, კარაქის, კვერცხის ცილის შემადგენლობაში, გარდა ამისა, დამოუკიდებლად სინთეზდება ორგანიზმში
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ამ ვიტამინის უკმარისობაც (როგორც, მაგალითად, პოლარეთში, სადაც მზე იშვიათი სტუმარია) და მისი სიჭარბეც (ცხელ შუა აზიაში) შეიძლება თირკმლის დაავადებების განვითარების მიზეზად იქცეს.
• C ვიტამინის სიჭარბემაც შეიძლება თირკმელებში ქვების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამისთვის წინაპირობა - შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა
არსებობს.
• მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ თირკმელებს ვნებს ყველასათვის საყვარელი ნუგბარი - თხილიანი შოკოლადი. ამერიკელი მეცნიერების აზრით, როცა არტერიული წნევა დიდხანს არის მომატებული, თუნდაც სულ ოდნავ, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი სამჯერ იმატებს.
• საზიანოა თვითმკურნალობაც. თირკმელები ცუდად იტანენ სულფანილამიდებს. იმისთვის, რომ ისინი კარგად გაიხსნას და თირკმლის არხებში არ დაილექოს (რამაც შეიძლება მძიმე პათოლოგია გამოიწვიოს), ბევრი სითხე მიიღეთ. ამ შემთხვევაში წამალი შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. თირკმელებისთვის უფრო დამზოგველია ეთაზოლი და ბისეპტოლი.
• ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც სასქესო ჰორმონებს შეიცავს. მამაკაცები მათ პოტენციის მოსამატებლად ხმარობენ, ქალები - კონტრაცეფციის საშუალებად. ჰორმონების ბალანსის მკვეთრ დარღვევას კი ზოგ შემთხვევაში შესაძლოა თირკმლის კიბოს განვითარება მოჰყვეს.
• ფრთხილად იყავით სოკოს კრეფისას! საეჭვო ეგზემპლარებს არ გაეკაროთ! შხამიანი სოკოთი მოწამვლას თირკმლის მწვავე უკმარისობა მოსდევს და ამ დროს ხსნა მხოლოდ ჰემოდიალიზშია, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატით ტარდება.

რა ვნებს თირკმელებს

თირკმელების გასაჭირი პირველმა შეიძლება თითზე გაკეთებულმა ბეჭედმა გვამცნოს: თუ ის მოულოდნელად "დაპატარავდა", არ არის გამორიცხული, მიზეზი შეშუპება იყოს, რომელიც არცთუ იშვიათად თირკმლის ამა თუ იმ დაავადებას სდევს თან.
• თავს ნუ შეიკავებთ, ეს თირკმელებისთვის მავნებელია! რეგულარულად დაიცალეთ შარდის ბუშტი (არანაკლებ 4-6-ჯერ დღეში). შარდის შეკავება მიკრობებს საშუალებას აძლევს, თირკმელების არხებში დაიბუდონ, ეს კი ქმნის პიელონეფრიტის - თირკმლის ინფექციურ-ანთებითი დაავადების - განვითარების წინაპირობას.
• არ გადაიღალოთ! ეს აქვეითებს იმუნიტეტს და მავნებელია თირკმელებისთვის. დაიმახსოვრეთ: ბაქტერიების დივიზიები ხელსაყრელ შემთხვევას ელიან შეტევაზე გადმოსასვლელად.
• სისტემატურ შეკრულობას ნაწლავებისა და შარდგამომყოფი გზების კუნთების სპაზმი მოსდევს. შედეგად შეიძლება თირკმლის "კუნთების" ტონუსი დაქვეითდეს და შარდის გამოყოფა დაირღვეს.
• ერიდეთ ცივ ქვაზე, ქვიშაზე, ნამიან ბალახზე დაჯდომას. არცთუ ისე იშვიათად სწორედ ამით იწყება თირკმელების დაავადებები. სიცივე, განსაკუთრებით - ნესტთან ერთად, მტკივნეულად "ურტყამს" თირკმელებს.
• თირკმელებს არც ძლიერი სიცხე უყვართ. მათთვის უფრო სასიამოვნოა ოქროს შუალედი. როდესაც ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს აღემატება, ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს ოფლის სახით და მარილების რაოდენობა, რომელიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ამ დროს თითქმის არ იმატებს, რაც შესაძლოა შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების წინაპირობად იქცეს.

რა დავლიოთ, როცა თირკმელები გვტკივა

ჩვენი ორგანიზმის 80% წყალია. მხოლოდ საკმარისი რაოდენობის (დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრისა) სითხის მიღებით შეინარჩუნებთ წყალმარილოვან ბალანსს, რაც არა მარტო თირკმელებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელია. თირკმელების ტკივილის დროს, რა თქმა უნდა, ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ - ის ანგრევს თირკმელებს (და არა მარტო მათ), ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას იწვევს თირკმელების მწვავე უკმარისობას - მდგომარეობას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. არ უნდა მიიღოთ ტკბილი გაზიანი სასმელები - მათში არსებული ზოგიერთი ნივთიერება აღიზიანებს თირკმელებს. არ შეიძლება მინერალური წყლის მიღებაც დიდი რაოდენობით და ექიმის დანიშნულების გარეშე. გამონაკლისია საირმე, მაგრამ მისი მიღებაც მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება. მინერალურ წყლებში ამა თუ იმ მარილის მომატებულმა რაოდენობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებში ქვების დაგროვების პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საამისოდ არსებობს წინაპირობები - შარდსაწვეთების შევიწროება, ბაქტერიული ინფექცია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა. სასარგებლოა გადადუღებული წყლის სმა, ოღონდ არა დიდხანს. ჩაის და რძეს (სხვათა შორის, მას ჯერ კიდევ ბოტკინი იხსენიებდა "თირკმელების სამკურნალო ძვირფას საშუალებად"), წითელი მოცვის მორსს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე, აქვეითებს შარდის კონცენტრაციას და გარკვეულწილად ხელს უშლის ქვების წარმოქმნას.

ავტორი დევი დევიძე

იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში ნეფროლოგია
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-09-2014
teeoo
გამარჯობათ,მე მაქვს თირკმლის ანთება როგორ მოვიქცე და რა საკვები უნდა მივიგოო?
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად