თირკმელში დალექილი "მარილები" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

თირკმელში დალექილი "მარილები"

თირკმელში დალექილი "მარილები"
“მარილებს” ჩვენ მრავალი დაავადების მიზეზად მივიჩნევთ, ერთ-ერთი ორგანო კი, რომელიც მათი მავნე ზემოქმედების სამიზნედ მიგვაჩნია, თირკმელია. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად საშიშია რეალურად “მარილების” ზემოქმედება თირკმელზე და რა ხდება მათი “დალექვის” შემთხვევაში.

მარილი და თირკმელი
ჩვენი ორგანიზმი ზედმეტ სითხეს თირკმლის მეშვეობით ფილტრაციის შედეგად იცილებს შარდთან ერთად. აღნიშნული პროცესის რეგულირებისთვის აუცილებელია ნატრიუმისა და კალიუმის ნორმალური ბალანსი.


საკვებში მარილის მაღალი შემცველობა არღვევს ნატრიუმის ბალანსს, თირკმლის ფუნქციას, იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და არტერიული წნევის მატებას. მაღალი წნევა, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს თირკმელზე და თუ არ
ვუმკურნალეთ, შესაძლოა მისი უკმარისობის მიზეზიც კი გახდეს. გარდა ამისა, საკვებში მარილის მეტისმეტად მაღალი შემცველობა ზრდის შარდში ცილის ოდენობას, რაც თირკმლის ფუნქციას აუარესებს. არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ თირკმლის დაავადებების დროს დიდი რაოდენობით მარილის მიღება ამ ორგანოს ფუნქციას ვნებს.

როგორ მოქმედებს თირკმელზე მარილი
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა,
რომ სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის შარდით ცილის გამოყოფას და მნიშვნელოვნად აჩქარებს თირკმლის ფუნქციის გაუარესებას თირკმლის ექსპერიმენტული დაავადებების დროს. მარილის მიღების შეზღუდვისას კი თირკმლის დაავადება, პირიქით, ნელა პროგრესირებს. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმაც ცხადყო, რომ დიდი რაოდენობის მარილის მიღება ზრდის შარდით ცილის გამოყოფას, ეს კი თირკმლისა და გულის დაავადებების აღმოცენების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. სუფრის მარილის დღეში 10-დან 5 გრამამდე შემცირება შარდით ცილის გამოყოფას თითქმის 20%-ით ამცირებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ნაკლებმარილიანი დიეტა თირკმლის დაავადებების დროს. დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის დღე-ღამეში საკმარისია 5 გრამი სუფრის მარილი. ამ ოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ადამიანი საკვებით იღებს ისე, რომ დამატება არ სჭირდება.

მარილი და თირკმლის კენჭები
საშარდე სისტემის კენჭები საკმაოდ ხშირია. სიცოცხლის განმავლობაში საშარდე სისტემის ამა თუ იმ ნაწილში კონკრემენტების არსებობა დადგენილი აქვს ქალებს 6 და მამაკაცების 12 პროცენტს. თირკმლის ქრონიკული დაავადებების მსგავსად, სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება თირკმლის კენჭების ფორმირებასაც უწყობს ხელს. შარდში კალციუმის კონცენტრაცია, რომელიც თირკმლის კენჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მნიშვნელოვნად იზრდება სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღებისას. შესაბამისად, იმატებს კენჭების ფორმირების რისკიც. კვლევათა წყება ადასტურებს, რომ სუფრის მარილის მიღების შეზღუდვისას ქვეითდება შარდში კალციუმის კონცენტრაცია, რაც ამცირებს კალციუმის შემცველი კენჭების განმეორებითი წარმოქმნის რისკს. ამჟამად ცნობილია, რომ თირკმლის კენჭების მქონე პაციენტთა 80%-ს შარდში მომატებული აქვს კალციუმის კონცენტრაცია. ამავე დროს თირკმლის კენჭების ფორმირება ხშირია მაღალი არტერიული წნევის დროს. მარილის მიღების შეზღუდვის შედეგად მცირდება არა მხოლოდ წნევა, არამედ შარდით კალციუმის გამოყოფა და, ამის კვალობაზე, კენჭების წარმოქმნის რისკიც. დიეტა, რომელიც მაღალი არტერიული წნევის დასაქვეითებლადაა რეკომენდებული, ამავე დროს თირკმლის კენჭების ფორმირების რისკსაც ამცირებს. როცა სუფრის მარილის შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნატრიუმის მიღების შემცირებას.

როგორ შევამციროთ ნატრიუმის მიღება
როგორც ითქვა, ნატრიუმის დიდი ოდენობით მიღება ზრდის თირკმლის კენჭების ფორმირების რისკს. თუ პაციენტს აქვს კალციუმის ოქსალატები ან კალციუმის ფოსფატები, ნატრიუმის მიღება აუცილებლად უნდა შეზღუდოს. ეს რეკომენდებულია მაშინაც, როცა პაციენტი კენჭების საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს. დადგენილია, რომ ნატრიუმის მოხმარება დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2300 მგ-ს. მიღებული ნატრიუმის ოდენობის კონტროლი რომ შევძლოთ, მზა საკვებზე საგანგებოდაა აღნიშნული ნატრიუმის შემცველობა. ამ ელემენტით განსაკუთრებით მდიდარია:

  • ჰოთ დოგი;
  • კონსერვები;
  • გაყინული საკვები;
  • სწრაფი კვების ობიექტების საკვები.

თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ ნატრიუმის ჭარბი მიღება, უარი უნდა ვთქვათ მზა საკვებზე, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ შეიცავს:

  • მონონატრიუმის გლუტამატს;
  • ნატრიუმის ბიკარბონატს ანუ საკვებ სოდას;
  • საფუარს;
  • დინატრიუმ ფოსფატს;
  • ნატრიუმის ალგინატს;
  • ნატრიუმის ნიტრატს და ნიტრიტს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად