ნეფრიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ნეფრიტი

ნეფრიტი
ჩემს მეუღლეს მწვავე გლომერულონეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს, შარდში ცილა ჰქონდა და წნევაც ხშირად უწევდა მაღლა, თანაც ძალიან შეშუპდა. გთხოვთ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოგვითხროთ ნეფრიტის შესახებ - რა დაავადებაა, რა იწვევს და როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა ამ დროს თავს. რა განსხვავებაა გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს შორის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დედაჩემს კარგა ხანია პიელონეფრიტი აქვს და ანტიბიოტიკებით ვმკურნალობდით. არის თუ არა ეს დაავადებები ერთი და იგივე?


ბევრი გლომერულონეფრიტსა და პიელონეფრიტს ერთმანეთში ურევს. არადა, ეს დაავადებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება და განსხვავებულ მკურნალობასაც მოითხოვს. საერთო
მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე თირკმლის პათოლოგიაა.

მცირე ფიზიოლოგიური ექსკურსი
თირკმელები ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხის ფილტრაციას და ამ გაფილტრული, მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილი სითხის (შარდის) გამოყოფას ემსახურებიან. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ ენდოკრინულ ფუნქციას, უშუალოდ მონაწილეობენ უამრავი ჰორმონის სინთეზსა და მეტაბოლიზმში. თირკმლის ფუნქციური ერთეული ნეფრონია. ადამიანის თირკმელი
დაახლოებით 1 მილიონ ნეფრონს შეიცავს. შარდის წარმოქმნის ფუნქცია სამი ეტაპისგან შედგება. ესენია ულტრაფილტრაცია (გორგლოვანი ფილტრაცია), რეადსორბცია და სეკრეცია. დღის განმავლობაში თირკმელებში 1500 ლ სისხლი გაივლის. აქედან გამოიფილტრება 180 ლ პირველადი შარდი (ულტრაფილტრაცია). შემდეგ, წყლის რეადსორბციის ხარჯზე, მნიშვნელოვნად მცირდება პირველადი შარდის მოცულობა და საბოლოო ჯამში, დღეში 0,5-2 ლ შარდი გამოიყოფა. გლომერულონეფრიტის წარმოშობის მექანიზმზე წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მარტივად აგიხსნით გორგლოვანი ფილტრაციის არსს. სისხლიდან ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები სპეციალური კაპილარული სისტემის, ე.წ. თირკმლის გორგლების გავლით ხვდება კაფსულებში, ამ მრავალრიცხოვანი კაფსულიდან კი თირკმელში. გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად პატარაა, რომ არ ატარებს ერითროციტებსა და ცილებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა არასწორად ამუშავდეს და დაიწყოს თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შედეგად თირკმელებში აუტოიმუნური ანთება ვითარდება, რაც სწორედ თირკმლის გორგლებს, ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამცემ სისტემას აზიანებს. გორგლების კედლებში განვითარებული ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება ნაპრალები, საიდანაც ახერხებენ გაძრომას ერითროციტები და ცილები. ამის გამო ჩნდება შარდში ცილა (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას ჰქვია გლომერულონეფრიტი (ბერძნულიდან: ნეპჰროს - თირკმელი, გლომერულუს - გორგლები). პიელონეფრიტი (ბერძნულიდან: პყელო - მენჯი და ნეპჰროს - თირკმელი) თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, ასევე თირკმლის მენჯი და ფიალები. ის ძირითადად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივიც. და მაინც, რა იწვევს ამ დაავადებებს? მწვავე გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ. ჩვეულებრივ, ეს ინფექცია სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), თუმცა დაავადება სხვა ინფექციამაც შეიძლება განაპირობოს - როგორც ბაქტერიულმა, ისე ვირუსულმა და პარაზიტულმა. უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვითარდება ხოლმე შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგაც. ბოლო წლების გამოკვლევები აჩვენებს მჭიდრო კავშირს არტერიულ ჰიპერტენზიასა და გლომერულონეფრიტს შორის. თუ გლომერულონეფრიტის მიზეზი შეიძლება გახდეს დაღმავალი (ინფექციის გადასვლა ორგანიზმის ზემოთა ნაწილებიდან ქვემოთ) ინფექცია, პიელონეფრიტს უფრო აღმავალი ინფექცია იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია, ახლომდებარე ორგანოებიდან (მაგალითად, ნაწლავებიდან, სასქესო ორგანოებიდან) ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით მოხვდეს საშარდე გზებში და იქ გამრავლდეს. პიელონეფრიტი სარისკოა მაშინაც, თუ დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა, მაგალითად, კენჭებით, სიმსივნური წარმონაქმნით, სტრიქტურებით საშარდე გზების ობსტრუქციისას, პროსტატის ჰიპერტოფიისას. ეს იწვევს შარდის სტაზს (შეგუბებას) და მასში ბაქტერიების გამრავლებას. პიელონეფრიტით ადამიანი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაავადდეს, მაგრამ უფრო ხშირია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში, 18-დან 30 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში. ამ დროს პიელონეფრიტის განვითარება უკავშირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ორსულობას ან მშობიარობას. პიელონეფრიტის განვითარების ალბათობა იზრდება ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითების, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ჰიპოვიტამინიოზის და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.

რა ხდება ამ დროს
თუ ანგინის, ფი­ლტვების ანთების, ტონზილიტის ან ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავად­ების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწ­იათ სიცხემ, არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა სხვა და­მახასიათებელმა სიმპტომებმაც, შესაძლოა, მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს საქმე. უნდა ითქვას ისიც, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან ჩვეულებრივ რეჟიმში აღარ ხდება სითხის გამოყოფა, რაც გამოიწვევს შეშუპებას და, შესაბამისად, შესაძლოა გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზად იქცეს. არცთუ იშვიათად მწვავე გლომერულონეფრიტის დროს მცირდება შარდის გამოყოფა, თავად შარდი ხდება ხორცის ნარეცხისფერი, ანუ ვითარდება მაკროჰემატურია. შესაძლოა აღმოცენდეს ტკივილი მუცელსა და წელის არეში და შეტევითი ხასიათის ღებინებაც კი განვითარდეს.  მწვავე სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი უნდა ვივარაუდოთ, თუ შეინიშნება:

  • კავშირი სტეპტოკოკურ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
  • მიკრო ან მაკროჰემატურია - სისხლიანი შარდი. ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება უიშვიათესია. ამ დროს დიაგნოზი ისმება თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე;
  • პროტეინურია - შარდში ცილების არსებობა;
  • შეშუპება - დაავადების დასაწყისში სახის, ქუთუთოების, ხელების შეშუპება, რაც თანდათან იმატებს და ვრცელდება ქვედა კიდურებზე. ბავშვებში შე­საძლოა ასციტიც განვითარდეს;
  • არტერიული წნ­ევის მატება;
  • ხშირია ოლიგურია (შა­რდის შემცირება) ან ანურია (შარდი არ გამოიყოფა).

ქრონიკული გლ­ომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტადაა გამოხატული, ის შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შედეგი ძალიან ცუდი იქნება, კერძოდ, აღმოცენდება გულის ან თირკმლის უკმარისობა. თითქმის ყველა პაციენტი, რომელთაც ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, კითხულობს: რით არის ეს დაავადება საშიში? ყველაზე ხშირად ეს კითხვა მაშინ იბადება, როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მართლაც, როცა ფილტვების ანთება აქვს ადამიანს, ის თავს ცუდად გრძნობს, ახველებს, აქვს სიცხე და ა.შ., ამით ხვდება, რომ ეს სერიოზული დაავადებაა და მკურნალობას მოითხოვს. მაგრამ შარდში არსებული მცირე ცვლილებები, თუ სხვა ჩივილები არ არსებობს, ეგებ არც კი იყოს საშიში და ექიმის ჩარევას არ მოითხოვდეს?! ასე მსჯელობს ქრონიკული გლომერულონეფრიტის საწყის სტადიაზე უმრავლესობა, რაც თირკმელების ქრონიკული უკმარისობით სრულდება. ამიტომ ყველამ, ვისაც კი ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, უნდა იცოდეს შემდეგი: ეს დაავადება, როგორც წესი, იმუნური ხასიათისაა, ხანგრძლივად მიმდინარე და აზიანებს ორივე თირკმელს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-11-2014
giorgi
ბავშვს შარდში აღმოაჩნდა კეტოსხეულები.რას ნიშნავს ეს?ექოსკოპიურად თირკმელებში და საერთოდ არცერთ ორგანოზე ცვლილება არაა.ანგინა აქვს.მაღალი სიცხეებით.ანტიბიოტიკი აქვს დანიშნული ცეფამედი და ჯერჯერობით იგივე მდგომარეობა გვაქვს.გთხოვთ გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ.
თარიღი : 01-11-2014
giorgi
ბავშვს შარდში აღმოაჩნდა კეტოსხეულები.რას ნიშნავს ეს?ექოსკოპიურად თირკმელებში და საერთოდ არცერთ ორგანოზე ცვლილება არაა.ანგინა აქვს.მაღალი სიცხეებით.ანტიბიოტიკი აქვს დანიშნული ცეფამედი და ჯერჯერობით იგივე მდგომარეობა გვაქვს.გთხოვთ გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ.
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად