ნეფროსკლეროზი თირკმლის პათოლოგიაა. ამ დროს ნეფრონები იხოცებიან და თირკმლის პარენქიმას შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება, რაც ორგანოს გამკვრივებას, დეფორმაციას, შეჭმუხვნას და მისი ფუნქციის დარღვევას იწვევს.
ნეფროსკლეროზი ორგვარია: პირველადი და მეორეული.
პირველადი ნეფროსკლეროზი (მეორეულად შეჭმუხნილი თირკმელი) თირკმლის არტერიის შევიწროებისა და მასში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ვითარდება - სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო მცირდება თირკმლის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება, რაც პარენქიმის დისტროფიასა და ატროფიას იწვევს.
ამის მაგალითია თირკმლის გადაგვარება მისი სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს (ათეროსკლეროზული ნეფროსკლეროზი), თირკმლის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ფოლაქებით შევიწროების შედეგად. თირკმლის არტერია უპირატესად ვიწროვდება თირკმელში შესვლის
- ქრონიკულ გლომერულონეფრიტს;
- ქრონიკულ პიელონეფრიტს;
- თირკმელკენჭოვან დაავადებას;
- ტუბერკულოზს;
- სიფილისს;
- სისტემურ წითელ მგლურას;
- ამილოიდოზს;
- შაქრიან დიაბეტს (დიაბეტური ნეფროსკლეროზი);
- თირკმლის ტრავმებს;
- მაიონიზებელ რადიაციას;
- ორსულთა მძიმე ნეფროპათიას;
- პოდაგრას და სხვა.
მეორეული ნეფროსკლეროზი განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს.
მიმდინარეობა და სიმპტომები
კეთილთვისებიანი ნეფროსკლეროზის დროს თირკმლის ფუნქციის რღვევა დიდხანს და თანდათანობით მიმდინარეობს, ავთვისებიანის დროს - გაცილებით სწრაფად. ავადმყოფი გამოფიტულია, უჩივის სწრაფად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, თავის ტკივილს, უმადობას, ზოგჯერ აწუხებს უსიამოვნო გემოს შეგრძნება, გულისრევა და ღებინება, სახე ფერმკრთალი აქვს, კანი - მშრალი და მოდუნებული. პროგრესირებს სისხლნაკლებობა (ანემია), ურემიული ინტოქსიკაცის მოვლენები. ნეფროსკლეროზის უკანასკნელი სტადია სიმპტომებით ძალიან ჰგავს ქრონიკული ნეფრიტიის ტერმინალურ სტადიას. ნეფროსკლეროზის ადრეული ნიშნებია (თუმცა არა ყოველთვის) პოლიურია (შარდის უხვი გამოყოფა) და ნიქტურია (ღამით შარდვა). ზოგჯერ შეინიშნება პროტეინურიაც (შარდში ცილის გაჩენა), მაგრამ იგი, ჩვეულებრივ, მცირეა და ეპიზოდური. შარდის ნალექში ზომიერადაა სისხლი და ცილინდრები (ჰემატურია, ცილინდრურია). ლაბორატორიული გამოკვლევები ავლენს სისხლნაკლებობას, აზოტემიას. სისხლნაკლებობა იმით აიხსნება, რომ ნეფრონების დაღუპვის გამო ვეღარ გამომუშავდება სათანადო რაოდენობის ერითროპოეტინი - წითელი სისხლის წარმოქმნის მასტიმულირებელი ფაქტორი. აზოტემია კი იმის ბრალია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, მისი ფუნქციის დარღვევის გამო, ორგანიზმში გროვდება აზოტოვანი ცვლის პროდუქტები - შარდოვანა და კრეატინინი. გარდა ამისა, დარღვეულია წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი, გამოხატულია აციდოზი (მჟავა რეაქცია), დარღვეულია ჰორმონული ჰომეოსტაზი. თირკმლის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზისა და თირკმლის იშემიური დაზიანების დროს აქტიურდება ფაქტორები, რომლებიც არტერიული წნევის მატებას იწვევს.