შარდკენჭოვანი დაავადება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის გვხვდება ყველა ასაკში, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. სადღეისოდ უროლითიაზით დაავადებულები იმ პაციენტთა თითქმის ნახევარს შეადგენენ, რომლებიც უროლოგიური დახმარებისთვის მიმართავენ ექიმს. ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას.

მიზეზები
შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი მიზეზი თანდაყოლილია - ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც უხსნადი მარილების წარმოქმნა მოსდევს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აქვს შარდკენჭოვანი დაავადებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე დაავადება არ ვითარდება. ასეთი ფაქტორებია:

  • კლიმატი. ცხელ
    სარტყლებში ადამიანი გაცილებით მეტ ოფლს გამოყოფს, ვიდრე საშუალო კლიმატის რეგიონებში. შედეგად ორგანიზმში იზრდება ზოგიერთი მარილის კონცენტრაცია და შესაძლოა, ქვების წარმოქმნა დაიწყოს;
  • გეოგრაფიული ფაქტორი. აქ მთავარ როლს ასრულებს წყლის შემადგენლობა (კალციუმის მარილებით მდიდარი ხისტი წყალი უროლითიაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს) და საკვები (მწარე და მჟავე საკვები შარდის მჟავიანობას
    ზრდის, რის გამოც ქვები გაცილებით ადვილად წარმოიქმნება);
  • ულტრაიისფერი სხივებისა და საკვებში ვიტამინების ნაკლებობაც ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს, ისევე როგორც ტრავმები და ძვლის დაავადებები - ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება;
  • ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, რომელიც მოწამვლას ან ინფექციურ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს;
  • თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები - პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი (თირკმლის დაწვა), ცისტიტი, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და სხვა.


სიმპტომები
შარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტების ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და ლოკალიზაციაზე. წამყვან სიმპტომებად მიიჩნევა ტკივილი და შარდში სისხლის მინარევის არსებობა.

  • ტკივილი - იწყება წელის ან მუცლის არეში, შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ, პერიოდული ან მუდმივი. შარდსაწვეთის ქვები იწვევს ტკივილის მწვავე შეტევებს (თირკმლის კოლიკა) საზარდულის მიდამოში, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყში ირადიაციით (გადაცემით). ბოქვენის მიდამოში ტკივილის მიზეზი შესაძლოა შარდის ბუშტში არსებული ქვები იყოს.
  • ჰემატურია (სისხლი შარდში) დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნება. ძლიერდება სიარულის დროს.

უძლიერესი ტკივილების გარდა, შარდკენჭოვანი დაავადება იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. შედარებით ხშირად გვხვდება ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. შარდის გამოყოფის დარღვევის გამო ვითარდება ჰიდრონეფროზი, რაც მკვეთრად არღვევს თირკმლის ფუნქციას. ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა ითვლება. თირკმელებში ქვების ხანგრძლივი არსებობით გამოწვეული ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების შედეგად წარმოიშობა თირკმელისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება). შარდკენჭოვანი დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი - მოშარდვის მკვეთრი უმიზეზო მოთხოვნა - თავს იჩენს სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, რყევის დროს. შარდვისას შეინიშნება ერთგვარი ჩავარდნის სიმპტომი - მოულოდნელად შარდის ნაკადი წყდება, თუმცაღა ავადმყოფი გრძნობს, რომ შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი, და შარდვის პროცესი მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ახლდება. მძიმე შემთხვევებში, როცა ქვა მეტისმეტად დიდია, ავადმყოფს შარდვა მხოლოდ წოლისას ძალუძს. შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასასმელად, საშარდე სისტემის ორგანოებში ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების გამოსავლენად აუცილებელია ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევა ქვების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ზომების გარკვევის მიზნით, ასევე - გართულებებისა და თანამდევი დაავადებების დასადგენად, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას. დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა სისხლისა და შარდის კომპლექსური გამოკვლევა, სხივური მეთოდები (ექოსკოპია, რენტგენოლოგიური მეთოდები, კომპიუტერული ტომოგრაფია) და თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად