თირკმლის გადანერგვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

თირკმლის გადანერგვა

თირკმლის გადანერგვა

თირკმლის გადანერგვა ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, 1933 წელს კი პირველად იქნა  გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, მაგრამ ორივე პაციენტი მოკვდა. გარდაცვლილის თირკმლის წარმატებით გადანერგვა მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა. ამ თირკმელმა რამდენიმე წელი იმუშავა. ამ წარმატებული ოპერაციისთვის ოზეფ მიურეიმ 1990 წელს ნობელის პრემია მიიღო. სწორედ მიურეის ნაშრომები დაედო საფუძვლად თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიას.

თირკმლის გადანერგვა გაცილებით მეტად გავრცელდა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) პრეპარატების, კერძოდ - აზატიოპრინის, შექმნის შემდეგ

- ამ პრეპარატმა საგრძნობლად შეასუსტა და გააიშვიათა უცხო ქსოვილის განდევნის, მოშორების რეაქცია. მოგვიანებით აზატიოპრინს პრედნიზოლონი და ციკლოსპორინი დაემატა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა ტრანსპლანტანტის (გა
დანერგილი ორგანოს) მოშორების ალბათობა. დღესდღეობით მსოფლიოში ჩატარებულია თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაცია. ჩვენს დროში თირკმლის გადანერგვა საშიშ ოპერაციულ ჩარევად აღარ ითვლება და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ბავშვობის ასაკშიც კი მიმართავენ. ამჟამად გადანერგვისთვის იყენებენ როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორის თირკმელს. საუკეთესო შედეგებს იღებენ მაშინ, როცა თირკმელი პაციენტის დისა ან ძმისაა. მათი თავსებადობის საკითხის გარკვევის შემდეგ ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით. ანატომიური მოსაზრებით დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ინერგება, ხოლო მარცხენა - მარჯვნივ. ხშირად დონორის თირკმელი თეძოს ფოსოში თავსდება, კეთდება სისხლძარღვების ანასტომოზები (თირკმლის ვენა და არტერია სხვა ვენებსა და არტერიებს უერთდება), შარდსადენი შარდის ბუშტში ინერგება. ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, იწყებს შარდის გამოყოფას. თუ ოპერაციის შედგომმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა, ცოცხალი დონორისგან აღებული თირკმელი დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ ნორმალურად იწყებს ფუნქციობას. თუ თირკმელი გვამისგან არის აღებული, მაშინ მისი ფუნქცია სრულად აღდგება დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. თირკმლის განდევნის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტს უნიშნავენ თირკმლის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად საჭირო და თრომბების ჩამოყალიბების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ტრანსპლანტანტების ნახევარზე მეტი ხუთ წელიწადზე მეტხანს მუშაობს. დისა და ძმისგან გადანერგილი თირკმლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ნული პროცენტია.


თირკმლის გადანერგვის ჩვენებები
თირკმლის გადანერგვის ჩვენებად ითვლება ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობა - ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლის პოლიკისტოზის, ტრავმებისა და უროლოგიური დაავადებების, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებების ფინალური ეტაპი. ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, რომელსაც მიეკუთვნება ქრონიკული ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი და თირკმლის გადანერგვა. ეს უკანასკნელი დანარჩენ ორთან შედარებით 1,5-2-ჯერ მეტად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამასთანავე, უფრო მეტად აუმჯობესებს მის ხარისხს. თირკმლის ტრანსპლანტაცია არჩევით მეთოდად ითვლება ბავშვების მკურნალობისას, რადგან ჰემოდიალიზი მათ განვითარებას საგრძნობლად აფერხებს.


უკუჩვენებები
დღესდღეობით თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებების თაობაზე საერთო აზრი არ არსებობს, მათი ჩამონათვალი სხვადასხვა ცენტრში სხვადასხვანაირია. ყველაზე ხშირად თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად მიიჩნევა:

  • დონორის ლიმფოციტებთან ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციის არსებობა (ეს ტრანსპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა);
  • ისეთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებიც არსებობს გადანერგვის საკითხის წამოჭრის დროს ან რომელთა რადიკალური მკურნალობიდან მცირე ხანია გასული (რადიკალური მკურნალობიდან ორი წელი მაინც უნდა გავიდეს);
  • აქტიური ინფექცია. ტუბერკულოზის შემთხვევაში პაციენტზე დაკვირვება განკურნებიდან ერთი წელი მაინც უნდა გაგრძელდეს; შიდსს ტრანსპლანტოლოგიის ცენტრთა უმრავლესობაში გადანერგვის აბსოლუტურ უკუჩვენებად მიიჩნევენ; ქრონიკული არააქტიური ბ და ც ჰეპატიტები ოპერაციის უკუჩვენებად არ ითვლება;
  • ექსტრარენული დაავადება დეკომპენსაციის სტადიაში (კუჭის აქტიური წყლული ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობა) - შესაძლოა, მან ოპერაციის შემდგომ პერიოდში მძიმე გართულება გამოიწვიოს;
  • პაციენტის მიერ სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობა და არადისციპლინირებულობა (მსოფლიოში ტრანსპლანტანტების 5-10% სწორედ ამ მიზეზით იკარგება);
  • პიროვნების ცვლილება ნარკომანიის, ქრონიკული ფსიქოზის, ალკოჰოლიზმის დროს.

შაქრიანი დიაბეტი (რომელმაც დიაბეტური ნეფროპათია და თირკმელების ტერმინალური დაზიანება გამოიწვია) დღესდღეობით ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად აღარ განიხილება.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-10-2018
giorgi
gavxdebi tirkmlis donori sisxli pirveli uaryofiti t 551 59 05 14 giorgi b da ceze schemocmebuli var sufta var saxeli giorgi
თარიღი : 13-12-2017
Mari
Minda Vito donori, var 1dadebiti, 22 wlis, damikavshirdiit 568423246
თარიღი : 08-08-2017
monika
var 21 wlis, 1 dadebit gavxdebi tirkmlis donori, 571 03 08 20
თარიღი : 22-03-2017
tato
var 29 wlis 4 dadebiti sisxlis jgupit var sruliad jamrteli.gavxdebi tirkmelis donori msurveli damikavshirdes 558215721
თარიღი : 20-03-2017
donori
ვარ 35 წლის სისხლი 1 დადებითი ვარ სრულიად ჯანმრთელი ყველა გამოკვლევა იზმირში მაქვს გკეტებული ვარ თირკმლის დონორი შემეხმიანეტ სსწრაფოთ 597 56 21 46
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად