თირკმლის სისხლძარღვთა შევიწროება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

თირკმლის სისხლძარღვთა შევიწროება

თირკმლის სისხლძარღვთა შევიწროება

დიაბეტური ნეფროპათია
ტერმინ "ნეფროპათიით" აღინიშნება ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეული თირკმლების პათოლოგია. დიაბეტური ნეფროპათიის დროს, ისევე, როგორც რეტინოპათიის შემთხვევაში, ძირითადი მექანიზმი მცირე კალიბრის არტერიების დაზიანებაა. ამ დროს, ფაქტობრივად, ზიანდება თირკმლის ის აპარატი, რომელიც პლაზმის ფილტრაციასა და შარდის გამოყოფაზე აგებს პასუხს. დიაბეტური ნეფროპათიის დროს შეინიშნება თირკმლის უკმარისობის მოვლენები, რადგან დარღვეულია თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია. არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა) უფრო მეტად ამძიმებს დიაბეტური ნეფროპათიის მიმდინარეობას, რადგან ხელს უწყობს თირკმლის არტერიების უფრო მეტად შევიწროებას და არღვევს მათში სისხლის მიმოქცევას.

ჰიპერტენზიული ნეფროპათია
არტერიული ჰიპერტენზია ჰიპერტენზიული

ნეფროპათიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების მთავარი მიზეზია. არტერიულ ჰიპერტენზიას თირკმლის არტერიების დაზიანება მოსდევს, რის შედეგადაც ირღვევა მათი ფილტრაციული ფუნქცია, ეს კი, თავის მხრივ, თირკმლის უკმარისობით ვლინდება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის პათოლოგიის ნიშნებია: არტერიული წნევის მომატება; შარდის რაოდენობის შემცირება; სახის რბილი ქსოვილების შეშუპება; შარდვის გახშირება, განსაკუთრებით
- ღამით.


თირკმლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა არტერიული ჰიპერტენზიის დროს
შესაძლოა ვერც კი იეჭვოთ, რომ ჰიპერტენზიული ნეფროპათია გივითარდებათ, ამიტომ პაციენტები, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ, რეგულარულად უნდა იღებდნენ ექიმის კონსულტაციას და იტარებდნენ განსაზღვრული სახის გამოკვლევებს, რომელთა რიცხვშიც შედის: 1. სისხლის ანალიზი კრეატინინზე; 2. სისხლის ანალიზი შარდოვანაზე; 3. სისხლის ანალიზი საერთო ცილაზე; 4. ანალიზი შარდში ცილის არსებობაზე. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, რაც არტერიული ჰიპერტენზიითა და ამ უკანასკნელის მიერ სისხლძარღვების შევიწროებით არის განპირობებული, აღინიშნება სისხლში კრეატინინის დონის მომატება, შარდში იმატებს ცილის დონე, ხოლო სისხლში საერთო ცილის რაოდენობა იკლებს.


ჰიპერტენზიული ნეფროპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა არტერიული ჰიპერტენზიის ადეკვატურ კონტროლს, სამკურნალო პრეპარატების მიღებასა და შესაბამისი დიეტის დაცვას აერთიანებს. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს იმ ძირითადი დაავადების წინააღმდეგ, რომელიც ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მდგომარეობას იწვევს. ეს პათოლოგია სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშია, ამიტომ მისი მკურნალობა აუცილებლად სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს. მედიკამენტური თერაპია მიმართულია დაავადების მიზეზის აღმოფხვრისკენ, ხოლო ადეკვატური დიურეზის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში - შეშუპების მოხსნისა და არტერიული წნევის ნორმალიზებისკენ. კატეგორიულად აკრძალულია თვითმკურნალობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი სისხლში შაქრის რაოდენობის მომატებას იწვევს, რამაც თანდართული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში შესაძლოა მრავალ გართულებას დაუდოს სათავე. სწორედ ამიტომ, სანამ რაიმე წამლის მიღებას გადაწყვეტდეთ, კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ენდოკრინოლოგს.


პროგნოზი
პროგნოზი პირობითად კეთილსაიმედოა, იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობა დროულად არის დაწყებული. ნეფროპათიის განვითარების მიზეზთა დროულად დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობის სრული კომპენსაცია. შრომისუნარიანობა დროულად დაწყებული ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, წესისამებრ, მთლიანად აღდგება. ორსულთა ნეფროპათია - ეს თირკმელების ტოქსიკური დაზიანებაა, რომელიც ორსულთა ტოქსიკოზის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს და ორსულობის გვიანდელ ეტაპზე (ჩვეულებრივ, 20 კვირის შემდეგ) ვითარდება. იგი ვლინდება არტერიული წნევის მომატებით, შეშუპებითა და პროტეინურიით. ეს მდგომარეობა ორსულობის შეწყვეტის ან მშობიარობის შემდეგ გაივლის.


რენოვასკულური დაავადება
თირკმლის არტერიის სტენოზი თირკმლის სანათურის შევიწროებაა. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ვენაში თრომბების ჩამოყალიბება იშვიათი მოვლენაა, მაგრამ თუ თრომბი წარმოიშვა, ის შესაძლოა ადგილსაც მოსწყდეს და სისხლის ნაკადის მიერ გატაცებულმა ფილტვის არტერიაში ამოყოს თავი, რაც ამ უკანასკნელის დაცობას, თრომბოემბოლიას იწვევს. რენოვასკულური დაავადების დროს ზიანდება თირკმლის სისხლძარღვები - არტერიები და ვენები. ნორმაში სისხლი, რომელიც თირკმელებს გაივლის, იფილტრება და შარდი წარმოიქმნება. თირკმელები, რომლებიც განსაკუთრებულ ჰორმონს - რენინს გამოყოფენ, ასევე მონაწილეობენ არტერიული წნევის რეგულირებაში. თირკმლის არტერიის შევიწროების ან არტერიის თრომბით დაცობის შემთხვევაში თირკმელების ფუნქცია ირღვევა. ჩვეულებრივ, შევიწროება არტერიებში ვითარდება ხოლო თრომბირება - იშვიათად, მაგრამ მაინც - ვენებში.


რენოვასკულური დაავადების სიმპტომები
ვინაიდან ეს მდგომარეობა ნელა ვითარდება, პაციენტმა თავდაპირველად შესაძლოა დაავადების ვერავითარი გამოვლინება ვერ შეამჩნიოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რენოვასკულური დაავადების დროს მომატებულ არტერიულ წნევას თავის ტკივილი იშვიათად თუ მოსდევს. ამ დროს იშვიათია ჰიპერტონიული კრიზიც. მომატებული არტერიული წნევის მედიკამენტებით მკურნალობა არცთუ იშვიათად უეფექტოა. რენოვასკულური დაავადების დროს ფონენდოსკოპით მუცლის ღრუში ხმაური ისმინება, რაც თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანებით არის გამოწვეული. ცვლილებებია შარდისა და სისხლის ანალიზებშიც. დიაგნოსტიკისთვის ულტრაბგერით გამოკვლევას (ექოსკოპია) იყენებენ.


მკურნალობა
რენოვასკულურ დაავადებას მკურნალობენ როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული გზითაც, თუმცა გაცილებით ადვილია მისი პროფილაქტიკა, რაც შემდეგ ღონისძიებებს გულისხმობს: 1. უარი თქვით სიგარეტზე; 2. ებრძოლეთ ჭარბ წონას; 3. მოიწესრიგეთ სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონე; 4. აკონტროლეთ არტერიული წნევა; 5. მისდიეთ აქტიურ ცხოვრების წესს და ივარჯიშეთ; 6. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა და შეზღუდეთ ცხიმისა და მარილის მიღება. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, გვერწმუნეთ, არა მარტო ზემოაღნიშნულ, არამედ მრავალ სხვა დაავადებასაც აიცილებთ თავიდან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში შეძლებთ პროგრესის შენელებას და სიმპტომების შესუსტებას.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ