რენოვასკულური დაავადება - თირკმლის სანათურის შევიწროვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რენოვასკულური დაავადება - თირკმლის სანათურის შევიწროვება

რენოვასკულური დაავადება

თირკმლის არტერიის სტენოზი თირკმლის სანათურის შევიწროებაა. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ვენაში თრომბების ჩამოყალიბება იშვიათი მოვლენაა, მაგრამ თუ თრომბი წარმოიშვა, ის შესაძლოა ადგილსაც მოსწყდეს და სისხლის ნაკადის მიერ გატაცებულმა ფილტვის არტერიაში ამოყოს თავი, რაც ამ უკანასკნელის დაცობას, თრომბოემბოლიას იწვევს.

რენოვასკულური დაავადების დროს ზიანდება თირკმლის სისხლძარღვები - არტერიები და ვენები. ნორმაში სისხლი, რომელიც თირკმელებს გაივლის, იფილტრება და შარდი წარმოიქმნება. თირკმელები, რომლებიც განსაკუთრებულ ჰორმონს - რენინს გამოყოფენ, ასევე მონაწილეობენ არტერიული წნევის რეგულირებაში.

თირკმლის არტერიის შევიწროების ან არტერიის თრომბით დაცობის შემთხვევაში თირკმელების ფუნქცია ირღვევა. ჩვეულებრივ, შევიწროება არტერიებში ვითარდება ხოლო თრომბირება - იშვიათად, მაგრამ მაინც - ვენებში.

რენოვასკულური დაავადების სიმპტომები

ვინაიდან ეს მდგომარეობა ნელა ვითარდება, პაციენტმა თავდაპირველად შესაძლოა დაავადების ვერავითარი გამოვლინება ვერ შეამჩნიოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რენოვასკულური დაავადების დროს მომატებულ არტერიულ წნევას თავის ტკივილი იშვიათად თუ მოსდევს.

ამ დროს იშვიათია ჰიპერტონიული კრიზიც. მომატებული არტერიული წნევის მედიკამენტებით მკურნალობა არცთუ იშვიათად უეფექტოა. რენოვასკულური დაავადების დროს ფონენდოსკოპით მუცლის ღრუში ხმაური ისმინება, რაც თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანებით არის გამოწვეული.

ცვლილებებია შარდისა და სისხლის ანალიზებშიც. დიაგნოსტიკისთვის ულტრაბგერით გამოკვლევას (ექოსკოპია) იყენებენ.

მკურნალობა

რენოვასკულურ დაავადებას მკურნალობენ როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული გზითაც, თუმცა გაცილებით ადვილია მისი პროფილაქტიკა, რაც შემდეგ ღონისძიებებს გულისხმობს:

1. უარი თქვით სიგარეტზე;

2. ებრძოლეთ ჭარბ წონას;

3. მოიწესრიგეთ სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონე;

4. აკონტროლეთ არტერიული წნევა;

5. მისდიეთ აქტიურ ცხოვრების წესს და ივარჯიშეთ;

6. დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა და შეზღუდეთ ცხიმისა და მარილის მიღება.

თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, გვერწმუნეთ, არა მარტო ზემოაღნიშნულ, არამედ მრავალ სხვა დაავადებასაც აიცილებთ თავიდან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში შეძლებთ პროგრესის შენელებას და სიმპტომების შესუსტებას.