ქვები ორგანიზმში - სად შეიძლება ისინი გაჩნდნენ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვები ორგანიზმში - სად შეიძლება ისინი გაჩნდნენ?

თირკმელები

mkurnali.ge

თირკმელებში კენჭები საშარდე გზებში მინერალების, ძირითადად, კალციუმის დაგროვების შედეგია.

ასეთ დროს შესაძლებელია  შარდში სისხლი, ან პატარა ქვის ნატეხიც აღმოაჩინოთ.

როდესაც დიდი ზომის ქვებია თირკმელებში, ის საშარდე გზებში შეიძლება გაიჭედოს და აუცილებელია მათი ქირურგიული გზით მოცილება,  ხოლო პატარა კენჭები ხშირად თავად მოჰყვებიან შარდს.

ყელი

mkurnali.ge

ტონზილები (გლანდები, ნუშურა ჯირკვლები) - ისინი ყელის უკანა ნაწილში არიან და მიკრობებისგან გვიცავენ. მკვდარმა კანის უჯრედებმა, საკვებმა და სხვა ფაქტორებმა შესაძლებელია გამოწვიოს ტონზილის ქვები.

ასეთ დროს ნუშურა ჯირკვლებზე თეთრი ლაქები ჩნდება, ისინი შესიებულია. პაციენტს ყელის ტკივილი და პირიდან უსიამოვნო სუნიც შეიძლება აღენიშნებოდეს.

ტონზილის ქვები შეგიძლიათ მარილიანი წყლის სავლებით, ან კბილის ჯაგრისითაც მოიშოროთ. გართულების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

შარდის ბუშტი

mkurnali.ge

როგორ შეიძლება შარდის ბუშტში აღმოჩნდეს კენჭები?

მასში თირკმელში არსებული კენჭები ტრანსპორტირდება. შარდის შეკავება, ასევე მინერალების დისბალანსი შესაძლებელია გახდეს კენჭები წარმოქმნის მიზეზი.

ამღვრეული ან სისხლიანი შარდი, ასევე შარდვისას ტკივილი მუცლის ქვედა არეში კენჭების არსებობაზე მიუთითებს.

ნაღვლის ბუშტი

mkurnali.ge

მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს არსებული პატარა ორგანო საჭმლის მომნელებელ წვენს, ანუ ნაღველს ინახავას.

ქოლესტერინის მაღალმა დონემ და ნაერთმა, სახელწოდებით ბილირუბინი, შესაძლებელია ნაღველში კენჭოვანი ქვების დაგროვება გამოიწვიოს.

ისინი იმდენად მცირე ზომისები არიან, რომ ტკივილს არ იწვევენ. თუმცა, ტკივილის შემთხვევაში საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

პროსტატა

mkurnali.ge

პროსტატა - მამაკაცებში შარდის ბუშტთან არსებული პატარა ჯირკვალია, რომელიც სითხეს გამოიმუშავებს სპერმის დასაცავად. საშუალო ასაკისა და უფროს მამაკაცებში შესაძლებელია მცირე ზომის კენჭები წარმოიქმნას პროსტატას ჯირკვალში, ისინი ტკივილს არ იწვევენ.

თუმცა, შესაძლებელია ანთება, ან საშარდე გზების ინფექცია გამოიწვიონ, რასაც ანტიბიოტიკოთერაპია, ან სხვა სახის მკურნალობა სჭირდება.

ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა პირის ღრუშიც შეიძლება გაჩნდეს ქვები, რაც მტკივნეულია და შეშუპებას იწვევს. მათ შეიძლება ნერწვის გამომუშავებას შეუშალონ ხელი.

პანკრეასი

mkurnali.ge

პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონები საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს და სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებაში გვეხმარებიან.

ნაღვლის სადინარებით ნაღვლის ბუშტიდან კენჭები შესაძლებელია პანკრეასში მოხვდეს, რასაც სიცხე, მაღალი პულსი, გულისრევა და მუცლის ტკივილი (ტკივილი ჭამის შემდეგ უარესდება) ახასიათებს.

ცხვირი

mkurnali.ge

თუ პატარობისას ნესტოში პატარა მარცვალი გაგეჭედათ შესაძლებელია ამან მინერალების მოზიდვას შეუწყოს ხელი და ჩამოყალიბდეს ქვები ცხირის ღრუში.

სიმპტომები ცხირის ღრუს ტკივილი და ცალი ნესტოდან სუნიანი გამონადენია.

ვენები

mkurnali.ge

სიმპტომებია: კანზე ლაქები და გამონაყარი, ტკივილი და გაუფერულებული კანი პირის ღრუს, ტუჩების, ლოყის, თავისა და კისრის არეში. ვენებში ქვები ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლი ნელა მოძრაობს, ის ილექება და საბოლოოდ ქვად იქცევა.

მუცელი

mkurnali.ge

იშვიათია, თუმცა შესაძლებელია. კენჭები მუცლის ღრუში დივერტიკულიტმა და ნაწლავის ანთებითმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, მნიშნელოვან როლს თამაშობს გენეტიკა, კუჭისა და ნაწლავების სხვადასხვა დაავადება და  გადატანილი ოპერაციები.