რა ინფორმაციის მატარებელია შარდის ანალიზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ინფორმაციის მატარებელია შარდის ანალიზი?

შარდის კლინიკური ანალიზის ქიმიური კვლევით რა დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?

- შარდის ქიმიური კვლევა ითვალისწინებს ცილებისა და გლუკოზის აღმოჩენას.

ნორმაში შარდში ცილა არ უნდა იყოს, თუმცა მამაკაცებს აღენიშნებათ საშარდე ტრაქტიდან (წინამდებარე ჯირკვლიდან) ცილის ფიზიოლოგიური გამოყოფა, რომელიც დღე-ღამეში 150 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

პროტეინურია - ასე ვუწოდებთ შარდში ცილის არსებობას - ორგვარია: ფუნქციური და ორგანული.

ფუნქციური მუდმივი არ არის და ორგანიზმზე ისეთ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით იჩენს თავს, როგორიც არის სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ცილებით მდიდარი პროდუქტების მიღება, გადატანილი ინფარქტი ან ინსულტი, ეპილეფსიური შეტევა.

ორგანული პროტეინურია მდგრადი პათოლოგიური მდგომარეობაა და თირკმელების დაზიანებაზე მიგვანიშნებს.

პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ პრერენალურ, რენალურ და პოსტრენალურ პროტეინურიას. პრერენალური პროტეინურიის დროს შარდში ცილა იმიტომ ხვდება, რომ ქსოვილებში მიმდინარეობს მათი სწრაფი დაშლა.

რენალური პროტეინურია გვხვდება გლომერულონეფრიტის, ტუბულოინტერსტიციური ნეფრიტის, ინფექციური პათოლოგიების დროს. პოსტრენალური პროტეინურიის დროს ცილა შარდში შარდგამომტანი და სასქესო გზებიდან ხვდება.

ამ დროს მაჩვენებელი 1 გ/ლ-ს არ აღემატება.

შარდში ფიზიოლოგიურად ყოველთვის არის 0,2-0,3 გ/ლ შაქრის ნარჩენი, მაგრამ მისი აღმოჩენა ჩვეულებრივი სინჯებით ვერ ხერხდება, ამიტომ მიჩნეულია, რომ ნორმაში არ უნდა იყოს.

შარდში გლუკოზის გამოჩენა ხდება ან სისხლში მისი მომატებული კონცენტრაციისას, ან მაშინ, როცა ნეფრონში გლუკოზის ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესებია დარღვეული.

თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია, მაგრამ ის შარდში მაინც ჩნდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ დარღვეულია რეაბსორბციის პროცესი, რაც ხდება ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს. არსებობს ფიზიოლოგიური გლუკოზურიაც, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა საკვების სახით ჭარბად მიღებული ნახშირწყლების ათვისებას ორგანიზმი დროებით წყვეტს. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს ემოციური დაძაბვის ან ზოგიერთი პრეპარატის მიღების შემდეგ.

საზოგადოდ, თუ შარდში აღმოჩნდა შაქარი, აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა იგი სისხლში. თუ შაქრის მომატება სისხლშიც დადასტურდა, პრაქტიკულად უკვე შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმა.

თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია, მაშინ საჭიროა გლუკოზისადმი ტოლერანტობის ორალური ტესტის ჩატარება.

ნორმალური შედეგის შემთხვევაში მიზეზად თანდაყოლილი ან მეორეული თირკმლისმიერი გლუკოზურია უნდა მივიჩნიოთ.