თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდგომი პერიოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდგომი პერიოდი

პაციენტს აწვენენ ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის პალატაში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ჩვეულებრივ პალატაში გადაჰყავთ.

სამედიცინო მანიპულაციების ჩამოთვლით აღარ გადაგღლით, მათ ექიმები მიხედავენ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში წოლა რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. პაციენტის დიეტა თანდათანობით იცვლება სითხეებიდან მკვრივ საკვებამდე.

სითხის შეზღუდვა მანამდე მოქმედებს, სანამ გადანერგილი თირკმელი ნორმალურად არ ამოქმედდება. ფეხზე ადგომა ოპერაციის მეორე დღიდანვე შეიძლება.

პაციენტი დღეში რამდენჯერმე უნდა წამოდგეს და გაიარ-გამოიაროს. ტკივილის შესამცირებლად მხოლოდ ის პრეპარატები უნდა მიიღოს, რომლებსაც ექიმი ურჩევს, რადგან ზოგიერთმა ტკივილგამაყუჩებელმა მედიკამენტმა, მაგალითად, ასპირინმა, შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. ექთანი, ექიმი დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა სპეციალობის ექიმები ზედმიწევნით აუხსნიან, როგორ მოიქცნენ შინ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.

შინ დაბრუნების შემდეგ

თირკმლის დონორმა ერთხანს თავი უნდა არიდოს ზოგიერთ საკვებს (ცომეულს, მწარეს, ცხარეს, მარიალიანს, ალკოჰოლურ სასმელებს და სხვა).

რამდენიმე თვის შემდეგ დარჩენილი თირკმელი საკუთარ თავზე იღებს დაკარგული თირკმლის ფუნქციას და მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური ხდება. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა.

რეციპიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაოპერაციები მიდამოს სუფთად და მშრალად შენარჩუნება. ექიმი გასწავლით, როგორ უნდა მიიღოთ შხაპი.

ნაკერებს საავადყოფოდან გაწერის წინ ან ექიმთან განმეორებითი ვიზიტის დროს ამოგიღებენ.

სანამ ექიმი არ დაგრთავთ ნებას, არ შეიძლება საჭესთან ჯდომა. თავი უნდა არიდოთ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გადანერგილ თირკმელზე ზეწოლა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ექიმმა სხვა შეზღუდვებიც დაგიწესოთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:

  • ციებ-ცხელება - შესაძლოა, თირკმლის მოცილების ან ინფექციის ნიშანი იყოს;

  • ნაოპერაციები ადგილის შეწითლება, შეშუპება, ამ ადგილიდან სისხლდენა;

  • ჭრილობის მიდამოში ტკივილის გაძლიერება - შესაძლოა, თირკმლის მოცილების ან ინფექციის ნიშანი იყოს.

გადანერგილი თირკმლის მოცილების ნიშნები სხვა დაავადების ნიშნებს ჰგავს, ამიტომ ჯანრთელობის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ ტრანსპლანტოლოგს.

საზოგადოდ, ხშირად იარეთ მასთან - მუდმივი კონტაქტი აუცილებელია.

წაიკითხეთ სრულად