რა კავშირია იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა კავშირია იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის

რა კავშირია იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. თუმცა, პრაქტიკულად ახლა გახდა შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ როგორ აკონტროლებენ ნერვული უჯრედები ორგანიზმში განვითარებულ ანთებით რეაქციას. კვლევა ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის (აშშ) მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი საცდელ ვირთაგვებს სპეციალურად ასნებოვნებდნენ ჰელმინთებით და ზემოქმედებდნენ მათზე სერიოზული ალერგენებით, ცხოველთა ორგანიზმში ანთებითი რეაქციის პროვოცირებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ვირთაგვების ორგანიზმში მკვეთრად იმატებდა ციტოკინების რაოდენობა. ანთების ეს მოლეკულები (იგივე ანთების მედიატორები) ზრდის ლორწოს გამომუშავებასა და კუნთების შეკუმშვას, რაც თავის
მხრივ ხელს უწყობს პარაზიტებისა თუ ალერგენების ორგანიზმიდან გამოძევებას.

საკვირველი აღმოჩნდა სხვა რამ - ციტოკინების გამომყოფი უჯრედების ზედაპირზე მეცნიერებმა იპოვეს რეცეპტორები, რომლებიც ურთიერთქმედებს ნორადრენალინთან - ქიმიურ ნეიროტრანსმიტერთან, რომელიც ნერვული უჯრედებით გამოიყოფა. სწორედ ამ გზით ხორციელდება ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის კავშირი.
შემდგომი ექსპერიმენტებით ისიც დადასტურდა, რომ
აღნიშნულ რეცეპტორთა მოცილების შემთხვევაში ჰელმინთებით დასნებოვნების შემდეგ ვირთაგვებს გამძაფრებული ანთებითი რეაქცია უვითარდებათ, ხოლო რეცეპტორთა წინასწარი სტიმულაციის ფონზე, პირიქთ, ანთება რამდენადმე ცხრება.

ამ მიგნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ასთმით, ალერგიითა და სხვა ანთებითი რეაქციით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რადგან სწორედ ანთებითი რეაქციის ინტენსივობის რეგულირებაა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა
08-05-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
ონკოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ. პროფესორი
15-04-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
შაქრიანი დიაბეტი, სხვა ორგანოთა მსგავსად, თირკმელებსაც აზიანებს.
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად