თირკმელები და შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
თირკმელები და შაქრიანი დიაბეტი

თირკმელები და შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
მეორე ტიპი დიაბეტის მქონე პაციენტთა 5 %-ს თირკმელების სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დაზიანება აღენიშნება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის აქტუალობას.
შაქრიანი დიაბეტით დაზიანებული თირკმელები გადაუდებელ მკურნალობას ითხოვს, რამდენადაც, პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა სერიოზულად დამძიმდეს.


როგორ აზიანებს დიაბეტი თირკმელებს?

დაზიანების პირველი ნიშნებია უშუალოდ თირკმელების კედლების გამკვრივება და შეჭმუხვნა. თირკმლის გორგლები, რომელთაც სითხის გაფილტვრა ევალება, კედლების ცვლილების გამო ზომით მცირდებიან, კარგავენ მკვებავ კაპილარებს, რაც, საბოლოოდ, იწვევს იმას, რომ მათ ორგანიზმის
თხევადი ნაწილის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა აღარ შეუძლიათ.

დიაბეტური დაზიანება დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან ორგანიზმში სითხის გაწმენდას სხვა კვანძებიც ახორციელებენ, მაგრამ როდესაც პირველი სიმპტომები იჩენს თავს, ორგანო უკვე სერიოზულადაა დაზიანებული. სწორედ ამიტომ ურჩევენ სპეციალისტები შაქრიანი დიაბეტის მქონეთ გეგმურად, პერიოდულად იტარონ თირკმლის გამოკვლევები.


თირკმლის დაზიანების მიზეზები

მთავარი
მიზეზი, რის გამოც თირკმლის მუშაობა ირღვევა, სისხლში შაქრის მომატებული დონეა, თუმცა დიაბეტისას თირკმლის დაზიანების გამომწვევი სხვა ფაქტორებიც არსებობს:

  • ფასთფუდის ხშირი გამოყენება;
  • მემკვიდრეობითობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია.


დაზიანების სახესხვაობანი

დიაბეტი იწვევს თირკმლის დაზიანების რამდენიმე სახესხვაობას:

  • ანგიოპათიას, დიაბეტურ ნეფროპათიას და საშარდე გზების ქრონიკულ ინფექციებს.
  • ანგიოპათიისას თირკმელი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ჟანგბადოვანი შიმშილი კი იწვევს ორგანოს იშემიას, მოგვიანებით ამის ფონზე თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია.
  • სისხლძარღვების დაზიანების გამო ორგანო ვეღარ ასრულებს ფილტრის ფუნქციას, ის კარგავს გაფილტვრის უნარს და ვითარდება დიაბეტური ნეფროპათია. ყოველივეს დიაგნოსტირება შესაძლებელია თვალის ფსკერის დათვალიერებით.
  • თირკმლის მიერ გამოყოფილ ურინში შაქრის დონის მკვეთრი მატება იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფ და აქტიურ განვითარებას, რაც საბოლოოდ საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების მიზეზი ხდება.


დიაბეტური ნეფროპათიის ნიშნები


თირკმელების დიაბეტური დაზიანება ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:

  • არტერიული წნევის მატება;
  • შეშუპება (დღისით - ქვედა კიდურები, ღამით - სახე და ხელები);
  • შარდის მოწითალო ფერი;
  • ხშირი შარდვა და ქავილი;
  • წელის ტკივილი;
  • კანის ქავილი, გამონაყარის გარეშე.

დიაბეტისას სისხლი შარდში თირკმელების ქრონიკულ დაზიანებას მიუთითებს.

თირკმელების დაზიანების პირველივე ნიშნების აღმოჩენისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების დროული ლიკვიდირება მოხდეს. დიაბეტისას თირკმლის ცვლილებანი იწვევს მრავლობით გართულებას, ამასთან, პათოლოგია სწრაფად პროგრესირებს და შედეგად ვღებულობთ:

  • რეტინოპათიას - თვალის ფსკერის სისხლძარღვთა დაზიანება-დეფორმაციას;
  • ნეიროპათიას - ნერვული სისტემის მოშლილობებს;
  • თირკმლისმიერ უკმარისობას.

გარდა ამისა, ადამიანს უკვე მუდმივად აწუხებს ტკივილი წელის არეში, სხეულის მომატებული ტემპერატურა, ქავილი, უჩივის ზოგად სისუსტეს.


თავდაცვის საშუალებანი

  • უპირველესი ღონისძიება სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლია;
  • ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე არტერიული წნევის ცვლილებას;
  • სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებისას გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ინსულინი;
  • უკუაგდეთ ჰიპოდინამია და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ;
  • ყურადღებას საჭიროებს კვება და სისხლში მავნე ქოლეტერინის დონის გაკონტროლება;
  • რაციონში უნდა შედიოდეს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები;
  • ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ძალიან უწყობს ხელს მარტივი ფიზიკური დატვირთვები - სუფთა ჰაერზე სიარული, სირბილი, ველოტრენაჟორი.

პროფილაქტიკური ღონისძიებები არა მხოლოდ თირკმელების, მთელი ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დამაზიანებელი ფაქტორებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ეს კი ჯანმრთელობის საიმედო გარანტია.
თარიღი : 09-06-2018
მარი
რას ნიშნავს "ხარისხიანი ინსულინი"?! რომელია ხარისხიანი და რომელი უხარისხო და თუ უხარისხოა რატომ არის გაყიდვაში?! მადლობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
03-08-2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 1,4 მილიარდ ადამიანს, არაადეკვატური
27-09-2018
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
11-07-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც თხიერი შიგთავსი აქვს და ის შესაძლოა ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს.
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული