თირკმლის დაავადებების განვითარების მიზეზები, დიაგნოსტიკის, პროფ ილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის დაავადებების განვითარების მიზეზები, დიაგნოსტიკის, პროფ ილაქტიკისა და მკურნალობის საშუალებები

ექიმი ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.

- ქალბატონო ქეთევან, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაავადებები?

- თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომლებიც მუცლის ღრუში, წელის მიდამოში მდებარეობს. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო ყოველდღიურად 130-150 ლიტრ სისხლს ფილტრავს, აბალანსებს ორგანიზმის წყალ-მარილოვან და მჟავა-ტუტე წონასწორობას, მონაწილეობს მეტაბოლური და ენდოკრინული ცვლის პროცესებში.

შესაბამისად, თირკმელები ჩართულია და რეაგირებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე, პათოლოგიური მდგომარეობებისას კი ასახავენ როგორც თირკმელების, ასევე სხვა ძირითადი დაავადების არსებობას და მის სიმძაფრეს. მაგალითად: შარდის საერთო ანალიზში თუნდაც შემთხვევით აღმოჩენილმა ცვლილებამ შეიძლება ასახოს ორგანიზმში ლატენტურად არსებული სისტემური პრობლემა, თირკმელების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილების მიხედვით კი შეიძლება ვიმსჯელოთ ძირითადი დაავადების სიმძიმეზე.

უშუალოდ თირკმელების დაავადებაა გლომერულონეფრიტი, რაც, თავის მხრივ, იყოფა მწვავედ და ქრონიკულად.

გლომერულონეფრიტი იმუნო-ანთებითი დაავადებაა, რომელიც თირკმელების გორგლოვან აპარატს აზიანებს. კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

  • საერთო სისუსტით, და/ან
  • შეშუპებით, და/ან
  • არტერიული წნევის მაღალი ციფრებით, და/ან
  • ცვლილებებით შარდის საერთო ანალიზში.

გლომერულონეფრიტის არსებობაზე დაეჭვებისას ტარდება რუტინული კვლევები: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, ულტრაბგერითი კვლევა, ბიოქიმიური თუ სხვა სპეციალური ანალიზები. აუცილებლად შეძლებისდაგვარად ბოლომდე უნდა გამოირიცხოს ის სხვა (პირველადი) დაავადება, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების ჩამოყალიბება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოზის დასადგენად “ოქროს სტანდარტია” თირკმლის სადიაგნოსტიკო ბიოფსია, რის საფუძველზეც დადგინდება: თირკმელების დაზიანების მიზეზი (თირკმელების პირველადი დაავადებაა თუ მეორეული დაზიანება), თირკმელების პირველადი დაავადების - გლომერულონეფრიტისას მისი კონკრეტული მორფოლოგიური ნაირსახეობა, რაც შესაძლებელს ხდის მიზნობრივი მკურნალობის დაწყებას.

როგორც აღვნიშნეთ, თირკმელების დაზიანება/დაავადება შეიძლება ჩამოყალიბდეს მეორეულად, ორგანიზმში არსებული სხვა სისტემური დაავადებების შედეგად, რასაც შეიძლება იმავე ტიპის ჩივილები და გამოვლინებები ჰქონდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის გამო ჩამოყალიბებული თირკმელების ქრონიკული დაავადება.

შაქრიანი დიაბეტი თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც ახალი შემთხვევების თითქმის 44%-ს შეადგენს. მაშინაც კი, როდესაც დიაბეტი კონტროლირებადია და ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თითქმის 24 მლნ ადამიანს აქვს დიაბეტი და დაახლოებით 180000 პაციენტს უტარდება თირკმელჩანაცვლებითი მკურნალობა (დიალიზის პროგრამული სეანსები). ყოველწლიურად თირკმელების უკმარისობაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები თითქმის 32 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამგვარად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ენდოკრინოლოგების განსაკუთრებული ყურადღება დიაბეტის სწორი მართვის საკითხში, რათა არ ჩამოყალიბდეს დიაბეტური ნეფროპათია, თირკმელების ქრონიკული დაავადება, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემცირდეს თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროება და სახელმწიფოსგან ამ პროცედურის დაფინანსებაზე გაწეული დანახარჯები.

ცალკე განხილვის საგანია ინფექციური პროცესის არსებობა საშარდე სისტემაში, რომელსაც მრავალგვარი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა ვლინდება შემცივნებით, ცხელებით, წელის ტკივილით, ხშირი და მტკივნეული შარდვით.

- რა სიმპტომები ახასიათებს თირკმლის ამა თუ იმ პათოლოგიას?

- თირკმელების როგორც პირველადი, ასევე მეორეული დაზიანებისა და დაავადებისათვის ძირითადად დაამახასიათებელია:

  • შეშუპება;
  • არტერიული პიპერტენზია;
  • შემცივნება;
  • ცხელება;
  • ხშირი და მტკივნეული შარდვა;
  • ცვლილებები შარდის საერთო ანალიზში: ცილა შარდში, ლეიკოციტების, ერითროციტების, ცილინდრების, ბაქტერიების არსებობა.

- როგორია ტკივილის სინდრომის ხასიათი და უპირატესად თირკმლის რომელ პათოლოგიას ახასიათებს?

- ტკივილის აღმოცენების მიზეზია საშარდე სისტემაში არსებული პრობლემები: თირკმლის კაფსულის დაჭიმვა თირკმელების ზრდის გამო (ანთებითი პროცესები თირკმელებში), კონკრემენტებისა და მარილის კრისტალების მოძრაობა საშარდე სისტემაში (თირკმლის ჭვალი), ქვედა საშარდე სისტემის ანთებით/შეგუბებითი პროცესები: ხშირი, მტკივნეული შარდვა, შარდის შეკავება/შეხუთვა.

- შარდის რა ცვლილებები შეინიშნება ამ დროს და რა არის მიზეზი?

- გამოყოფილი შარდის ვიზუალური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ფაქტორია. ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს: სპეციფიკური სუნის მქონე შარდით ანთებითი და არაკორეგირებული დიაბეტური დაავადების დროს, სისხლით შეფერილი ან ხორცის ნარეცხის მაგვარი შარდით, ასევე დღე-ღამის შარდის რაოდენობის მკვეთრი შემცირებით ან მომატებით, რაც ექიმთან დაუყოვნებელი მისვლის მიზეზებია.

- როგორ ირღვევა შარდის გამოყოფა თირკმლის პათოლოგიებისას?

- შარდის გამოყოფის ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. შარდის გამოყოფაზე მსჯელობისას აუცილებელია დაკონკრეტდეს დროის მონაკვეთი და მიღებული სითხის რაოდენობა. ხშირი და ცოტა რაოდენობით შარდვა, ასევე დასალევი სითხის შეზღუდვის გამო შარდის რაოდენობის შემცირება არ არის თირკმელების პათოლოგიაზე დაეჭვების საბაბი. ექიმთან მისვლამდე განსაზღვრეთ, რა რაოდენობის სითხეს ღებულობთ და რამდენია გამოყოფილი შარდის დღეღამური ოდენობა. შარდმდენი მედიკამენტის მიღების გარეშე დღე-ღამეში მიღებული სითხის რაოდენობა 200 მლ-ით უნდა აჭარბებდეს გამოყოფილი შარდის რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ დღის რეჟიმისა და მიღებული სითხის რაოდენობისაგან დამოუკიდებლად შემცირდა დღე-ღამის შარდის რაოდენობა, შეშუპდით და მოიმატა არტერიულმა წნევამ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

- თირკმლის დაავადებათა დიაგნოსტირების როგორი მეთოდები არსებობს?

- საშარდე სისტემის პათოლოგიის გამოსავლენად ერთდროულად უნდა დადგინდეს როგორც საშარდე სისტემის პირველადი დაავადება, ასევე თირკმელების ფუნქციობის დამრღვევი მეორეული მიზეზიც. დიაგნოზის გასარკვევად ტარდება შემდეგი კვლევები:

  • სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი;
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა;
  • თირკმელების სუმარული ფუნქციური უნარის განსაზღვრა;
  • საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა;
  • ხშირად საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევა;
  • რენტგენოგრაფიული კვლევა ინფორმაციულია საშარდე სისტემაში არსებული კონკრემენტების გამოსავლენად;
  • ხშირად საჭიროა საშარდე სისტემის კვლევა ვენურად შეყვანილი კონტრასტის მეშვეობით (ექსკრეტორული უროგრაფია);
  • ასევე კვლევა ვენაში შეყვანილი ღია რადიოფარმპრეპარატის მეშვეობით (დინამიური ნეფროსცინტიგრაფია), რაც იძლევა თირკმელების ფუნქციური უნარის შეფასების საშუალებას;
  • საჭიროებისას წარმოებს თირკმელების სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსიის ჩატარება, მიღებული მასალის მორფოლოგიური კვლევა.

- როგორ მკურნალობენ?

- საშარდე სისტემის დაავადებათა მკურნალობა წარმოებს საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით. უპირველესად საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა და მიზნობრივი მკურნალობის შერჩევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია “პირველადი” დაავადებებისა და მდგომარეობების გამოვლენა, შეფასება, სწორი მართვა, მათ მიერ უკვე მიყენებული დაზიანების და/ან რისკების შეფასება.

- რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი ამ დროს?

- გლომერულონეფრიტის დიაგნოსტირებისას საჭიროა საკვები მარილის რაოდენობის კონტროლი არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის საჭიროების გამო. ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისას კი, როგორებიცაა საშარდე გზების ინფექცია, თირკმელების პოლიკისტოზი, თირკმელების სუმარული ფუნქციური უნარი შენახულია, არ არის საჭირო განსაკუთრებული კვებითი რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი მისაღები სითხის რაოდენობის შეზღუდვა, სუფრის მარილის აკრძალვა.

კვების რეჟიმი აქტუალურია თირკმელების ქრონიკული დაავადებისას, როდესაც მისი პროგრესირების შესაფერხებლად ინიშნება დაბალცილოვანი დიეტა, კონტროლდება ელექტროლიტებისა და გაზების შემცველობა არტერიულ სისხლში, პასუხების მიხედვით კი ინიშნება სათანადო კვებითი შეზღუდვები. თუკი მკურნალობა გრძელდება პროგრამული დიალიზის სეანსებით, ჩნდება მისაღები სითხის შეზღუდვის საჭიროება.

- რას ითვალისწინებს თირკმლის პათოლოგიების პროფილაქტიკა?

- თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, არამინერალური სითხის მიღებას ადეკვატური რეჟიმით (გამოყოფილი შარდის რაოდენობის შესაბამისად), ფონურად არსებული და რისკის მატარებელი ყველა დაავადების შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ მოვლას, რაც გულისხმობს: შაქრიანი დიაბეტისას - გლიკემიისა და არტერიული წნევის ადეკვატურ კორექციას, მიკროალბუმინურიისა და თირკმელების ფუნქციური სინჯების კონტროლს, გულის უკმარისობისას კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას, განდევნის ფრაქციის კონტროლს, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციისას - შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევასა და, საჭიროებისას, სათანადო ანტიბაქტერიულ თერაპიას და სხვა.

- როგორია პროგნოზი?

- როგორც მრავალრიცხოვანი სომატური, ასევე თირკმელების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი და პროგრესირებადი დაავადების საფუძველზე, თირკმელების ფუნქციური უნარი ილევა, მოქმედი სტრუქტურები შეუქცევადად მცირდება, თირკმელების ქრონიკული დაავადება, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ხუთ სტადიად გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებლის მიხედვით. მეხუთე სტადია ჩვენებაა თირკმელჩანაცვლებითი მკურნალობის (ჰემო- და პერიტონეური დიალიზის პროგრამული სეანსები) დასაწყებად. შესაძლოა თირკმლის ტრანსპლანტაციის საკითხიც დადგეს.