თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება

"თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები" – ამ სლოგანით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც "მკურნალს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე". მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობისა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

"თამბაქოს მავნე ზემოქმედებით მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია; ეწევა მამაკაცთა 55% და ქალთა 5%. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობისშესახებ"-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე გაიმართება თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის და ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაცია და თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო, საუნივერსიტეტო და სამასპინძლო დაწესებულებების დაჯილდოება.