მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 90% თამბაქოს მოხმარებითაა განპირობებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 90% თამბაქოს მოხმარებითაა განპირობებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გარდაცვალების 90%, ქრონიკული ბრონქიტით - 75% და გულის იშემიური დაავადებით - 25%, განპირობებულია თამბაქოს მოხმარებით. საქართველოში, სამწუხაროდ, მწეველთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია ხელი შეეწყოს თამბაქოსადმი დამოკიდებულების გავრცელების შემცირებას, მოწევის წინააღმდეგ მოსახლეობის ყველა ფენის, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართვას, თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკასა და ჯანმრთელობაზე თამბაქოს დამღუპველ მოქმედებაზე საზოგადოების ინფორმირებულობას. ბევრი ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს ნიკოტინისადმი დამოკიდებულებისაგან. ზოგი ვერ აცნობიერებს ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოხმარების შედეგების მთელ სიმძიმეს, ბევრს მიაჩნია, რომ დაავდება მას არ შეეხება. ხშირად მოწევის ჩვევა იმდენად ძლიერია, რომ მასზე უარის თქმას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ ამ დღეს, ბევრ ქვეყანაში, აქტივისტები და ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლები ატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სხვა ღონისძიებებს, მოწოდებულს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად ნიკოტინის მავნებლობასა და მოწევის გადაჩვევის მეთოდებზე.

გარდა ამისა, ყოველწლიურად, 31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე - თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day).

ლალი ჩხიკვაძე