რატომ უნდა დაფიქრდეთ კიდევ ერთხელ ნიკოტინის მავნე შედეგებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა დაფიქრდეთ კიდევ ერთხელ ნიკოტინის მავნე შედეგებზე

• მოწევაზე უარის თქმა მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

• მოწევა კანის დაბერება-გამოშრობის და მიმიკური ნაოჭების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნეგატიური ფაქტორია. მოწევის მიტოვებიდან სამი თვის შემდეგ კანი თანდათანობით აღდგება და ადამიანი თავად ვერ იჯერებს საკუთარი კანის ცვლილებებს.

• ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვთა კედლების ანთებას, რაც აჩქარებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას. მოწევაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ ათერომული ფოლაქები წყვეტს ზრდას, სისხლძარღვებში წლების განმავლობაში (მოწევის პერიოდი იგულისხმება) მიმდინარე პათოლოგიური პროცესები იბლოკება, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის აღმოცენების რისკს მნიშვნელოვნად აქვეითებს.

• მოწევა პროვოცირებას უწევს სიმსივნის განვითარებას (შარდის ბუშტის, ფილტვების, ხორხის, პირის ღრუს კიბოს აღმოცენებას). თუ ადამიანი სისტემატურად ეწევა, მოწევის დანებებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ მცირდება მისი კიბოთი დასნებოვნების რისკი.

• მოწევიდან 20-25 წუთში რეცეპტორებთან დაკავშირებული ნიკოტინი სცილდება სამიზნეებს და სისხლძარღვებს გაფართოების საშუალებას აძლევს. თუ უარს იტყვით მოწევაზე, გაგიუმჯობესდებათ შინაგან ორგანოთა სისხლმომარაგება, მოგიწესრიგდებათ არტერიული წნევა, შესაბამისად, თავიდან აიცილებთ უამრავ დაავადებას.

იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ნიკოტინის ამ მავნე შედეგებზე და უარი თქვათ მავნე ჩვევაზე!

თინათინ გოცაძე