ფარული ალკოჰოლიზმის მთავარი ნიშანი იდენტიფიცირებულია
ამის შესახებ ექიმმა Daily Mail-ს განუცხადა.
„თუ სტრესზე თქვენი პირველი რეაქცია ღვინის დასხმაა, თუ დღის უმეტეს ნაწილს სვამთ, ან თუ არ გახსოვთ, რამდენი დალიეთ კვირაში, ეს დამოკიდებულების აშკარა ნიშნებია“, - გაგვაფრთხილა ექიმმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური მითითებები ალკოჰოლის რაოდენბაზე ასეთია: კვირაში სამი ლიტრი მსუბუქი ლუდი ან ექვსი ჭიქა საშუალო სიძლიერის ღვინო, მაგრამ ზრდასრულთა 24 პროცენტი რეგულარულად აჭარბებს ამ ზღვარს.
ფერნანდომ აღნიშნა, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობითაც კი რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ჭარბი წონა, შფოთვის მომატება და კონცენტრაციის დაქვეითება.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი ჩვევა ზრდის ჰიპერტენზიის, ინსულტის, გულის შეტევის და კიბოს რამდენიმე სახეობის რისკს. გარდა ამისა, სპეციალისტმა დასძინა, რომ ლატენტურ ალკოჰოლდამოკიდებულებს ხშირად უსვამენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების და ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოზს.
9 დაავადება, რომელიც ხშირად უვითარდებათ მათ, ვინც სწრაფად თვრება
თუ ადამიანს ძალიან ცოტა დრო და ალკოჰოლი სჭირდება თრობისთვის, დიდი ალბათობით, მას იცავს გენები, რომლებიც, სამწუხაროდ, პასუხისმგებელნი არიან გარკვეული დაავადებების განვითარებაზე.
არსებობს ათობით გენი, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირდება და მათგან განსხვავებით არის ისეთებიც, რომლებიც იცავს ალკოჰოლისგან.
რას აკეთებენ „ფხიზელის გენები“?
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გააანალიზა 3,2 მილიონზე მეტი დნმ-ის ჩანაწერი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამ სფეროს - ერთნუკლეოტიდურ პოლიმორფიზმს, ანუ SNP-ს, რომელიც იცავს ადამიანს ალკოჰოლიზმისგან.
როგორც წესი, ასეთი გენები ძალიან სწრაფად ააქტიურებენ ფერმენტს, რომელიც ამუშავებს ეთანოლს და ფაქტობრივად, ორი ჭიქა არყის ან ღვინის დალევის შემდეგ, ადამიანი გრძნობს, რომ მთვრალია, აწუხებს პირღებინება და თავის ტკივილი. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ორგანიზმმა ჩართო დაცვა ზედმეტი სასმელისგან (სავარაუდოდ, ასეთი საწყისი მონაცემების მქონე ადამიანი არ გახდება ალკოჰოლდამოკიდებული).
„ადამიანები, რომლებსაც აქვთ მინორული ალელის ვარიანტი SNP, ძალიან სწრაფად გარდაქმნიან ეთანოლს აცეტალდეჰიდად“, - განაცხადა სანდრა სანჩეზ-როიჯმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს მედიცინის სკოლის ფსიქიატრიის ასისტენტ-პროფესორმა. „და მძიმე ნაბახუსევის სინდრომი იწყება თითქმის დალევისთანავე“.
რას განიცდიან „გენეტიკური ფხიზელები“?
მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს კიდევ რაზეა პასუხისმგებელი „ანტიალკოჰოლური“ გენები. აღმოჩნდა, რომ ზოგადად, ასეთი საჩუქრის მქონე ადამიანები სხვებზე ბუნებრივად ჯანმრთელები არიან. ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, უძილობა - ამ ყველაფერს გაცილებით იშვიათად განიცდიან. ასევე აშკარაა, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ ალკოჰოლდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი, თირკმელკენჭოვანი დაავადება და გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება.
ამავდროულად, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები უფრო ხშირად წარმოიქმნება „გენეტიკურ ფხიზელთა“ შორის. მათ შორის:
- ემოციური გადაჭარბებული კვება და სიგარეტზე დამოკიდებულება;
- თავის ტკივილი;
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები: ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, დიფუზური ჩიყვი;
- პოდაგრა და სახსრების სხვა დაავადებები;
- მხედველობის პრობლემები, კერძოდ, მიოპია;
- ონკოლოგია (კანისა და ფილტვების რისკი);
- მალარია (ამ უკანასკნელის შემთხვევაში ადამიანებს ინფიცირების უფრო დიდი რისკი აქვთ).
ამავე დროს, მეცნიერები აღიარებენ, რომ კორელაცია ჯერ კიდევ არ არის უპირობო, ამიტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საეჭვო იყოს.