დისულფირამი - ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ქიმია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისულფირამი - ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ქიმია

სისტემატური მოხმარებისას შორსმიმავალ, შეუქცევად დარღვევებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დეგრადაციას.

ძალზედ რთულია ალკოჰოლიზმის მკურნალობა. არ არსებობს მხოლოდ ერთი რაიმე უნივერსალური მეთოდი, რომელიც ცალსახად ეფექტური იქნება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აქტუალურია ამპულებით მკურნალობა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაერთი დისულფირამია (ანტაბუსი), რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიყენება. მათ შორისაა, საიმპლანტაციო ფორმა, პაციენტის კანქვეშ კაფსულის სახით. მისი მოქმედების მექანიზმი არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის და ხშირად ეჭვის თვალითაც უყურებენ მის ეფექტურობას.

ჩვეულებრივ პირობებში, ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმში იშლება, განიცდის მეტაბოლიზმს, კერძოდ, ალკოჰოლურ სასმელთან ერთად სისხლში მოხვედრილი სპირტი გარდაიქმნება ალდეჰიდად. იგი ძლიერ ტოქსიკური ნაერთია, ამიტომ ორგანიზმის ფერმენტული სისტემა (ალკოჰოლ-დეჰიდროგენაზა) უზრუნველყოფს მის სწრაფად დაშლას და უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნას.

რა არის დისულფირამი და როგორ მუშაობს ის ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში?

ორგანიზმში მოხვედრილი დისულფირამი ქიმიური აგენტია. ის ბლოკავს იმ ფერმენტის მოქმედებას, რომელმაც ალკოჰოლის დაშლის შედეგად გამოყოფილი მომწამლავი ნივთიერება ალდეჰიდი უნდა გაანეიტრალოს. ამ ფერმენტის დათრგუნვა კი ხელს უწყობს სისხლში ტოქსიური, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების დაგროვებას. გამომდინარე იქიდან, რომ იმპლანტის შემთხვევაში სისხლში მუდმივად ცირკულირებს დისულფირამის გარკვეული კონცენტრაცია, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ამ დროს, სისხლში არსებული დისულფირამის გავლენით, ორგანიზმი უბრალოდ ვერ ამუშავებს მიღებულ ალკოჰოლს, ვერ ანეიტრალებს დაშლის მავნე პროდუქტს, რაც იწვევს ინტოქსიკაციას და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. დისულფირამით მკურნალობის მიზანია ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა პაციენტზე, რათა მან თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან, რაც შეიძლება დიდხანს იმყოფებოდეს ფხიზელ მდგომარეობაში და საბოლოოდ გათავისუფლდეს ამ მავნე ჩვევისგან.

იმ შემთხვევაში, თუ დისულფირამ-იმპლანტირებული პაციენტის ორგანიზმში მოხვდება ალკოჰოლი, 5-10 წუთში იწყება მთელი რიგი სახიფათო გვერდითი ეფექტები:

  • სისხლძარღვების გაფართოება;
  • არტერიული წნევის დაქვეითება(ჰიპოტენზია);
  • სახესა და ტანზე წამოწითლება;
  • გულისრევა, პირღებინება;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • პირის სიმშრალე;
  • ზოგადი სისუსტე;
  • გამოფიტვა;
  • ძილიანობა;
  • ცნობიერების დაბინდვა;
  • სიკვდილი

გვერდითი ეფექტები ხშირად საჭიროებს რეანიმაციულ ჩარევას და განსაკუთრებით მძარფრდება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

ამდენად აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, მისი და მისი ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლება, საფრთხეების შეფასება და პრევენცია, ვინაიდან რისკის შემცველია არა მხოლოდ პერორალურად(პირის ღრუდან) მიღებული ალკოჰოლი, არამედ ყოფაცხოვრებაში გამოყენებული ალკოჰოლის შემცველი საგნები: საპარსი ქაფი, დეზოდორი, ოდეკოლონი, ლიქიორიანი შოკოლადიც კი. მათ შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე გვერდითი ეფექტები.

გასათვალისწინებელია, რომ დისულფირამით მკურნალობა მხოლოდ იმ პირებთანაა შედეგიანი, ვინც მოტივირებულია და არა იმპულსური. პაციენტის ნების გარეშე დაუშვებელია ამ ტიპის მკურნალობა.