როგორია ორგანიზმზე ალკოჰოლის მიღების დროებით შეწყვეტის ეფექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია ორგანიზმზე ალკოჰოლის მიღების დროებით შეწყვეტის ეფექტი

როგორ მოქმედებს ალკოჰოლური სასმელების მოხმარების დროებით შეწყვეტა ადამიანის ორგანიზმზე.

მედიკოსის განმარტებით, რაციონში სპირტიანი სასმელების არარსებობა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. პირველივე კვირას ძილი უფრო ღრმა და სრულფასოვანია, იზრდება შრომის უნარი. მეორე კვირას ადამიანს უწესრიგდება კუჭის მჟავა რეფლუქსი და აღდგება წყლის ბალანსი. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი იწვევს გაუწყლოებას, რაც აისახება ადამიანის მდგომარეობასა და გარეგნობაზე, მაგალითად, კანი შრება. მესამე კვირას წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა და მცირდება მასა, სტაბილურდება არტერიული წნევა და აღდგენას იწყებს ღვიძლის ქსოვილი.

თუმცა, ექიმის აზრით, ერთი ბოკალი ღვინო გვეხმარება სტრესის დონის შემცირებასა და უარყოფითი გრძნობების დაძლევაში.

როგორ შეიძლება შევამციროთ დიაბეტის განვითარების რისკი

new-4-1641378444.jpg

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს საუზმის საუკეთესო დრო. მათი აზრით, ადრეული საუზმე ამცირებს ტიპი 2 დიაბეტისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის განვითარების რისკს.

მათ, ვინც გვიან საუზმეს ან დილით საკვების მიღების გამოტოვებას ანიჭებს უპირატესობას, უნდა გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას დილის ტრაპეზისადმი. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე საუზმობენ, სისხლში შაქრის უფრო დაბალი დონე და ნაკლები ინსულინრეზისტენტობა აღენიშნებათ.

სისხლში გლუკოზის დონის მატება და ჰორმონ ინსულინისადმი (არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს) რეზისტენტობა პრედიაბეტისა და ტიპი 2 დიაბეტის მარკერებია.

კვლევები აჩვენებს იმასაც, რომ დიეტის პოპულარული სტრატეგია, რომლის დროსაც საკვები უნდა მივიღოთ დროის შეზღუდულ მონაკვეთში და არაა მნიშვნელოვანი რაოდენობა, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, მიღებული საკვების შეზღუდვის ნაცვლად, ყურადღება გავამახვილოთ საკვების მიღების დროზე, საუზმე კი რაც შეიძლება ადრე უნდა მივიღოთ.