რა არის მარიხუანას მოხმარების კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი
ბრისტოლის უნივერსიტეტისა და მერდოკის ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა გააანალიზეს 665 ავსტრალიელისა და მათი 1030 ბავშვის ჯანმრთელობის მონაცემები. კვლევის მონაწილეებს უსვამდნენ კითხვას: მოიხმარდნენ თუ არა თამბაქოსა და მარიხუანას 14 წლიდან 29 წლამდე ასაკში. აღსანიშნავია, რომ ბავშვების 30%-ის დედები და მამები არარეგულარულად მოიხმარდნენ მარიხუანას 15-დან 17 წლამდე ასაკში, 3%-ისა კი - ყოველდღიურად.
მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ასეთ ბავშვებს შორის დღენაკლული ან წონის ნაკლებობით დაბადებული ბავშვების წილი 6-ჯერ მეტი იყო მათთან შედარებით, რომელთა მშობლები არ იღებდნენ ნარკოტიკს მოზარდობის ხანაში.
კვლევებით დადასტურებულია, რომ დედის მიერ ორსულობისას მარიხუანას მიღება ზრდის დღენაკლული ბავშვის დაბადების რისკს.