/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თამბაქოს მოხმარება ტუბერკულოზისგან გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამბაქოს მოხმარება ტუბერკულოზისგან გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია

ამწუხაროდ, მწეველთა დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით კი, თამბაქოს არასრულწლოვანმა მომხმარებლებმა არ იციან, რომ თამბაქოს მოხმარება ტუბერკულოზის განვითარებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი მიკრობაქტერიის შედეგად გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, შესაფერისი გარემოს გარეშე ვერ გამრავლდება და ვერც განვითარდება. ასეთ გარემოს სწორედ, თამბაქოს მოწევის შედეგად დაზიანებული ორგანოები, ძირითადად კი ფილტვის ქსოვილი ქმნის. თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმი სუსტდება. ამიტომაც მწეველებში იშვიათია მკურნალობას შედარებით იოლად დაქვემდებარებადი, ტუბერკულოზის მცირე, ლოკალური ფორმები. მწეველებში, განსაკუთრებით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებში სჭარბობს ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმები, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით.

sigar1-1640683602.jpg

2015 წელის მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის დროს პაციენტების 46% აქტიური მწეველი იყო, 32% კი წარსულში ეწეოდა. ასეთ პაციენტებში თამბაქოს მოხმარებამ უშედეგო მკურნალობის რისკი გაზარდა. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. რისთვისაც შეიქმნა სპეციალური პროექტი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლობითა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნანა ქირია, პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო მიმართულებით:

- თამბაქოს კვამლის ქიმიური კომპონენტები ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებისა და დაავადების ხელშემწყობია. შესაბამისად, თამბაქოს მოწევა ზრდის: ტუბერკულოზის მიკობაქტერიით დაინფიცირების, ტუბერკულოზური პროცესის პროგრესირების, ტუბერკულოზის რეციდივის ( რელაფსის) განვითარების, ინვალიდობისა და სუნთქვის უკმარისობით გამოწვეულ სიკვდილის რისკებს. აფერხებს ტუბერკულოზის მკურნალობაზე კლინიკურ პასუხს; თამბაქოს როგორც აქტიური, ასევე პასიური მწეველობა ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ეფექტურობას ამცირებს და საერთო ჯამში, ხელს უშლის ტუბერკულოზის მართვის პროგრამის წარმატებულ განხორციელებას; მოწევის შეწყვეტა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტუბერკულოზის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებას.

sigar2-1640683623.jpg

„შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობის მიზნით თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნული ცენტრის ურთიერთ თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში მოწევის შეწყვეტის ABC მიდგომის ინტეგრირების მექანიზმი.

- რას მოიცავს ეს მექანიზმი?

- სხვადასხვა საგანმანათლებლო ტიპის პროგრამების (სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები) მეშვეობით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, დამყოლობის სპეციალისტები და ტუბერკულოზის საინფორმაციო ბაზის მენეჯერები; ითარგმნა და შეიქმნა სპეციალური ხასიათის სასწავლო ლიტერატურა სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე საგანმანათლებლო მასალები ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის. შეიქმნა სენსიტიური (ტბ-01) და რეზისტენტული (მე-4 კატეგორიის) ტუბერკულოზის სამკურნალო ბარათების ახალი რედაქცია მათზე ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შესახებ ინფორმაციის დამატებით;

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელშეწყობით, ერთ-ერთმა, უცხოურმა, ფარმაცევტულმა კომპანიამ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა მოწევაზე თავის დანებების სპეციალური პრეპარატი 50 პაციენტისათვის. ეს პრეპარატი ეხმარება მწეველებს, რომ გაუადვილდეთ მოწევაზე თავის დანებება.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ტუბერკულოზის ეროვნული კოორდინატორის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანებით, ტუბერკულოზის პროგრამაში მოწევის შეწყვეტის ABC მიდგომის ინტეგრირების პროცესის შემდგომი გაფართოების მიზნით, ტუბსაწინააღმდეგო ქსელის ყველა სტრუქტურული ერთეული თამბაქოსაგან თავისუფალ დაწესებულებად გამოცხადდა.

გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის, თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- მიგვაჩნია, რომ პროექტი, რომლითაც ტუბერკულოზით დაავადებულებს მოწევის შეწყვეტაში ვეხმარებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ის არ უნდა შემოისაზღვრებოდეს გარკვეული დროით, მუდმივი უნდა იყოს.

ფაქტია, პროექტი ძალიან შედეგიანია და მისი განხორციელების პერიოდში გვაქვს ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მოწევის გავრცელების შემცირების ტენდენცია. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ტუბერკულოზით დაავადებულმა მწეველებმა, ისევე, როგორც სხვა მწეველებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია მოწევაზე თავის დანებების მტკიცებულებებზე დაყრდნობილი საშუალებების შესახებ და არ მოექცნენ თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის გავლენის ქვეშ, რომლის მიზანია ჩაითრიოს სამედიცინო პერსონალი, რათა მათ პოპულარიზაცია გაუწიონ ელექტრონულ საიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს (ე.წ. აიქოსი), როგორც თითქოსდა ზიანის შემცირების პროდუქტებს.

მნიშვნელოვანია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ინტერვენციების და მონიტორინგის გაგრძელება. თამბაქოს შეწყვეტის მედიკამენტების უფასოდ ხელმისაწვდომობა. ცენტრში დანერგილი სისტემური მიდგომის მოდელად აღიარება და როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე კლინიკებში მისი დანერგვის ხელშეწყობა.