მეტადონი ტესტი ნარკოტიკზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტადონი ტესტი ნარკოტიკზე

მეტადონის სისხლში, ნერწყვში, შარდსა და თმაში შემცველობის განსაზღვრის ტესტები გამოიყენება ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების ფაქტის გამოსავლენად.

ტესტის სახეები

მეტადონზე ტესტირება – ბიოლოგიური მასალის ტექნიკური ანალიზია, პრეპარატის ან მისი მეტაბოლიტების არსებობის ან არარსებობის განსასაზღვრად. მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება მგრძნობელობით, მაჩვენებლის სიზუსტითა და ნივთიერების ამოცნობის ბუნებით. ანალიზისთვის საჭიროა შემდეგი სახის ბიოლოგიური მასალა: სისხლი, შარდი, ნერწყვი, თმა, ოფლი, ფრჩხილი.

ტესტირება ტარდება ადამიანების ერთჯერადი ან სისტემური კონტროლისთვის ნარკოტიკული პრეპარატების მიღების ფაქტის დასამტკიცებლად.

შარდის გამოკვლევა

მეტადონის არსებობაზე შარდის კვლევა შესაძლებელია მარტივი იმუნოტესტებითა და რთული ანალიზებით, რომლებიც ტარდება ლაბორატორიაში. იმუნოტესტები, სანდოობისა და ოპერატიულობის გამო, საკმაოდ პოპულარულია ბიომასალის ნარკოტიკულ ნივთიერებაზე საკვლევად.

სტანდარტული სააფთიაქო ტესტი ეფუძნება ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტიგენების სპეციფიკური იმუნური, ქიმიური რეაქციების მიმდინარეობას. ისინი გამოიყენება ადამიანის შარდში მეტადონის კვალის აღმოსაჩენად ნარკოტიკის მინიმალური 300ნგ/მლ შემცველობისას.

უფრო ზუსტი ანალიზისათვის წინასწარი ტესტირების შემდეგ ინიშნება შარდის ლაბორატორიული, ქიმიური კვლევა.

სისხლის ანალიზი

სისხლში მეტადონის ან მისი მეტაბოლიტების არსებობის დასადგენად ტარდება ტოქსიკოლოგიური კვლევა, რომლის საშუალებითაც დგინდება ახლო პერიოდში ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფაქტი. შემოწმების ოპტიმალური ვადაა მოხმარებიდან არა უმეტეს 3 დღისა. ზოგიერთი მეთოდი იძლევა მეტადონის რაოდენობრივი პროპორციის განსაზღვრის საშუალებას სისხლის მოცულობის ერთეულში. ბიომასალას იღებენ ვენიდან. შედეგი ცნობილია 10 დღეში.

სისხლის მეორე კვლევა ეფუძნება სისხლის პლაზმაში მეტადონის მიმართ ანტისხეულების აღმოჩენას. ტესტირებით შესაძლებელია დადგინდეს ნარკოტიკური საშუალების მიღების ფაქტი მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. ანალიზს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს:

  • ნარკოტიკის მოხმარებიდან თუ 24 საათზე ნაკლებია გასული, შედეგი მცდარი იქნება. სისხლის პლაზმაში ანტისხეულების წარმოსაქმნელად აუცილებელია 3 დღე მაინც.
  • ერთჯერადი მიღების შემდეგ ანტისხეულების ფორმირება არ ხდება. ის ორგანიზმში ჩნდება მხოლოდ ხანგრძლივი მიღებისას.

თმის ანალიზი

ნარკოტიკის მეტაბოლიტები გროვდება თმის ღერში. მეტადონი შეიძლება შენარჩუნდეს თმაში 90 დღის განმავლობაში. ნარკოტიკი შეიძლება აღმოჩნდეს მოჭრილ თმაში, მისი ხანგრძლივი შენახვის დროსაც კი.

ტესტისთვის საჭიროა რამდენიმე ღერი თმის კანთან ახლოს მოჭრა. იმის გათვალისწინებით, რომ თმის ზრდის სიჩქარე დაახლოებით თვეში 1 სმ-ია, რაც მეტია თმის სიგრძე, მით მეტი დროის მონაკვეთშია შესაძლებელი შემოწმება. მაგალითად, 4 სმ სიგრძის თმის შემოწმებისას შესაძლებელია დადგინდეს, ადამიანი იყენებდა თუ არა ნარკოტიკს უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში.

თუ თავზე თმა არ არის, შესაძლებელია ნიმუშის აღება სხეულის სხვა ნაწილებიდან. თუმცა ასე შესაძლებელია დადგინდეს თავად ნარკოტიკის მიღების ფაქტი და არა ხანგრძლივობა და მოხმარების დრო.

თმის კვლევის უპირატესობებია:

  • მარტივია მასალის აღება;
  • ნიმუში დიდხანს ინახება შარდის, ნერწყვისა და სისხლისაგან განსხვავებით;
  • სიზუსტე შეადგენს 100%-ს;
  • შესაძლებელია დადგინდეს ნარკოტიკის ერთჯერადი, სისტემატური თუ პერიოდული მიღება.

ანალიზის ნაკლოვანი მხარეა:

  • შედეგი სამი კვირის შემდეგაა;
  • ვერ დგინდება მიმდინარე ნარკოტიკული თრობის ფაქტი.

ნერწყვის ანალიზი

ნერწყვის ბიომასალის აღების პროცედურა და მისი მომზადება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც დამოკიდებულია ანალიზის სანდოობა.

ექსპრეს-ტესტები

შარდში ნარკოტიკის აღმოსაჩენი სააფთიაქო ტესტები საშუალებას იძლევა სწრაფად განისაზღვროს, მიიღო თუ არა ადამიანმა ნარკოტიკი უკანასკნელი 7-9 დღის განმავლობაში. თუ ნარკოტიკული პრეპარატის მიღების ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ პერიოდზე მეტია, ტესტი ზუსტ პასუხს არ იძლევა.

ექსპრეს-ტესტი შEღAთEჩ-იმუნოტესტია, რომლის მუშაობის პრინციპი ემყარება კონკურენტული ნარკოტიკების რეაქციის ქრომატოგრაფიულ განსაზღვრას.

MთD Dიპსტიცკ ტესტი შარდის ნიმუშისთვისაა განკუთვნილი და ავლენს შარდში მეტადონის 300ნგ/მლ კონცენტრაციას. ტესტი იძლევა მხოლოდ წინასწარ შედეგს. საბოლოო განსაზღვრისათვის აუცილებელია ქიმიური ანალიზი. თუ შარდში მეტადონის კონცენტრაცია მითითებულ დონეზეა, შესაძლებელია შედეგი აღმოჩნდეს ცრუ უარყოფითი.

„იმუნოქრომ-მეტადონ-ექსპრესი“ – სააფთიაქო ჩხირებია, ისინი სწრაფად და ზუსტად განსაზღვრავს შარდში მეტადონისა და მისი მეტაბოლიტების არსებობას. მუშაობს იმუნური ქრომატოგრაფიული ანალიზის პრინციპით. შარდში ნარკოტიკის საკმარისი ოდენობით შემცველობისას (300ნგ/მლ) ტესტი აჩვენებს ერთ ვარდისფერ-იისფერ ხაზს, ხოლო ნივთიერების არარსებობის ან დაბალი კონცენტრაციისას – ორ ზოლს.

შეიძლება თუ არა ტესტის შედეგების გაყალბება:

ასპროცენტიანი ქმედითი მეთოდი ტესტისა და ლაბორატორიული ანალიზის არასწორი შედეგის მისაღებად არ არსებობს. შარდის ნარკოტიკული ნივთიერებებისგან გასასუფთავებლად მიმართავენ:

  • ჭარბი წყლის მიღებას;
  • ფიზიკურ აქტივობას;
  • В ჯგუფის ვიტამინების მიღებას;
  • შარდმდენების მიღებას.

მსგავს მეთოდებს იყენებენ ნერწყვის ნარკოტიკული ნივთიერებებისგან გასასუფთავებლადაც.

ნარკოტიკების კვალის მოსპობა სისხლის პლაზმაში შეუძლებელია. თუ ანალიზი დროულად, ანუ სისხლში მეტადონის დაშლამდე ჩატარდა, ტესტი მის არსებობას დაადგენს. იგივე ეხება თმისა და ფრჩხილების ანალიზს. მაშინაც კი, თუ ადამიანი გადაიპარსავს თავს და მოიშორებს სხეულის ყველა მიდამოდან თმას, ნარკოტიკული ნივთიერება მაინც რჩება თმის ბოლქვებში.