სამეცნიერო მოსაზრება - გიორგი ასათიანი - თამბაქოს ზეგავლენა ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამეცნიერო მოსაზრება - გიორგი ასათიანი - თამბაქოს ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ზიანის შემცირების შესაძლებლობების შესახებ თსსუ-ს ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი ასათიანი გვესაუბრა.

1. ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ეს რიცხვი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30.7% მწეველია- დაახლოებით 800 000 ზრდასრული ქალი და მამაკაცი. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული სახელისუფლებო და მარეგულირებელი ორგანოების მიერ თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით?

დღეისათვის მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ– ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი კვდება. სიკვდილის 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. გლობალურად, მწეველია მამაკაცთა 40% და ქალთა 9%.

მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 21 საუკუნეში თამბაქოს მიზეზით 1 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, თამბაქოს კონტროლის შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, 2030 წლისთვის თამბაქო წელიწადში 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი.

დაღუპულთაგან, 10-დან 8 დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის მოქალაქე იქნება. სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოს კონტროლის სრულყოფილი ღონისძიებები ნაკლებადაა განხორციელებული.

ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება თამბაქოს პირდაპირი მოხმარებით, ხოლო 890 000 პასიური მწეველობით. მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1/3 რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ. 1964 წლიდან დაახლოებით 2 500 000 არამწეველი გარდაიცვალა პასიური მწეველობისგან განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემებით. პასიური მოწევა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის.

საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. სადღეისოდ, თამბაქოს მოიხმარს მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 31%; ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამჟამად გამოიყენება თამბაქოს ზიანის შემცირების თვალსაზრისით, როგორიცაა ვთქვათ მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სპორტულ ობიექტებზე, ჯანდაცვის და საგამანათლებლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯარიმები რესტორნებში სიგარეტის მოწევისათვის და სხვა გარკვეულ შემაკავებელ როლს ასრულებს, თუმცა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები გვიჩვენებს, მხოლოდ ეს ღონისძიებები საკმარისი არ არის.

მაგალითისათვის აშშ-ში სადაც ეს შეზღუდვები საკმაოდ მკაცრად სრულდება და ადამიანებს აქვთ საკმაოდ დიდი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, უკანასკნელ ათწლეულში მწეველთა პროცენტმა დაიკლო მხლოდ 21%-დან 16%-მდე. გაცილებით დაბალია ეს მაჩვენებელი ეკონომიკურად უფრო დაბალგანვითარებულ ქვეყნებში. იგვე შეეხება საქართველოსაც, სადაც თაამბაქოს მოხმარება ერთი შეხედვით მოქცეულია მკაცრ საკანონმდებლო, ეკონომოკურ და საგანმანათლებლო ჩარჩოებსა და ლიმიტირებებში, მაგრამ ამ შეზღუდვების შესრულებაზე არასათანადო კონტროლისა და სიმკაცრის გამო ფაქტიურად საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე რჩება აქტიურ მწეველად.

ზოგიერთი მოსაზრებით შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად ეფექტური ეკონომიკური სანქციებია. სიგარეტზე ფასის ან გადასახადის ზრდა თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად მცირდება მწეველობა მოზარდებში, ახალგაზრდებსა და დაბალი სოციო–ეკონომიკური სტატუსის პირებში. კვლევების მიხედვით, სიგარეტის რეალური ფასის ყოველი 10%-ით ზრდა ამცირებს სიგარეტის მოხმარებას მოზრდილებში დაახლოებით 3-5%-ით, ახალგაზრდებში- 5,5%-ით და ბავშვებში 6-7%-ით.

ასევე ჩემი აზრით, მომავალში დიდი როლი მიენიჭება ახალი, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შემოტანას ბაზარზე და მათ პოპულარიზაციას. როგორც ზემოთ აღინიშნა მიუხედავად ყველა ღონისძიებისა, რომელიც ტარდება მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანზე მეტი მაინც ეწევა სიგარეტს და მათი უდიდესი უმრავლესობა არ აპირებს მოწევისთვის თავის დანებებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მოსახლეობის ზრდის პარალელურად პირიქით მოსალოდნელია მწეველთა რაოდენობის მომატება. აქედან გამომდინარე სიგარეტის ჩანაცვლება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისთვის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ერთ-ერთ ალტერნატიულ გზად შეიძლება განიხილებოდეს.

ამის კარგი მაგალითია იაპონია, რომელმაც პირველმა დაუშვა გახურებადი თამბაქოს ოფიციალური მოხმარება, რამაც რამოდენიმე წელიწადში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 33%-ით შეამცირა გასახურებელი თამბაქოს მოხმარების ხარჯზე,რაც ვერ იქნა მიღწეული ვერსად მსოფლიოში თამბაქოს შეზღუდვის ვერცერთი ზომით.

2. მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჯანდცავის უწყებები აქტიურად საუბრობენ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების თაობაზე და მათ უპირატესობასა და როლზე თამბაქოს ზიანის შემცირების კუთხით- განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტარაციის პოზიცია. თქვენი აზრით, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, მათ შორის ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები- წარმოადგენენ თუ არა მოწევის უკეთეს ალტერნატივას მწეველთათავის?

2020 წლის ივლისში, გასახურებელი თამბაქოს გახურების სისტემის სახეობისათვის მარკეტირების ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გასახურებელი თამბაქოს გახურების სისტემებისათვის გასცა მარკეტირების უფლება, როგორც მოდიფიცირებული ზემოქმედეის მქონე თამბაქოს პროდუქტის. ეს არის თამბაქოს პროდუქტების მეორე სახეობა, რომელსაც ოდესმე მიენიჭა მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტის სტატუსი (MღთPს) და ნიკოტინის მიწოდების პირველი ელექტრონული პროდუქტი, რომელმაც მიიღო ასეთი ავტორიზაცია.

ქვემოთ მოცემულია მტკიცებულებები რომელთა გათვალისწინებითაც FDA-მ გასცა ავტორიზაცია:

• IQOS სისტემა ახურებს თამბაქოს და არ წვავს მას.

• ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების წარმოქმნას.

• სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ სტანდარტული სიგარეტისაგან IQOS-ის სისტემაზე სრულად გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს მწეველის ორგანიზმზე მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას.

კერძოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ არის მტკიცებულება იმისა, რომ IQOS-ის თამბაქოს გახურების სისტემა ახურებს და არ წვავს თამბაქოს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების გამოყოფას სტანდარტულ სიგარეტთან შედარებით.

FDA-ის მიერ MRTPავტორიზაცია ადგენს, რომ IQOS ფუნდამენტურად განსხვავებული პროდუქტია წვად სიგარეტებთან შედარებით და ეს ქმნის მისი განსხვავებულად რეგულირების საშუალებას. ადმინისტრაციამ ეს დასკვნა გამოიტანა ხანგრძლივვადიანი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც კი.

FDA-მ ასევე დაასკვნა, რომ არსებული სამეცნიერო მტკიცებულება აჩვენებს, რომ IQOS-სათვის მოდიფიცირებული ზემოქმედების ავტორიზაციის მინიჭება თანხვედრაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებთან და არის მოლოდინი, რომ მას ექნება სარგებელი მთლიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის . აქვე აღნიშნულია, რომ პოტენციური კანცეროგენების, რესპირატორული ტოქსიკანტების, და რეპროდუქტიულ/განვითარების ტოქსიკანტების გამოყოფა იყო მნიშვნელოვნად დაბალი აეროზოლში სიგარეტის კვამლთან შედარებით .

მრავალი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ გახურებად თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტის აეროზოლში დამაზიანებელი და პოტენციურად დამაზიანებელი ნივთიერებების კონცენტრაცია მცირდება 90%, ხოლო კარცინოგენების 95%-ით. მათ შორის პირველი ჟგუფის კარცინოგენების რაოდენობა 97%-ით, სხვა კარცინოგენების 93%-ით, კარდიო-ვასკულარული და სასუნთქ სისტემაზე მოქმედი ტოქსინების 92%-ით, რეპროდუქციულ სისტემაზე მოქმედი ტოქსინების 94%-ით.

კიბოს განვითარების რისკი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით შეადგენს გახურებადი თამბაქოსათვის 0.024, ხოლო ელექტრონული სიგარეტისათვის 0.004. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახურებად თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტის აეროზოლში არ არის მყარი ნაწილაკები, რომელთაც კუპრთან ერთად წამყვანი ადგილი უჭირავს სასუნთქი სისტემის დაზიანებაში. აქედან გამომდინარე იმ პირებისათვის ვინც არ ან ვერ ანებებს თავს მოწევას გახურებადი თამბაქოს სისტემები და ელექტრონულ სიგარეტი ნამდვილად წარმოადგენს მოწევის უკეთეს ალტერნატივას.

3. საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრება ნიკოტინის თაობაზე, ფართოდ გავრცელებული საერთაშორიო სამედიცინო კვლევების თანახმად, ნიკოტინი ძლიერი დამოკიდებულის გამომწვევი ნივთიერებაა და არ არის უსაფრთხო, თუმცა ამასთანავე მეცნიერები აცხადებენ, რომ ის არ არის მოწევასთან ასოცირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი და არ არის კანცეროგენული. როგორია თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშიებით?

გახურებადი თამბაქოს უპირატესობებისა და ჯანმრთელობაზე შესაძლო დამაზიანებელი ეფექტის სრულყოფილი შეფასებისათვის აუცილებელია ნიკოტინის როლის და მოქმედების მექანიზმების გაანალიზება, რადგანაც მისი შემცველობა ორივე პროდუქტში პრაქტიკულად ერთნაირია. ლიტერატურაში ნიკოტინი განიხილება, როგორც ნივთიერება, რომელსაც გააჩნია დამოკიდებულების განვითარების უნარი და დაბალ დოზებში იწვევს ნეირომუსკულარული განგლიების სტიმულაციას, ხოლო მაღალში ბლოკირებას. ცნს-ზე სტიმულაციური ეფექტი გამოწვეულია სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერების გამოყოფით, როგორიცაა აცეტილქოლინი, ბეტა ენდორფინი, დოფამინი, ნორადრენალინი და სეროტონინი.

ამას შედეგია ნიკოტინის მიღებით განვითარებული პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია, ტაქიკარდია და არტერიული წნევის მომატება. ნიკოტინს ასევე შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ამავე დროს მას არ გააჩნია გამოხატული ჰეპატოტოქსიურობა და არ იწვევს ღვიძლის ფუნქციური მონაცემების ცვლილებას. არ არსებობს ასევე მისი კარცინოგენობის დამამტკიცებელი მონაცემები. მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს სწრაფად გარდამავალ გულისრევას, მუცლის ტკივილს, ღებინებას, დიარეას, წამოწითლებას, თავბრუსხვევას, სმენისა და მხედველობის გაუარესებას, ცნობიერების დაბინდვას, სისუსტეს, გულის ფრიალს, სუნთქვის გაუარესებასა და ჰიპოტენზიას.

ნიკოტინი აიძულებს ადამიანებს თამბაქოს მოხმარებას მიჩვევის გზით, მაგრამ არ არის ის ნივთიერება, რაც ხდის თამბაქოს მომაკვდინებელს. ამავე დროს მოზარდებში ის იწვევს უფრო ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას, ახდენს უარყოფით გავლენას ტვინის ჩამოყალიბების პროცესზე. ორსულობის დროს ნიკოტინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის წონის დეფიციტი, სუნთქვის უკმარისობა დაბადებისას და ახალშობილის უცაბედი სიკვდილის სინდრომი. ამავე დროს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული სუფთა ნიკოტინის მოხმარების შორეული შედეგები, ნაკლებსავარაუდოა, ის იყოს პასუხისმგებელი მოწევით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაზე. თუ ნიკოტინი მწეველებისთვის მიწოდებული იქნება კვამლის გარეშე, მოწევის უმეტესი დამაზიანებელი ფაქტორი შესაძლებელია თავიდან იყოს არიდებული. როგორც ერთ ცნობილ გამოთქმაშია აღნიშნული მწეველები ეწევიან ნიკოტინის გამო, ხოლო კვდებიან კუპრის გამო.

აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. მოყვანილი მონაცემებით ნიკოტინს ჯამრთელ ადამიანზე სერიოზული დამაზიანებელი ზემოქმედება არ აქვს, მაგრამ ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების, მაგალითად დიაბეტური ანგიოპატიისა ან სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში ნიკოტინის ზემოქმედებით გამოწვეულ სისხლძარღვთა სპაზმს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუარესოს ქსოვილების სისხლმომარაგება, გამოიწვიოს სისხლძარღვთა თრომბოზი, იშჩემია და ნეკროზი. ასევე კუჭის წყლულოვანი დაავადების ან ეროზიული გასტრიტის დროს კუჭის მკვებავი სისხლძარღვების ხშირ სპაზმს შეუძლია მნისვნელოვნად შეაფერხოს გამოჯამრთელების პროცესი. აქედან გამომდინარე, ნიკოტინის მოქმედების შესაძლო უარყოფითი შედეგებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

R