რას იწვევს სიგარეტისთვის თავის დანებება და როგორ გავუმკლავდეთ არასასიამოვნო სიმპტომებს
ეს არის ჩვევა, რომლის დავიწყებაც მარტივი ნამდვილად არაა. მიზეზი კი ისაა, რომ ნიკოტინი მიჩვევას იწვევს. ეს, ალბათ, ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ისეთივე მაღალია, როგორც არალეგალური ნარკოტიკებისადმი, მაგალითად, კოკაინისა და ჰეროინის.
თუმცა, ამ ყველაფერში სასიამოვნო ისაა, რომ სიგარეტზე უარის თქმა შესაძლებელი და საკმაოდ რეალურია. შედეგი კი განსაკუთრებული, რადგან ნიკოტინი ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს სხეულზე, არამედ გულზე, სისხლზე, ჰორმონებზე, მეტაბოლიზმსა და ტვინზე. გარდამავალი პროცესი ყველასთვის მეტ–ნაკლებად რთულია. ამ დროს გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
როგორია ნიკოტინისგან გათავისუფლების პროცესი?
ნიკოტინი იმდენად ძლიერ მიჯაჭვულობას იწვევს, რომ რამდენიმე კვირის მწეველსაც კი უჭირს უპრობლემოდ მასზე უარის თქმა და ასე უბრალოდ მოწევაზე თავის დანებება. ამ პერიოდის სირთულე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანია ეწევა ადამიანი. არასასიამოვნო სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა. გათავისუფლების პროცესი მოიცავს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ სიმპტომებს. პირველი 3–5 დღე ყველაზე რთულია. ხოლო როდესაც სხეული დაგროვებული ნიკოტინისგან გათავისუფლდება, იწყება თავის ტკივილი, გაღიზიანება და ინსომნია. ამ ყველაფრის გადალახავის შემდეგ, ყოფილ მწეველს უწევს, გაუმკლავდეს გაღიზიანებას, დეპრესიასა და მღელვარებას.
ნიკოტინისგან გათავისუფლების ფიზიკური სიმპტომები
• მომატებული მადა – სიგარეტის უკანასკნელი ღერის შემდეგ მალე იგრძნობთ, რომ მადა მოგემატათ. სიგარეტი შეიცავს ორ ქიმიურ ნივთიერებას: სეროტონინსა და დოპამინს, რომლებიც შიმშილის გრძნობას ამცირებს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მომატებულ მადას. მეორეს მხრივ, ბევრი მწეველი იმ დროს, სიგარეტის მოწევის ნაცვლად, ჭამას - უმეტესად კი ტკბილეულისა და სხვადასხვა სახის ხემსის მიღებას იწყებს. თუ გსურთ, სიგარეტზე უარი ზედმეტი კილოგრამების გარეშე თქვათ, შეგიძლიათ დანაკლისის შესავსებად ჭამის ნაცვლად "ჰელსიერის" უნიკოტინო ჩხირები მოიხმაროთ. ეს არის ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრე-დიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომელიც სპეციალურ გაჯეტში იდება და გათბობის შედეგაც, გამოიყოფა კოფეინი, რომელიც ხელს უწყობს ტონუ-სის ამაღლებას.
• მოწევის სურვილი – ნიკოტინის მიღების სურვილი ის სიმპტომია, რომელიც ყველაზე დიდი ხანი გრძელდება. საკმარისია, მოწევის სურვილს 15–20 წუთი გაუძლოთ, რომ თქვენი ტვინი ამაზე უკვე აღარ იფიქრებს. თუმცა, ეს მოთხოვნილება დღეში რამდენჯერმე გექნებათ და ეცადეთ, ამ დროს სურვილი სხვა მწეველების თამბაქოს კვალის შესუნთქვით არ დაიკმაყოფილოთ.
• ხველა – მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ნიკოტინისგან გათავისუფლდება, რესპირატორული სისტემა გაწმენდას იწყებს. სწორედ ამის ნიშანია ხველა, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
• თავის ტკივილი – ეს სიმპტომი ერთ–ერთ პირველი ჩნდება, თუმცა ძალიან შემაწუხებელი არაა და მალე ქრება.
• მოთენთილობა და დაღლა – ნიკოტინი გარკვეული სტიმულატორია, რომელსაც ორგანიზმი მიჩვეულია. ამიტომ სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ დაღლასა და მოთენთილობას იგრძნობთ. თუმცა ორგანიზმი ამ მდგომარეობას მალე შეეჩვევა და აღნიშნული სიმპტომებიც გაქრება.
ნიკოტინისგან გათავისუფლების მენტალური და ემოციური სიმპტომები
ფიზიკური სიმპტომების მსგავსად ემოციური და მენტალური სიმპტომებიც ინდივიდუალურია. თუმცა როგორც წესი შემდეგი გამოწვევები იჩენს ხოლმე თავს.
• მღელვარება – მოწევა სტრესისგან ათავისუფლებს, ამიტომ მასზე უარის თქმა თქვენში მღელვარების საოცარ ზრდას გამოიწვევს. ის დაახლოებით 3 დღეში გამოჩნდება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
• დეპრესია – ესეც ჩვეული სიმპტომია ნიკოტინისგან გათავისუფლების პროცესში. თუმცა არ შეგეშინდეთ. დაიხმარეთ მეგობრები, გაააქტიურეთ მათთან ურთიერთობა, დაგეგმეთ საინტერესო თავგადასავლები და დეპრესიაც მალე გაქრება.
• გაღიზიანება – მოწევა არის ჩვევა, რომელზე თავის დანებებაც იწვევს გაღიზიანებას. ეს ნორმალურია და გარკვეული პერიოდის მერე გაივლის. თუმცა ამ მდგომარეობის შემსუბუქება ნამდვილად შეუძლია ჰით–სტიკს, რომელიც სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივაა. მისი მოწევის პროცესი დაგამშვიდებთ და გაღიზიანებისგან დაგიცავთ.
"ჰელსიერი" არის იაპონელი ტექნოლოგების მიერ შექმნილი გათბობადი ჩხირები, რომელიც შეიცავს ჩაისა და ლოკოკინის ექსტრაქტს. მისი წვის შედეგად არ გამოიყოფა კუპრი და სხვა მავნე ნივთიერებები. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ "ჰელსიერის" სასურველი არომატი: ყავა, მენთოლი, ციტრუსი ან მოცვი. მისი შეძენა კი შესაძლებელია SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში საქართველოს მასშტაბით. პროდუქ-ტის შეძენა ამავე ქსელის მიტანის სერვისის საშუალებითაც ხდება და ასევე არსებობს პირდაპირი მიწოდების სერვისი Facebook-ში "ჰელსიერი"-ს ოფიციალური გვერდიდან.