/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ტოქსიკომანია

ტოქსიკომანია
ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას,

მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი. საინჰალაციო ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევები მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს. ეს მედიცინის მუშაკების მიერ სანარკოზე ეთერის ორთქლის შესუნთქვა გახლდათ. მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში, ევროპაში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაშიც მოზარდები სულ უფრო და უფრო ხშირად შეისუნთქავდნენ სხვადასხვა აიროვან ნივთიერებას: ბენზინის ორთქლს, ზოგიერთი სახის წებოს, გამხსნელებსა და მეწაღეთა კრემებს.

ინჰალანტის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია

შესუნთქული ინჰალანტი სისხლის ნაკადში ძალზე სწრაფად ხვდება, პირდაპირ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. დროთა განმავლობაში ტოქსიკომანების ტვინში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ვითარდება, პატარავდება ტვინის ქერქი და ტვინის ზოგიერთი უბანი. ორგანიზმში მოხვედრილი ინჰალანტები განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილთან "მეგობრობენ" და ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა ორგანოშია, ტოქსიკომანიაც ყველა ორგანოს აზიანებს. ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ტვინს იცავს და ნერვთა შორის კავშირს აუმჯობესებს, ამიტომ ტოქსიკომანები ნელ-ნელა კარგავენ აზროვნების, მეხსიერების, კუნთების კოორდინირებულად მოძრაობის უნარს და სხვა ვეგეტაციურ ფუნქციებს. ტოქსიკური ნაერთების შესუნთქვა იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას, რომელიც 4 თანმიმდევრულ ფაზად ვითარდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

I ფაზა იწყება ინჰალანტის 2-3 შესუნთქვის შემდეგ. ვითარდება თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წრეში ტრიალებო. გულისცემა ძლიერდება, მხედველობა ორმაგდება. სუბიექტი ითენთება და კოორდინაცია ერღვევა. თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვითითებს. ხშირად მოზარდები უსიამოვნო შეგრძნებათა სიმრავლის გამო სწორედ ამ ფაზაში წყვეტენ ჩასუნთქვას.

II ფაზა, ეიფორია, მე-4-5 ჩასუნთქვაზე იწყება. ყველა წინა სიმპტომი ქრება და მათ ცვლის ხალისიანი განწყობა, სიმსუბუქე და ტალღისმიერი თავბრუხვევა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

III ფაზა, თრობა, იწყება მე-7-8 ჩასუნთქვაზე. ამ დროს ცნობიერება იბინდება. ხშირია გონების დაკარგვა. ტალღისებურ ეიფორიას უწონადობის განცდა ცვლის. ირღვევა დროისა და სივრცის, საგნების, ბგერების აღქმა. სუბიექტები არაადეკვატურობის გამო სწორედ ამ ფაზაში სჩადიან სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს. ეს ფაზა 15-20 წუთს გრძელდება.

IV, ფსიქოზური ფაზა - თავს იჩენს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, დევნის შიში. ყოფილა შემთხვევები, როცა "მდევრისგან" თავის დასაღწევად მოზარდები ფანჯრიდან, სახურავიდან, ხიდიდან გადამხტარან. ეს ფაზა გრძელდება 20-25 წუთს. თრობის სრული სურათი დაახლოებით 45-60 წუთს გასტანს. მოწამვლის ნარჩენი შედეგები 1-3 დღე გრძელდება და მიღებულ დოზასა და ინჰალანტის სახეობაზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ
ტოქსიკომანია

დამოკიდებულების ფორმირება

დამოკიდებულების ფორმირებაზე მეტყველებს შემდეგი ნიშნები:

  • მოზარდი უკვე კომპანიისგან დამოუკიდებლად, მარტო ისუნთქავს ინჰალანტებს;
  • იზრდება გამოყენებული ნივთიერების ოდენობა - ადრე თუ ნახევარი ტუბი წებო ჰყოფნიდა, ახლა ერთიც აღარ კმარა;
  • დღეში ზედიზედ იტარებს რამდენიმე ინჰალაციას;
  • აგრესიას ამჟღავნებს იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამას უშლის.

ტოქსიკომანიის გართულებანი

ტოქსიკომანიისას გამოყენებული ინჰალანტები აღიზიანებენ ცხვირს, ცხვირ-ხახას, საყლაპავს, ტრაქეას, ფილტვებს, ამიტომ ტოქსიკომანებს გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა აქვთ, ხშირად ახველებენ, უვითარდებათ მწვავე პნევმონია ფილტვის ქსოვილის ქიმიური დაზიანების გამო. გართულებანი თავს იჩენს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა... მოსალოდნელია ტოქსიკური ნეფროპათიის (თირკმელების დაზიანება) და ტოქსიკური ჰეპატიტის (ღვიძლის დაზიანება) განვითარებაც. დოზის ძლიერი გადაჭარბებისას ვითარდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მწვავე მოშლილობა. ცნს-ის პათოლოგიები გონების დაბინდვიდან კომამდე პროგრესირებს. შესაძლოა განვითარდეს ძლიერი კრუნჩხვა. ასეთ დროს დროული სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს გულისა და სუნთქვის გაჩერების გამო.

როგორ დავეხმაროთ ტოქსიკომანს

თუ ახალი დაწყებული აქვს, საკმარისია მისი იზოლირება იმ კომპანიისგან, რომელიც ამისკენ უბიძგებს. თუ უკვე დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული, აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა - სპეციალისტები ჩაუტარებენ დეზინტოქსიკაციის კურსს და სპეციალური მეთოდებით დათრგუნავენ ინჰალანტებისადმი პათოლოგიურ ლტოლვას.

  • აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება.
  • სასურველია, ტოქსიკომანმა ზედმიწევნით იცოდეს, რა ნეგატიური შედეგი მოსდევს ინჰალანტების შესუნთქვას.
  • ყველაზე ეფექტიანია ახალი ინტერესებისა და გატაცების გაჩენა, რომლებიც მასში დადებით ემოციებს აღძრავს და თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

9 დაავადება, რომელიც ხშირად უვითარდებათ მათ, ვინც სწრაფად თვრება

თუ ადამიანს ძალიან ცოტა დრო და ალკოჰოლი სჭირდება თრობისთვის, დიდი ალბათობით, მას იცავს გენები, რომლებიც, სამწუხაროდ, პასუხისმგებელნი არიან გარკვეული დაავადებების განვითარებაზე.
სრულად
როგორ დავეხმაროთ ნაბახუსევის სინდრომის დროს

მძიმე ნაბახუსევის სინდრომის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პროფესიონალს.
სრულად
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის პირველი ფარული სიმპტომები
ალკოჰოლიზმის საწყისი ნიშნები შეიძლება იყოს:
სრულად
როგორია ალკოჰოლის კრიტიკული დოზა ადამიანისთვის

მაგარი სასმელები ყველაზე საშიშია.
სრულად
ალკოლის დალევისას აუცილებელია წახემსება - სიმართლე თუ მითი?

ერთის მხრივ, ეს მართალია - თუ ალკოჰოლს უზმოზე დალევთ, ინტოქსიკაცია შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს,
სრულად
ალკოჰოლი და ღვიძლი - ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის

ნებისმიერი ალკოჰოლი სახიფათოა არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაწლავებისთვისაც და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტოქსიკომანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები