მარიხუანა ქალისა და მამაკაცის ფერტილობის აქვეითებს
სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება, ოვულაციის დარღვევა და ჩასახვის შანსების შემცირება.
მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მცენრეული ნარკოტიკის ფსიქოაქტიური კომპონენტი) ურთიერთქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის CB1 რეცეპტორებთან, რაც იწვევს ეიფორიის შეგრძნებას. კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთი მოქმედებს არა მარტო თავის ტვინის, არამედ რეპროდუქციული ორგანოების რეცეპტორებზეც.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ კვირაში ერთხელ და მეტჯერ, სპერმატოზოიდების რაოდენიობა 30%-ით ჰქონდათ შემცირებული. ასევე მცირდებოდა ეაკულანტის საერთო მოცულობა, მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა, იზრდებოდა ანომალური სპერმატოზოიდების წარმოქმნის რისკი. ყველა ეს პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს მარიხუანას მომხმარებლის დნმ-ის ცვლილებას.
კვლევა ჩატარდა ოვულაციაზე მარიხუანას მოქმედების თაობაზეც. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 200-ზე მეტი ქალი. აღმოჩნდა, რომ მარიხუანას მწეველ ქალებში უფრო ხშირი იყო მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევები.
კვლევით დამტკიცდა, რომ ნარკოტიკის აქტიური მოხმარებისას, ოვულაცია შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს. ამის მიზეზი საკვერცხის მასტიმულირებელი ჰორმონ გონადოტროპინების გამოყოფის დარღვევაა.
ლალი ჩხიკვაძე