/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ალკოჰოლიზმიც გვიტევს...

ალკოჰოლიზმიც გვიტევს...
ნარკომანიასთან ერთად საქართველოს ბოლო ხანს კიდევ ერთი საშიში სენი - ალკოჰოლიზმი შემოეჩვია. ვერ ვიტყვით, რომ ისიც ე. წ. დასავლურ კულტურას შემოჰყვა ან მხოლოდ და მხოლოდ მძიმე სოციალური ფონია მისი მიზეზი.

ფაქტი ერთია - თუ სახელმწიფო ნარკომანიის მიმართ მცირეოდენ ყურადღებას მაინც იჩენს, ანტინარკოტიკული ღონისძიებების ჩატარება იქნება ეს, ბუკლეტების დამზადება თუ სხვა (ამასაც თუ ყურადღება ჰქვია!), ალკოჰოლიზმის პრობლემა საერთოდ მივიწყებულია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ საქმეს სასწრაფოდ არ მივხედეთ, შესაძლოა, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

გთავაზობთ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ პრობლემებს, რასაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ხშირი მიღება იწვევს. დახმარებას გაგვიწევს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო დარგში, ექიმი ნარკოლოგი ხათუნა თოდაძე:

- ტერმინი "ალკოჰოლიზმი" იმ ფსიქიკურ და ქცევით აშლილობათა აღსანიშნავად გამოიყენება, რომლებიც ვითარდება ალკოჰოლის ქრონიკული მავნე მოხმარების შედეგად. ეს კრებითი ცნებაა, რომელიც ორ ასპექტს მოიცავს: სოციალურსა და სამედიცინოს.

სოციალური ასპექტია ის მორალური და მატერიალური ზიანი, რომელიც მოაქვს ალკოჰოლური სასმელების ჭარბ მოხმარებას როგორც თავად მსმელისთვის, ისე საზოგადოებისთვის, ხოლო სამედიცინო ასპექტი მოიცავს ორგანიზმის სისტემათა ავადმყოფურ ცვლილებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას (მოწამვლას).

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური მხარე სამედიცინოზე ფართოა და გულისხმობს როგორც ლოთობას, ისე ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. ეს ორი ცნება ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ იდენტური არ არის. ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზები რთული და მრავალფეროვანია. ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა დაავადების წარმოშობის აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობას წარმოადგენს - დღეს უამრავი ადამიანი საკმაო სიხშირით მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ნაწილს უყალიბდება დამოკიდებულება მის მიმართ.

- მაშ, რა განაპირობებს ამ დაავადების განვითარებას?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

- თანამედროვე გაგებით, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადება (ჰიპერტონია, სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი), გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალკოჰოლიზმი წარმოადგენს პათოლოგიას, რომლის განვითარებისთვისაც საჭიროა სათანადო მემკვიდრეობითი და გარემო კომპონენტების თანხვედრა. გენეტიკა დიდ როლს კი ასრულებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ალკოჰოლიზმისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების მქონე პირებში დაავადების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა შესაბამისი გარეშე ფაქტორების ზემოქმედება. ასეთი ფაქტორები სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვაა: ზოგ შემთხვევაში წამყვანია დაავადებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება, ზოგში - აღზრდა-განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული პიროვნული თავისებურებანი ან გარემოს უარყოფითი გავლენა. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლის თავისებურებებს, გარემოში ინდივიდის ადაპტაციის უნარს, კულტურულ შეხედულებებს, თანდართულ დაავადებებს, პიროვნულ მახასიათებლებს და სხვა.

- ქალბატონო ხათუნა, მოდი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს ის საფრთხე, რაც თან სდევს ალკოჰოლური სასმლის ბოროტად გამოყენებას.

- ორგანიზმზე ალკოჰოლის ზეგავლენა პირობითად შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  • ალკოჰოლის ზეგავლენა ტვინის გარკვეულ სტრუქტურებზე, რაც იწვევს დამოკიდებულების სინდრომის განვითარებას, რომელიც ამ დაავადების ქვაკუთხედს წარმოადგენს;
  • ალკოჰოლის მრავალრიცხოვანი ტოქსიკური ეფექტი პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე - გულზე, ღვიძლზე, კუჭზე, ტვინზე და სხვა. ეს ცვლილებები არ არის განპირობებული დამოკიდებულების სინდრომით. უფრო მეტიც - შესაძლოა, სინდრომი ჩამოყალიბებული არ იყოს, მაგრამ ალკოჰოლის ჭარბმა გამოყენებამ სიცოცხლისათვის სახიფათო ტოქსიკური ეფექტები გამოიწვიოს. რასაკვირველია, მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს ამ დარღვევებსაც, ვინაიდან დაავადებულები ხშირად სწორედ სხვადასხვა ორგანოზე ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედებით გამოწვეული შედეგების გამო იღუპებიან;
  • ალკოჰოლის ზეგავლენა ნაყოფიერებაზე. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა შვილებს აღენიშნებათ ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების მაღალი რისკი, როგორც წესი, გამოხატული აქვთ სხვადასხვა ფსიქოპათოლოგიური ცვლილებები: აგრესიულობა, მომატებული აღგზნებადობა, ყურადღების დეფიციტი, დეპრესიები, ფსიქოპათიები, ხოლო ფეხმძიმობისას დედის მიერ ალკოჰოლის გამოყენება იწვევს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის ჩამოყალიბებას, რომელიც ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობით ხასიათდება.
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა სიცივეში?
რატომ არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი და მიირთვათ პური სადილის წინ

მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომი

სპირტიანი სასმელების ერთჯერადი მიღება იწვევს ალკოჰოლურ თრობას, ანუ მწვავე ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, რომლის განვითარების სიღრმე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეთანოლი - ეთილის სპირტი - უპირველესად ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ზოგიერთი თავისებურებით ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებსა და საძილე საშუალებებს ჰგავს - დასაწყისში იწვევს ორგანიზმის ფუნქციათა სტიმულაციას, რაც შემდგომ დათრგუნვის ფაზაში გადადის.

განასხვავებენ თრობის სამ ხარისხს:

  • მსუბუქი;
  • საშუალო;
  • მძიმე.

სპირტიანი სასმელების ტოქსიკურობა (შხამიანობა) პირველ რიგში ალკოჰოლის ოდენობაზეა დამოკიდებული. ამავე დროს თრობის მიმდინარეობის თავისებურებებზე გავლენას ახდენს სასმელში არსებული მინარევებიც. მაგალითად, რახის ზეთები აძლიერებს სასმლის ტოქსიკურობას. კუსტარულად დამზადებულ სასმელებში მაღალია მავნე მინარევთა შემცველობა, რაც სასმელის ტოქსიკურობის ერთ-ერთი მიზეზია და სწორედ ამის გამოა, რომ ერთი ბოთლის დალევის შემდეგ ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ან ალკოჰოლური კომა განუვითარდეს. ეს უკანასკნელი მოსალოდნელია მძიმე ალკოჰოლური თრობის დროსაც, რაც, რა თქმა უნდა, ექიმის ჩარევას მოითხოვს.

ამ ადამიანს პათოლოგიური სიმთვრალე აქვსო, ალბათ, გაგიგონიათ. პათოლოგიური, იდიოპათიური თრობა ცნობიერების დაბინდვისმაგვარი ფორმით მიმდინარე ფსიქოზური მდგომარეობაა. მისი აღმოცენებისთვის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გარდა აუცილებელია პათოლოგიური ნიადაგი, რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ქალა-ტვინის ტრავმის, ინფექციის, მოწამვლის შემდგომი ფაქტორები. მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორია თავად მსმელის კონსტიტუციური თავისებურებები, ხასიათი, თვისებები. პათოლოგიური თრობა, როგორც წესი, ხანმოკლეა, ყოველთვის მთავრდება ძილით და ფსიქოზური ეპიზოდის სრული ან თითქმის სრული დავიწყებით მომდევნო პერიოდში. ასეთი სახის თრობა შესაძლოა განვითარდეს ალკოჰოლის მცირე დოზების მიღებისთანავე, ასევე შეიძლება აღმოცენდეს ჩვეულებრივი ალკოჰოლური თრობის ფონზე სასმლის მრავალჯერადი მიღებისას 30 წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ როგორ სვამენ დამოკიდებულების დიაგნოზს დსკ-10-ის (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გადასინჯვა) მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში პიროვნებას ქვემოთ მოყვანილი ექვსიდან აღენიშნა სამი ან მეტი სიმპტომი, მაშინ ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე:

  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების ძლიერი სურვილი;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებაზე კონტროლის დაკარგვა;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების გაგრძელება, მიუხედავად დამღუპველი შედეგებისა;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების უპირატესობა აქტივობის სხვა სახეებთან შედარებით;
  • მომატებული ტოლერანტობა (ამტანიანობა);
  • აღკვეთის მდგომარეობა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შეწყვეტისას.

ისევ დაავადებებს დავუბრუნდეთ.

  • პიროვნების ალკოჰოლური დეგრადაცია ნათლად არის გამოხატული ალკოჰოლური დამოკიდებულების გვიანდელ ეტაპებზე. ამ დროს ქრება პიროვნების ინდივიდუალობა, იკარგება მოვალეობის, მადლიერების, სიყვარულის გრძნობა. ვლინდება უსულგულობა, აფექტური მერყეობა, ფერხდება სულიერი ზრდა, ქრება ინიციატივა, შესაძლოა გახშირდეს სუიციდი (თვითმკვლელობა), აღინიშნება აზროვნების ინერტულობა, კრიტიკის უნარის დაქვეითება და სხვა.

  • ალკოჰოლი და საჭმლის მომნელებელი სისტემა:
  1. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების შედეგია ალკოჰოლური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და ალკოჰოლური ციროზი, რომ მკითხველი თავად წარმოიდგენს ყველა იმ საშინელებას, რაც ამ უმძიმეს დაავადებებს სდევს თან.
  2. ალკოჰოლური გასტრიტი და პანკრეატიტი
  1. ეთილის სპირტი კუჭის ლორწოვან გარსსაც აზიანებს, რის შედეგადაც ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები და ნახეთქები. ალკოჰოლის ქრონიკულ მომხმარებლებში ვითარდება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული გასტრიტები, ეს უკანასკნელი თითქმის 60%-ში აღინიშნება. ალკოჰოლი იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს. იგი შესაძლოა წყლულოვანი დაავადების სისხლდენით გართულების მიზეზიც გახდეს.
  2. პანკრეატიტთა (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება) დაახლოებით 65-75% ალკოჰოლის მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ქრონიკული პანკრეატიტი დროთა განმავლობაში შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადების მიზეზიც გახდეს.

  • ალკოჰოლი დამღუპველად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ხშირია არითმიები, რომლებიც უეცარი სიკვდილის ხშირი მიზეზია, კარდიომიოპათიები, ალკოჰოლის გავლენით სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებები. ალკოჰოლი იწვევს არტერიული წნევის მომატებას, რაც მნიშვნელოვანი რისკფაქტორია მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ჰიპერტონიული დაავადების განვითარებისთვის.

ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება იწვევს:

  • იმუნური სისტემის ფუნქციონირების მოშლას და ამის შედეგად ტუბერკულოზური;
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების;
  • სიმსივნური დაავადებების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითებას.

ალკოჰოლი და რეპროდუქციული სისტემა

ალკოჰოლი უშუალოდ მოქმედებს სათესლე ჯირკვლებზე, იწვევს იმპოტენციას, სათესლე ჯირკვლების ატროფიას (განლევას). მისი გავლენით მცირდება სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის უნარი, თუმცა ყველა ეს მოვლენა შექცევადია, თუ ალკოჰოლის მოხმარებაზე დროულად ვიტყვით უარს. შვილოსნობის ასაკის ქალებში ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება იწვევს მენსტრუაციული ციკლის და ოვულაციის (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა) მოშლას, ხშირია ადრეული მენოპაუზა, იშვიათია ორსულობა, ხშირია თვითნებური აბორტი.

მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარება იწვევს ზრდა-განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების პროცესების შეფერხებას. იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებდნენ ხშირია სიმახინჯეები. ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი. იგივეა, რაც ძველ ლიტერატურაში დამკვიდრებული აბსტინენციური სინდრომი. იგი აღმოცენდება ალკოჰოლის ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარების შეწყვეტის ან მისი რაოდენობის მკვეთრად შემცირების შემდეგ რამდენიმე საათში. ამ სინდრომის გამოვლენას თან სდევს ხელების კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, გულისრევა ან ღებინება, ჰალუცინაციები და სხვა. შესაძლოა, გართულდეს დიდი კრუნჩხვითი გულყრებით, თეთრი ცხელებით ან სხვა ფსიქოზური მდგომარეობით. თავის ტვინის დაზიანების გამო ალკოჰოლიკებში ხშირია ალკოჰოლური ჰალუცინოზების სხვადასხვა ფორმა, ალკოჰოლური ბოდვითი ფსიქოზები. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეული ზემოთ ნახსენები დაავადების მკურნალობა მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ ეს რთული მისია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ექიმის პრეროგატივაა. ერთსაც გეტყვით: თუ სახელმწიფომ დახმარება არ მოისურვა, ერთეულები ვერაფერს გახდებიან.

- დაბოლოს, ქალბატონო ხათუნა, მაინც რამდენი უნდა მივიღოთ ალკოჰოლური სასმელი, რომლის მარგებლობის შესახებაც დღეს ბევრს წერენ, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

- ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თვალსაზრისით, ალკოჰოლის ნებისმიერი ოდენობის სისტემატურ მოხმარებას ზიანი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. დასაშვებად მიჩნეულია რამდენიმე ათეული გრამი სუსტი ალკოჰოლური სასმლის (ღვინის, ლუდის) ან შესაბამისი შემცველობის მაგარი სპირტიანი სასმლის მიღება დღეში ერთხელ 50 წელს გადაცილებულ პირთათვის (?), თუმცა მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ალკოჰოლის სისტემური მიღება ნებისმიერი ფორმით საზიანოა. მიუხედავად ასეთი მკაცრი შეფასებისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - ჩვენთანაც, ალკოჰოლის მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტრადიციაა. მთავარია, აღდგეს ღვინის სმის ქართული ადათი. რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს, რადგან ჩვენი შვილების თაობამ ფაქტობრივად აღარც იცის, რა ლამაზი იყო ქართული სუფრა, რას ემსახურებოდა სადღეგრძელოებს შორის გარკვეული ინტერვალები, სუფრაზე ლექსის თქმის, სიმღერისა და ცეკვის, მხიარული ამბების გახსენების ჩვეულება. თუ ცოტათი სახელმწიფოც დაგვეხმარება, ჯერ კიდევ არის დრო, დავამარცხოთ ეს მეტად საშიში და სამარცხვინო სენი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალკოჰოლიზმიც გვიტევს... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები