სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
"დავწერ და ეცადეთ რომ ესეც გაავრცელოთ! არცერთ ტელევიზიას არ ვაძლევ ინტერვიუს საკმრისად ვწერ აქ რაც საჭიროა და შეგიძლიათ გამოყენოთ ჩემი პოსტები:
1. იწერენ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ახალგაზრდები რომლებიც არ არიან დამოკიდებულები და ვითომ "გართობისთვის " იყენებენ ამიტო არ გააჩნიათ ტოლერანტობა და ხშირია ზედოზირება, რეალურად არ იციან რა ნივთიერებას იწერენ ხშირად.
2. რა უნდა ვქნათ, როცა მაინც მივიღეთ:
- ეცადეთ არ დარჩეთ მარტო;
- თუ იგრძენით ძილიანობა, დაურკეთ ან მშობელს ან მეგობარს, რომ ის იყოს თქვენთან ერთად.
3. ეცადეთ რომ მეგოაბრს უთხრათ რომ გადმოგირეკოს რამოდენიმე ხნის მერე და მოგიკითხოთ და თუ არ უპასუხებთ მოვიდეს აუცილებლად
-არ ჩაკეტოთ სახლის კარი და ეცადეთ რომ შეხვიდეთ აბაზანში, თუ ხართ მარტო.
- დარეკეთ 112 და მშვიდად აუხსენით ოპერატორს, რომ მიიღეთ რაღაცა ნივთიერება და გრძნობთ თავს ცუდათ.
- მეგობრებმა არ მიატოვოთ მარტო ის, ვინც იცით, რომ მიიღო რაღაცა და აუცილებლად დაურეკეთ 112 და მშვიდათდ უთხარით რა პრობლემაც არის. არავინ ამის გამო არ დაგსჯით.
- და არ მიიღოთ არცერთი უცნობი სუბსტანციაა ვინც არ უნდა გითხრათ რომ უვნებელია და არაფერს გიზამთ!!
- უმრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის რა რას გამოიწვევს ამიტომ გაერთეთ მაგათ გარეშე!!!! სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არის !!!" - ნათქვამია პოსტში.
"უმრავი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დღეს და არავინ იცის, რა რას გამოიწვევს " - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ახალგაზრდებს აფრთხილებს
08.12.2018
კომენტარები (1)
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 31-12-2019
სტატუსის და პოსტის გარეშე აღარ შეგვიძლია ურთიერთობა? ეხლა მარტო ის დაგვრჩა ვაშეაროთ და ვალაიქოთ.

რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული კლინიკები