რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება

რას იწვევს მარიხუანა - ბრიტანელი სპეციალისტების განცხადება
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომლები საინტერესო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემდეგ განცხადებას აქვეყნებენ - მარიხუანას მოხმარება უარყოფითად აისახება მოძრაობით ფუნქციებზე, მუშა მეხსიერებასა და გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე. კანაფის ზემოქმედებით ქვეითდება მეხსიერების ფუნქცია, აზროვნებითი აქტივობა. მისი ხანგრძლივად მოხმარება არღვევს ტვინის ფუნქციობას, ზრდის ქცევითი დამოკიდებულების რისკს, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას, ასევე სიმსივნის ზოგიერთი სახეობის აღმოცენებასაც განაპირობებს.

კიდევ უფრო საშიშია მარიხუანასთან თამბაქოს შერევა, რასაც ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. ეს მიდგომა განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში (გამოკითხულ რესპონდენტთა 91 %), სტატისტიკით მეორე ადგილზეა ავსტრალია (51 %), შემდგომ ახალი
ზელანდია (21%). კანადაში გამოკითხულთა მხოლოდ 16 % ურევს მარიხუანასა და თამბაქოს, აშშ-ში - 4 %, მექსიკასა და ბრაზილიაში კი დაახლოებით -7 %.

შერევას მომხმარებლები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ფულის ეკონომიის მიზნით
და ასევე იმის გამო, რომ თამბაქო აძლიერებს მარიხუანას ეფექტს. გაითვალისწინეთ, დასახელებული ნარევი კიდევ უფრო აჩქარებს მიჩვევას და რაც მთავარია, ზრდის მავნე ეფექტებისა და საშიშ დაავადებათა განვითარების რისკს - აცხადებენ სპეციალისტები.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 03-10-2018
ზ,კალორია
ერთ დღეს მოვწიე დღის განმოვლაბაში 3-4ჯერ ალბათ ჯამში 20 ნაფაზი, სულ და მერე 8 დღე დაბნეული ვიყავი, გონებას თავს ვერ ვუყრიდი და ხმას ვერ ვიღებდი. ღამე ჰალუცინაციები მქონდა. ტანში მახურებდა, თვალებში სიმშრალე მქონდა 1 კვირა, შემაწუხა რა სერიოზულად. ეს დოზა იყო თან სულ. იმის მერე როგორღა მოვწევ?! სანამ კიბო გაჩნდება მანამდე გააკეტებს ტვინისგან მუჟუჟს. შეიძლება გამოდებილდეს ადამიანი საბოლოოდ. ტვინი როგორც აჯაყჯაყებული მანქანა ისე მუშაობს და ესაა უსაფრთხო?
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
როგორც ონტარიოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, მარიხუანას მოხმარებასთანაა დაკავშირებული
05-07-2019
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
15-02-2019
ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, მარიხუანას მოხმარების შემდეგ, შეიძლება სასიკვდილოდ საშიში
13-11-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოლორადოს უნივერსიტეტში 1200 და-ძმის მაგალითზე ჩაატარეს კვლევა, თუ როგორ მოქმედებს მარიხუანა გონებრივ შესაძლებლობებზე.
ალბერტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს მარიხუანას კვამლში პოტენციურად საშიში ნაწილაკები.
ლატვიის ორგანული სინთეზის ინსტიტუტში ალკოჰოლიზმის სამკურნალო ახალი საშუალება შექმნეს.
"საიდუმლო გაცხადდა, თუ თქვენი პროდუქტი ყოველ წელს 8 მილიონ ადამიანს კლავს,
როგორც კენტერბერგის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, ადამიანებს, რომლებიც აქტიურად
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველ დღეს დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ატარებს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად