მეხსიერება - ტვინი და ელექტრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეხსიერება - ტვინი და ელექტრობა

ელექტრული იმპულსის გადაცემა ერთი ტიპის ნეირონიდან მეორეზე და საბოლოოდ, როგორ მიმდინარეობს მორეაგირე უჯრედის გააქტიურება საჭირო რეაქციის მისაღებად.

თავის ტვინში მეხსიერების ფუნქციის ელექტრული გზით განხორციელების პროცესს რევერბაციას უწოდებენ, რომელიც ელექტრული, ქიმიური, სტრუქტურული და გარემო ფაქტორების ერთიანი, შეთანხმებული პროცესია, რაც, საბოლოოდ, ადამიანს ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციის განხორციელების საშუალებას სძენს, როგორიცაა მეხსიერება.

მეხსიერების ტიპები

ფსიქიკური აქტივობისა და ინფორმაციის გააზრებულად დამახსოვრების ხარისხის მიხედვით ფსიქოლოგები მეხსიერების რამდენიმე ტიპს განასხვავებენ, ისინი:

  • დროის;
  • გრძნობათა ორგანოების;
  • მოქმედების ხასიათის მიხედვით კლასიფიცირდებიან.

მეხსიერების ტიპები დროის მიხედვით

დროის მიხედვით განირჩევა: მყისიერი, ხანმოკლე, ოპერატიული, გრძელვადიანი და გენეტიკური მეხსიერება.

მყისიერი მეხსიერება

ეს გახლავთ მიღებული ინფორმაციის მყისიერი აღქმა, რომელიც მის გადამუშავებას არ ითვალისწინებს და უშუალოდ გრძნობათა ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის სრული და ზუსტი სურათის დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი.

ეს ერთგვარი გამოსახულებაა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რაიმე მოვლენასთან ურთიერთობისას. მყისიერი მეხსიერების ხანგძლივობა 0,1 წამიდან 0,5 წამამდე გრძელდება.

ხანმოკლე მეხსიერება

ამ ტიპს ყველაზე ხშირად ვიყენებთ დიალოგებისა და დისკუსიებისას, იგი 20 წამამდე გრძელდება. კარგად განვითარებული ხანმოკლე მეხსიერება ადამიანს ეპიზოდებში მომხდარი მოვლენებისა და დეტალების კარგად დამახსოვრების უნარს სძენს.

მას გააჩნია მოცულობითი მახასიათებელიც, ეს ინფორმაციის 5-დან 9 ერთეულია, მისი გაზრდა შესაძლებელია. მაგალითად, შერლოკ ჰოლმსს ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა 10 ერთეულზე მეტი ჰქონდა.

ოპერატიული მეხსიერება

ამ მეხსიერების საშუალებით ადამიანს შეუძლია მიღებული ინფორმაცია შეინახოს გარკვეული პერიოდის მანძილზე - რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდე. ჩვეულებრივ, იგი მოქმედებს მაშინ, როდესაც ადამიანი ამზადებს პროექტს, საკურსო ნაშრომს, წერს წიგნს, ანუ მას გააჩნია განსაზღვრული ამოცანა, რომელიც შესასრულებელია. როგორც კომპიუტერის გამორთვისას, ისე ადამიანის შემთხვევაში, ოპერატიული მეხსიერება იკარგება მას შემდეგ, რაც დასახული ამოცანა მიღწეულია. თუმცა შესაძლებელია ინფორმაცია ხანმოკლედან გრძელვადიან მეხსიერებაშიც გადავიდეს.

ოპერატიულ მეხსიერებას ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვჭირდება ლოგიკური ამოცანის ამოხსნა ერთდრულად რამდენიმე პირობის გათვალისწინებით.

გრძელვადიანი მეხსიერება

ეს მეხსიერება ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვას განაპირობებს. ყველაფერი დამოკიდებულია თავად ადამიანზე, რამდენად სჭირდება მას ეს ინფორმაცია და რამდენად იმეორებს, მით ძლიერ იბეჭდება იგი საინფორმაციო ველში, აი, რატომაა საჭირო მეხსიერების გავარჯიშება.

გენეტიკური მეხსიერება

ეს მეხსიერება ინახება გენოტიპში და ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა. მასზე ზემოქმედება შეუძლებელია, რამდენადაც იგი ჩვენი მოქმედების ფარგლებს სცილდება და გენებში საიმედოდაა შენახული.

მეხსიერების ტიპები გრძნობათა ორგანოების მიხედვით ხატისმიერი მეხსიერება

ეს ტიპი პასუხს აგებს სურათების, არომატების, გემოებისა და ბგერების დამახსოვრებაზე. იგი განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული მხატვრებს, პარფიუმერებს, მზარეულებსა და მუსიკოსებს.

თუმცა მისი განვითარება საკმაოდ ადვილია, რამდენადაც ჩვენ ირგვლივ ყოველთვის მრავლადაა მისი გავარჯიშებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები.

სიტყვიერ-ლოგიკური მეხსიერება

მეხსიერების ეს ტიპი პასუხისმგებელია აზრებისა და ფიქრების, ასევე ფილმების, საუბრებისა და სიმღერების შინაარის დამახსოვრებაზე. მას შემთხვევით როდი უწოდებენ სიტყვიერ-ლოგიკურს, იგი პროცესში 3 სხვადასხვა შემთხვევაში ერთვება:

  • იმახსოვრებს მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს;
  • იმახსოვრებს არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს, არამედ მის სიტყვიერ-ფრაზეოლოგიურ წყობას;
  • იმახსოვრებს სიტყვიერ ფრაზეოლოგიურ წყობას და არა ინფორმაციის აზრსა და შინაარსს.

ალბათ, გქონიათ შემთხვევები, როდესაც გვისწავლია რაიმე ტექსტი სიტყვასიტყვით, მაგრამ ვერ მოგვიხერხებია მისი შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, ან პირიქით, ტექსტი არ გვახსოვდა, მაგრამ ვიცოდით რა თემას ეხებოდა იგი.

მოძრაობით-მოტორული მეხსიერება

მეხსიერების ეს ტიპი გადამწყვეტია სპორტსმენებისა და იმ პროფესიათა წარმომადგენელთათვის, რომელთაც მოძრაობათა თანმიმდევრობის დამახსოვრება ესაჭიროებათ, მაგალითად, მსახიობების მოძრაობები სცენაზე, დადგმული ცეკვის ილეთების დასწავლა. რაც უფრო კარგად არის განვითარებული მოტორული მეხსიერება, მით ადვილია არასტანდარტული მოძრაობების როგორც იმპროვიზება, ისე მათი შესრულებაც.

ემოციურ-სენსორული მეხსიერება

ამ ტიპის მეხსიერებას უკავშირდება განცდილი, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ემოციების დამახსოვრება, სწორედ მისი დამსახურებაა ფობიებისა და ბედნიერების დონის განსაზღვრაც. რაც უფრო მაღალია ემოციური დატვირთვა, მით უფრო ძლიერ და ადვილად იმახსოვრებს ადამიანი განცდილ გამოცდილებას. ამ ტიპის მეხსიერებას ხშირად იყენებენ უცხო ენების შესწავლისას, ცდილობენ ახალი სიტყვა ემოციურად დაუკავშირონ საკუთარ პიროვნებას და სხვა.

მეხსიერების ტიპები მოქმედების ხასიათის მიხედვით ნებითი მეხსიერება

ამ ტიპის დახმარებით ჩვენ ვისახავთ მიზნად, დავიმახსოვროთ ინფორმაცია, ვემზადებით ამისთვის და ქვეცნობიერად ყურადღებას ვაძლიერებთ ინფორმაციის წყაროსადმი, ამისთვის ვიყენებთ საკუთარ ნებასა და ნებისყოფას.

უნებლიე მეხსიერება

ამ ტიპის დახმარებით ინფორმაციას ადამიანი ავტომატურად იმახსოვრებს, ჩვენი ნების გარეშე - უნებლიეთ. მეხსიერების ეს ტიპი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მავნე, ისე სასარგებლო მიზნებისთვის.

პირველ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი დავარწმუნოთ რაიმეში და შემდგომ ამით მისი მანიპულირება მოვახდინოთ, მეორე შემთხვევაში, თამაშის ან ხელოვნების შედევრის დახმარებით მივიყვანოთ იგი გარკვეულ აზრამდე, რომელიც დაამახსოვრდება დიდი ხნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაციამ გვერდი აუარა ცნობიერს და ქვეცნობიერში დაიბუდა.

როგორც ვხედავთ, მეხსიერება მხოლოდ რაიმე ინფორმაციის დასამახსოვრებლად როდია, იგი ადამიანს მრავალ სხვა უნარს სძენს.

ასე რომ, მართეთ საკუთარი მეხსიერება სურვილისამებრ და თქვენთვის მიუღწეველი მიზნები აღარ იარსებებს!