ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ნარკოლოგია

ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
შვილის გაჩენა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა... შეიტყობთ თუ არა, რომ მალე დედა გახდებით, გონებაში უმალვე იწყებთ განვლილი ცხოვრების კინოფირივით გადახვევას: ცუდად იკვებებოდით, ბევრს ეწეოდით, ზოგჯერ სვამდით კიდეც... კიდევ? საქმე ის არის, რომ თუ დედობა გსურთ, ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი მომავალი შვილისთვის. ნარკოტიკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... რა ემართება ნაყოფს, როცა დედა ნარკოტიკებს იღებს? ამის თაობაზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" მეან-გინეკოლოგი ნატალია ნანობაშვილი.
ნარკოტიკების მოხმარებას მრავალი ათასი წლის ისტორია აქვს, მაგრამ ბოლო დრომდე ეს არ ყოფილა მწვავე პრობლემა. ინდუსტრიამდელი ეპოქის საზოგადოებაში ნარკოტიკებს (ოპიუმის ყაყაჩო, შხამასოკო და სხვა) უმთავრესად რელიგიური რიტუალების დროს, ტკივილის გასაყუჩებლად და საბრძოლო ენერგიის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. საყოფაცხოვრებო ნარკომანია იშვიათი გახლდათ. ნარკომანიის განვითარებაევროპამ ნარკოტიკები (ჰაშიში და ოპიუმი) მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიცნო - ისინი იქ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიტანეს. ნარკოტიკები როგორც ტკივილგამაყუჩებელი და "ცნობიერების გამაფართოებელი" საშუალებები ძალზე პოპულარული გახდა, თუმცა თავდაპირველად მათ მხოლოდ ბოჰემური საზოგადოება მოიხმარდა.
ზოგიერთი ნივთიერების ანუ სუბსტანციის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ქცევის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ დარღვევებს აღძრავს. თანამედროვე კლასიფიკაციით, ასეთი სახის ქცევითი პათოლოგიები "სუბსტანციებთან დაკავშირებულ დარღვევებად" მოიხსენიება. ცნობილია, რომ წამალი ან სამკურნალო საშუალება ამა თუ იმ ბიოქიმიურ პროცესზე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარებას ანუ, როგორც ჩვენს საზოგადოებაში უწოდებენ, "ნარკომანიას", განმარტავენ როგორც ზოგიერთი წამლის სისტემატურ გამოყენებას დიდი დოზითა და არათერაპიული მიზნით, რასაც თან სდევს მომხმარებლისა და საზოგადოებისთვის მავნე ეფექტების განვითარების საფრთხე. საყურადღებოა, რომ ტერმინი "ნარკომანია" გამოიყენება რუსულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. მიჩვევის პოტენციის მქონე ნივთიერებებს შორის ნარკოტიკებს წარმოადგენს მხოლოდ ოპიატები, ამიტომ ეს ტერმინი სრულად ვერ ასახავს რეალობას.
ნარკომანია ნარკოტიკების მოხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილებაა. "ნარკოტიკი~ ბერძნული სიტყვაა და "გამაბრუებელს" ნიშნავს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად იყენებენ. ნარკომანია შეიძლება გამოვლინდეს ან ერთი, ან რამდენიმე ნარკოტიკისადმი ავადმყოფური მიდრეკილებით. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვას და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი. ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 10 - დან
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება