მოკვეთილი აქვს თითი, სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოკვეთილი აქვს თითი, სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობელები

გარეგნული დათვალიერების შემდეგ წამების კვალზე საუბრობენ. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს მოკვეთილი აქვს მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი, წამების კვალი აღენიშნება მხრისა და ზურგის არეში.

„აშკარად რაც ჩანს, ხელებზე, სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება. უმძიმესი იყო ოჯახისთვის ეს 26 დღე მოლოდინისა“, - განაცხადა ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმი კი ამ დრომდე ირწმუნება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ადგილობირივ მედიის ინფორმაცით, ცხინვალში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად სწორედ გულის უკმარისობა სახელდება.

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან გადმოასვენეს.