ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
 ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ
ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც ამ საღამოს გადმოგვეცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება აუცილებლად მოხდება. "დღეს საღამოს, წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში. ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ
საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო
სახელმწიფოს და საზოგადოებას - ღირსეული პატივი მივაგოთ მას", - განაცხადა ციხელაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის
17-08-2018
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე
15-08-2018
ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს
22-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს, ერთდრულად აღინიშნება იმ 100 ქვეყანაში, რომლებიც
თუ გინ­დათ, რომ ნაკ­ლე­ბად ია­ვა­დოთ ზამ­თარ­ში, სა­სურ­ვე­ლია იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყოთ წი­ნას­წარ - ახლა, შე­მოდ­გო­მით.
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს.
ფარ­მა­კო­ლო­გია წლი­დან წლამ­დე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წი­ლი უც­ვლე­ლია
წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი
ბავშვები კლინიკა "მედიქალ სითიში" წუხელ ეტაპობრივად შეიყვანეს. კლინიკის ინფექციურ დაავადებათა
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
სპეციალისტებმა აღწერეს ბიპოლარული მოშლილობით დაავადებული 51 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის