გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება

პრობლემა არაა, - ამის შესახებ "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განაცხადა. გოცაძემ პაციენტის დაზიანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აქვს.

"გუდაურიდან გუშინ გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნება, შესაძლებელი გახდება მისი ბინაზე გაწერა და თავის ქვეყანაში ტრანსპორტირება. ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.