ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ყველაზე საყურადღებო უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების მდგომარეობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ყველაზე საყურადღებო უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების მდგომარეობაა

მათ შორის ორს სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.

"საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის, არის 2 პაციენტი საყურადღებო - ერთი უკრაინის და ერთი შვედეთის მოქალაქეა. გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმერების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევები შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ "იმედთან" საუბარში.

მისივე განცხადებით, ერთი პაციენტს აქვს ხელის ღია მოტეხილობა და აქვს ასევე თავზე ჭრილობა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, არ ყოფილა გონების კარგვა. მეორე პაციენტი არის ორსული ქალბატონი - შვედეთის მოქალაქე, მას აქვს ტკივილები წელის არეში მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.