ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, გუდაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გაემგზავრება
ავთანდილ თალაკვაძე, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირები გაემგზავრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ისინი გუდაურში ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
"თბილისიდან გაგზავნილია 3 რეანომობილი იმ შემთხვევისთვის, თუ მათი დედაქალაქში გადმოყვანა იქნება საჭირო. დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათი ტრანსპორტირება გახდეს საჭირო", - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტრო.