სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა. სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული. მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ", – აცხადებენ სამინისტროში.