"ცოდნა ფულიას" ახალი გამარჯვებული - მომავალი ექიმი ლაშა სამჭკუაშვილი და შეკითხვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
"ცოდნა ფულიას" ახალი გამარჯვებული - მომავალი ექიმი ლაშა სამჭკუაშვილი და შეკითხვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა
"ცოდნა ფულიას" ახალი გამარჯვებული - მომავალი ექიმი ლაშა სამჭკუაშვილი და შეკითხვა, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა
ტელეიმედის შოუს "ცოდნა ფულია" 10 მარტის გადაცემის გამარჯვებული მომავალი ექიმი 25 წლის ლაშა სამჭკუაშვილია. იგი თბილისში დაიბადა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ამჟამად "ჯოენის" კლინიკაში ექთნად მუშაობს და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. მომავალში კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგობა სურს.
ბოლო კითხვა, რომელმაც ლაშას შოუში გამარჯვება მოუტანა, ასეთი იყო:

ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის:
ა. ცრემლიდან
ბ. ლიმფიდან
ც. ნერწყვიდან
დ. ლიქვორიდან

ლაშამ სწორი პასუხი - ც - ინტუიციურად დააფიქსირა და 25000 მოიპოვა. ლაშამ ჭკვიანურად, მშვიდად ითამაშა დამსახურებულადაც გაიმარჯვა. 

ახლა
კი ჩვენს მკითხველს განვუმარტოთ, რა არის ოპიორფინი:

2006 წელს ადამიანის ნერწყვის შესწავლისას მეცნიერებმა მასში აღმოაჩინეს მორფინზე გაცილებით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელსაც ოპიორფინი უწოდეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ნივთიერებას მალე პრეპარატის სახით დაამზადებენ, რადგან წინასწარი მონაცემებით, მორფინისგან განსხვავებით, იგი არ იწვევს შეჩვევას და თან
მორფინზე უფრო ძლიერმოქმედია. ბუნებრივი წარმოშობის გამო ოპიორფინს არ გააჩნია გერდითი ეფექტები. ასევე შესწავლისას დადგინდა, რომ ოპიორფინი ანტიდეპრესანტული თვისებების მატარებელია.


ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 18-03-2018
დავითი
ვულოცავ ლაშას! უწესიერესი და ყურადღებიანი ბიჭია.მქონია მასთან შეხება ჯოენის კლინიკაში! გამიხარდა რომ მოიგო!
თარიღი : 12-03-2018
თამაზი
თუ დაფიქრდება კაცი, მით უფრო მედიკოსი, ადვილად მიხვდება, რომ ოპიორფინი შედგება რამდენიმე სიტყვისგან. მათ შორისაა "ორ" (ორალური). გამოდის, რომ პირის ღრუს ნივთიერებისგან, ნერწყვისგან... ჩემთვის ძალიან ადვილი გასაშიფრი იყო... მაინც ვულოცავ, რაადგან ლოგიკის მატარებელი კაცია!
თარიღი : 12-03-2018
მარი
ლაშას მისცეს ფული?თუ გადააგდეს?ისე მაინტერესებს თუ მისცეს ფული ჯერ კიდევ მასთანაა თუ უკვე დააყაჩაღეს???
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება