რატომ ტოვებენ დედები ახალშობილებს ევროპაში ?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ტოვებენ დედები ახალშობილებს ევროპაში ?!

რომ რეალურად მიტოვებულ ახალშობილთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ამის მიზეზად კი მოულოდნელი ორსულობა, ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილი გოგონების სირცხვილის განცდა (როცა ისინი ვაჟებისგან მოტყუებულნი აღმოჩნდნენ) და ორსულობის გვიანი დიაგნოსტირება სახელდება. ეკონომიკური პრობლემები იქ ნაკლებად აქვთ გოგონებს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. ამ საზარელი რეალობის წინააღმდეგ საზოგადოებამ გარკვეულ ზომებს მიმართა. ერთ-ერთ გამოსავლად კი იქცა სპეციალიზებული კლინიკების კედლებში გახსნილი სარკმლები, ე.წ Babyklappe. ეს სარკმლები იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ნებისმიერ ქალს, რომელიც რაიმე მიზეზით გადაწყვეტს ჩვილის მოშორებას, შეუძლია მიიყვანოს ახალშობილი, გამოაღოს სარკმელი და სრულიად ანონიმურად დატოვოს. ასევე შეუძლია დატოვოს წერილი, რომელშიც მიუთითებს სახელს, რომლის დარქმევასაც თავად ისურვებდა ან რაიმე მონაცემი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ბავშვის იდენტიფიცირება იმ შემთხვევაში, თუკი დედა ბავშვის უკან დაბრუნებას მოისურვებს. ამის უფლება კი მას 8 კვირის განმავლობაში აქვს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ბავშვს სპეციალიზებულ სახლებში აგზავნიან, საიდანაც შესაძლებელია მათი გაშვილება.

წაიკითხეთ: ახალშობილის ცხედარს ყელის არეში, სავარაუდოდ, ძაფი ჰქონდა მოჭერილი - ბათუმში ახალშობილის ცხედარი ზღვამ გამორიყა

"სიცოცხლის ფანჯარა" 2006 წლის მარტში გაიხსნა პოლონეთშიც, კრაკოვის არქიეპისკოპოსის კურთხევით. ამით საეკლესიო პირები ცდილობენ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მიტოვებულ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში სასიკვდილოდ გაიმეტეს.

ფანჯარაში ბავშვის მოთავსების შემდეგ, ის სპეციალურად მოწყობილ ოთახში აღმოჩნდება. როდესაც ბავშვს ფანჯარაში მოათავსებენ, მოქმედებაში მოდის სასიგნალო მოწყობილობა, რომელიც მონაზვნებს ატყობინებს, რომ ჩვილი დატოვეს. სასულიერო პირები იძახებენ სასწრაფოს და ბავშვი ჯანმრთელობის გამოსაკვლევად მიჰყავთ.

mkurnali.ge

"სიცოცხლის ფანჯარა" გარედან იღება და მასში ბავშვის მოთავსება შენობის მცხოვრებლებისგან შეუმჩნევლად არის შესაძლებელი. ის აღჭურვილია ვენტილაციით და გათბობით, რომ ბავშვს ოპტიმალური პირობები შეექმნას.

2 წლის განმავლობაში "სიცოცხლის ფანჯარაში" ცხრა ბავშვი მოხვდა - ხუთი გოგო და ოთხი ბიჭი. ერთ-ერთის პამპერსში მონაზვნებმა იპოვნეს ფურცელი, რომელზეც ეწერა "მაპატიე. მიყვარხარ. დედა".

პოლონეთში, როდესაც დედა შვილზე ოფიციალურად ამბობს უარს, მისი გაშვილება ორი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. "სიცოცხლის ფანჯარაში" ანინიმურად დატოვებული ბავშვი მხოლოდ რვა თვის შემდეგ შეიძლება გაშვილდეს, რადგან მანამდე ფორმალური საკითხები უნდა გადაიჭრას.

მსგავსი პრაქტიკა არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა. ამ გზით თუნდაც ერთი გადარჩენილი სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თხოვნით მივმართავთ მათ, ვისაც ხელეწიფება ასეთი საკითხების გადაწყვეტა: იქნებ ჩვენც გვეფიქრა ამ გამოსავალზე? იქნებ ამ გზით უკანონო აბორტებზეც კი ვათქმევინოთ უარი გოგონებს, რომლებიც აფექტურ მდგომარეობაში ვერ აცნობიერებენ ცოცხალი შვილის მკვლელობის დანაშაულს?

mkurnali.ge