მას უნდა დაეთმო მისი ოცნება გამხდარიყო ფეხბურთელი
სპორტული ტრავმის გამო, რადგან ხრტილის ტრავმის შედეგად გამოწვეული მწვავე პრობლემა რამოდენიმე ხნის შემდეგ გაუარესდა. მას გაურთულდა სიარული, ვინაიდან პირველი გასინჯვის შემდეგ მას უთხრეს, რომ ეს შემთხვევა საშიში არ იყო. ამან გამოიწვია დროის დაკარგვა და ხრტილოვანი ქსოვილის სერიოზული დაზიანება. ოჯახი, რომელმაც აჯიბადემის ანკარის საავადმყოფოს დახმარება სთხოვა, ენდობოდა საავადმყოფოს მოწინავე ტექნოლოგიებს, ისევე როგორც ამ სფეროში მათ გამოცდილებას. ხრტილის ქირურგია, რომელიც ასე ვთქვათ შეუძლებელი იყო, რეალურად განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მცირე სპორტული ტრავმა, შედეგები ძალიან სარისკო იყო, რადგან მას შეეძლო დაეკარგა მობილურობა, რადგან ის დროს კარგავდა. შეუძლებელი იყო დეფექტის შემჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება უკვე დაწყებული იყო.
იმდენად, რამდენადაც მათ სამი წელი ძვირფასი დრო დაკარგეს, მოხდა ხრტილოვანი ქსოვილის დიდი დანაკარგი. სამწუხაროდ, თუ ის არ გაივლიდა მკურნალობას, მისი ჯანმრთელობის პროგრესირებადი პრობლემის გამო, შესაძლოა მას შექმნოდა პრობლემა და ვერ მოეხერხებინა საკუთარი ყოველდღიური რუტინის შესრულება უახლოეს მომავალში, ფეხბურთის თამაშზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. საბოლოოდ, საბამ იპოვა შესაფერისი ადგილი წასასვლელად; აჯიბადემის ანკარის საავადმყოფოში ჩატარებული ხრტილის ოპერაციის შედეგად, მას ამოუღეს ხრტილის პატარა ნაწილი, მისი საკუთარი მუხლიდან, რომელიც გაზარდეს ლაბორატორიაში და მოათავსეს შემცირებულ ხრტილში. მან დაიბრუნა თავისი ჯანმრთელობა ოპერაციით, რომელიც ჩატარდა პროფესორ, დოქტორ მეჰმეთ სერდარ ბინეტისა და მისი გუნდის მიერ, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში.
"ყველაზე წარმატებული ცენტრი ასეთი ოპერაციებისათვის, ახლომდებარე გეოგრაფიულ მდებარეობაზე"
ახალგაზრდა დედა მირანდუხტ ბოლქვაძე, რომელიც ყოველთვის იყო მისი შვილის გვერდით, მკურნალობის ყველა ეტაპზე, განმარტავს პრობლემას მის დასაწყისში:
"ჩემი შვილი საქართველოში პროფესიულ ფეხბურთს თამაშობს. ერთ დღეს ჩვენ წავედით ექიმთან ვარჯიშის შემდეგ, რადგან მან აღნიშნა, რომ ტკივილს გრძნობდა მარჯვენა ფეხში, ჩატარებული გამოკვლევებისა და რენტგენის შემდეგ ითქვა, რომ არ იყო რაიმე მნიშვნელოვანი და საკმარისი იქნებოდა ორი თვის განმავლობაში დასვენება. მან კვლავ დაიწყო ვარჯიში, დასვენების პერიოდის დასრულების შემდეგ. თუმცა, ამ დროისთვის მან ვერ შეძლო მტკივანი ფეხით გადაადგილება. მას უთხრეს, რომ ის ფეხბურთს ვერ ითამაშებდა და შესაძლოა უარესი შედეგების წინაშე აღმოჩენილიყო, თუ გაფრთხილებებს უყურადღებოდ დატოვებდა. მას აუცილებლად დაჭირდებოდა ოპერაცია. მაგრამ თბილისში არ იყო ის სამედიცინო ცენტრი, რომელიც მას ოპერაციას ჩაუტარებდა. ჩემი შვილი ყველაფერია ჩემთვის. ამდენად, მე მინდოდა, რომ მას სანდო ხელში ჩატარებოდა ოპერაცია და ძებნის შედეგად, მე აღმოვაჩინე აჯიბადემის ანკარის საავადმყოფო, რომელიც წარმატებით მუშაობს ამ სფეროში და მივმართე მათ. ისინი ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვიკავშირდნენ."
შეგნებული დედა
საბას დედის მიერ გაგზავნილი ფოსტით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა პროფესორმა, დოქტორ მეჰმეთ სერდარ ბინეტმა აღნიშნა: ”დედის ტირილმა ჩემი ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო. დედა ძალიან დადარდიანებული იყო, რადგან მისი შვილი ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყდა, ისევე, როგორც აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. ამგვარად, მან დეტალურად გაანალიზა სად ტარდება ეს ოპერაციები, ყველაზე უფრო წარმატებულად და დაინახა ჩვენი წარმატება. ამის შემდეგ ის ჩვენ დაგვიკავშირდა."
გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები
პირველი გამოკვლევისას პრობლემა არ აღმოჩნდა საბას მყესებსა და მენისციტში, თუმცა, მაგნიტური რეზონანსული გამოსახულება (MRI) ჩატარდა დიაგნოზის დასადგენად, რადგანაც იყო პრობლემა მარჯვენა მუხლის ქვეშ არსებულ ძვალში. ამგვარად, მკაფიოდ დადგინდა ხრტილოვანი დაზიანების სიმძიმე და ოდენობა.
იმის გამო, რომ პაციენტი ძალიან ახალგაზრდა იყო, გადაწყდა ხრტილის ქსოვილის იმპლანტირება, რაც მისთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის ვარიანტი იყო. წარმატებული შედეგების მქონე ოპერაცია, შეიძლება პაციენტის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყოს. თუმცა საჭიროა დახვეწილი ლაბორატორია და ოპერაციის შესრულების გამოცდილების მქონე გუნდი. ვინაიდან აჯიბადემის ანკარის საავადმყოფოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ თვალსაზრისით, პროფესორმა, დოქტორ მეჰმეთ სერდარ ბინეტმა თქვა: "ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი დასაწყისი ის არის, რომ პაციენტი თავის თავს, საკუთარი ქსოვილს საშუალებით აღადგენს. რადგანაც ეს პაციენტი 16 წლისაა, განკურნების უნარი საკმაოდ დიდია."
უსისხლო ოპერაცია ჩატარდა ართროსკოპური ქირურგიული ოპერაციით
საბას მკურნალობა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ოპერაციისას, მოხდა დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის გაწმენდა და ახალი ძვლის ქსოვილით შევსება. პროფესორმა, დოქტორმა მეჰმეთ სერდარ ბინეტმა ართროსკოპური ქირურგიით ჩატარებული ოპერაციის დეტალები განმარტა: "ჩვენ ეს ოპერაცია მოწინავე ტექნოლოგიური სისტემით შევასრულეთ, შევედით მუხლში 4.5-5 მმ ოპტიკური აპარატით. ჩვენ ჩავერიეთ საჭირო ნაწილებში, ყველა სტრუქტურის მონიტორინგის საშუალებით. ოპერაციის დროს, ჩვენ ავიღეთ ნიმუში დაახლოებით 2-3 მმ მყარი ხრტილოვანი ქსოვილიდან. ეს პატარა ქსოვილი, რომელიც ჩამოაყალიბებს ბავშვის მომავალ, ნამდვილ ხრტილის ნაწილს, დაუყოვნებლივ გადაეგზავნა ლაბორატორიას."
ლაბორატორიაში იყო წარმოებული სამ-განზომილებიანი ხრტილი
იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ხრტილის იმპლანტის წარმატებული გამოყენება, რომელსაც პირი აწარმოებს საკუთარი ხრტილის საშუალებით ორგანიზმში, წარმოადგენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სრულად-ფუნქციონირებად მუხლს, პროფესორი, დოქტორი ერკუმენტ ოვალი, აჯიბადემის ჰემატოლოგიის დეპარტამენტიდან, იძლევა შემდეგ ინფორმაციას, სამ-განზომილებიანი ხრტილის წარმოების პროცესის შესახებ:
"ჩვენ აღვადგენთ ამ ხრტილის-ზომის ქსოვილის ნაწილაკს, ფენის საზომით, დაახლოებით 10x5 სმ-მდე, ლაბორატორიულ პირობებში. შემდეგ ჩვენ ვიყენებთ კოლაგენს, რომელიც ადამიანის შემაერთებელი ქსელის ძირითად ელემენტს წარმოადგენს და ვქმნით ხრტილოვან ქსოვილს ლაბორატორიულ გარემოში. რადგანაც უჯრედების შიგნით არის პაციენტის საკუთარი ქსოვილი, წარმატების მიუღწევლობის ან ალერგიის წარმოშობის ვარიანტი არ არის."
ხრტილის, ე.წ. "შეუძლებელი" პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია
წარმოების დასრულების შემდეგ, ხრტილი მიეწოდა ქირურგს, სპეციალური სისტემით, რომელიც იცავდა მის სიცოცხლისუნარიანობასა და კვებას. შემდეგი პერიოდი მოითხოვს სრულ ქირურგიულ გამოცდილებას, რადგაც შესაძლოა, რომ ოპერაცია წარმატებით ვერ შესრულებულიყო, თუ პროდუქტი არ იქნებოდა სათანადოდ მოთავსებული. საბას აღდგენილი ხრტილი მოათავსეს წარმატებული ქირურგიული ოპერაციის 37 დღის შემდეგ, პირველი ოპერაციიდან.
პროფესორმა, დოქტორ მეჰმეთ სერდარ ბინეტმა თქვა: "ეს მეთოდი რომ არ ყოფილიყო გამოყენებული, ბევრი გამოგონება უნდა გაკეთებულიყო, სხვა მეთოდებით გამოწვეული ბევრი მიზეზის გამო. ამჟამად დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ხრტილის პრობლემების მკურნალობა ახალი ტექნოლოგიებით, რომელიც მანამდე შეუძლებელი იყო. ჩვენ მივაღწევთ წარმატების მაღალ დონეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში".
"ასეთ ცენტრში მკურნალობა უდიდესი შანსი იყო"
დედამ გამოხატა თავისი გრძნობები და განაცხადა: "იღბლიანი ვარ, რომ შევძელი შვილის მკურნალობა ასეთი მაღალტექნოლოგიური საშუალებებით და გამოცდილ ქირურგებთან", მირანდუხტ ბოლქვაძემ ასევე დასძინა: "აქ ჩვენზე ძალიან კარგად იზრუნეს, მთელი მკურნალობის პროცესში. ექთნებმა, ექიმებმა და ყველა სხვა პერსონალმა აჩვენეს მათი გამორჩეულობა, საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით."
საბა მოუთმენლად ელოდება ფეხზე დადგომას, გამოჯანმრთელებას და ფეხბურთის თამაშს. ის შეძლებს სირბილს, მეორე ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ. ის ელოდება კვლავ მოედანზე დაბრუნებას, რათა მისდიოს თავის ოცნებას, გახდეს დიდი ფეხბურთელი. მას არ მოუწევს დიდხანს ლოდინი, თავისი ოცნებების მისაღწევად...
აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში,
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N 58; ტელ.: 2-15-85-00
R