რომელ ბაზარში იყიდებოდა ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ ბაზარში იყიდებოდა ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები

სრულად ამოიღო ბაზრიდან ჯანმრთელობისთვის მავნე სუნელები, - ამის შესახებ "მკურნალი.გე"-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაცით, რეალიზაცია ხდებოდა არარეგისტრირებული პირის მიერ დაუფასოებელი სახით, ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. "მიკვლევადობის პროცესში გამოვლინდა კუსტარული წარმოება, მთელი რიგი დარღვევბით, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს სურსათი არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული რეალიზაციის პირობები. გარდა ამისა, სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვის და ასეთი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულია დადგენილება დროებითი ზომების შესახებ , რომელიც სუნელების რეალიზაციის და ეტიკეტირების წესების გამკაცრებას გულისხმობს", - განმარტეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების

აღკვეთას ითვალისწინებს.