აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ

მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევების მატება გასული წლის ნოემბრიდან ფიქსირდება და მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ვირუსით დაინფიცირდა 86 პაციენტი. ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ზე მეტს არ აქვს ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო აცრა ან არის არასრულად აცრილი.

ზაალ მიქელაძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი პრევენციული გზა ვაქცინაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას მიმართ რეგიონში შენარჩუნებულია სტაბილურად მაღალი დონე, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა შეტყობინების 27 შემთხვევა.

"29 იანვარს ცენტრში შეტყობინება დაფიქსირდა 13 შემთხვევაზე. 2018 წლის იანვრის თვეში (იანვარი სულ 86 შემთხვევა) ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა 40 % მოდის 0-5 წლამდე, 7% - 5-14 წლამდე, 32%-15-29 წლამდე, 19%-30-59 წლამდე.

შემთხვევათა პროცენტული განაწილება მუნიციპალურ ჭრილში შემდეგია: ბათუმი 59%, ქობულეთი 16%, ხელვაჩაური 16%, ქედა 5%, შუახევი 1%, ხულო 2%.

როგორც წესი, ყოველწლიურად რეგიონში აღირიცხება წითელას დაავადების 3-5 შემთხვევა, უკანასკნელი ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა.

როგორც ცნობილია ეროვნული კალენდრის მიხედვით, აცრის სრული სტატუსი გულისხმობს ორჯერად ვაქცინაციას - 1 წლის და 5 წლის ასაკში.

ცენტრი მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებს მიმართავს ვაქცინაციის ჩატარებისკენ. აღნიშნული ჯგუფებია: არასრულად აცრილი და აუცრელი 14 წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი, წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ნებისმიერი 40 წლამდე ასაკის პირი",- აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.