კეფირი - კვებითი ალერგიის წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეფირი - კვებითი ალერგიის წამალი

მათ შორის - რძის პროდუქტების ამოღებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევდნენ დღემდე. ახლახან კი ტაივანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ -

  • კეფირი კვებითი ალერგიის განვითარების ალბათობას ამცირებს.

მათი თქმით, რძის ამ პროდუქტის ზოგიერთ კომპონენტს შეუძლია დასწიოს იმ იმუნოგლობულინების დონე, რომლებსაც ალერგიული რეაქციების განვითარებაში მიუძღვის ბრალი.

იმუნოგლობულინები ანტისხეულებია, რომლებსაც პათოგენური მიკროორგანიზმების ნეიტრალიზაცია შეუძლია. ამავე დროს, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიული რეაქციების განვითარებაში - ასტიმულირებს იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ქსოვილთა შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ჰიპერსეკრეციას, კანის გაღიზიანებას, გლუვი კუნთების შეკუმშვას და სხვა ალერგიულ სიმპტომებს იწვევს.

ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საკვებში კეფირის დამატებისას ორგანიზმში იმუნოგლობულინების დონე დაბლა იწევს. თაგვებს, რომლებსაც კეფირით კვებავდნენ, სამჯერ შეუმცირდათ იმუნოგლობულინების ოდენობა სპეციფიკური ოვალბუმინის მიმართ.

ოვალბუმინი კვერცხში შემავალი ცილაა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენია. ბავშვებში კვებითი ალერგია დიდწილად სწორედ ამ ნივთერებისადმი მომატებული მგრძნობელობით არის გამოწვეული.

ბრიტანელი ალერგოლოგების აზრით, ვინაიდან გამოკვლევა ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ცხოველებზეა ჩატარებული, ტაივანელი მეცნიერების დაკვირვება დამატებით საბუთს მოითხოვს, მერე კი შესაძლოა, კეფირის აქტიური კომპონენტების მედიცინაში გამოყენებაც გახდეს შესაძლებელი.